თამაშს არც დაძაბულობა აკლდა
იტალიის თასის ფორმატი ისეა შედგენილი, რომ ერთადერთი ეტაპი, როდესაც გუნდები 2-მატჩიან დუელში ავლენენ გამარჯვებულს, ნახევარფინალია.

სხვა შემთხვევებში, უპირატესობა მასპინძლებს ეძლევათ, რადგან მომდევნო ეტაპზე გამსვლელი იმავე მატჩში ირკვევა - აი, ფინალში მოსახვედრად უკვე თანაბარ პირობებში უწევთ გუნდებს ბრძოლა.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა. მატჩი თანაბარი გამოდგა და ორივე კართან სახიფათო მომენტები დაახლოებით თანაბარი ოდენობით შეიქმნა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შედეგიც სრულიად ლოგიკური დადგა.

ანგარიში "ლაციომ" გახსნა, როდესაც სიღრმიდან წამოწყებული იერიში ფელიპე ანდერსონის ბრწყინვალე პასით და მიროსლავ კლოზეს უზუსტესი დარტყმით დასრულდა - 1:0.

რაც შეეხება "ნაპოლის" გოლს, ასევე ეფექტური გამოდგა - გონსალო იგუაინმა გრძელი გადაცემა მიიღო, მეკარე მოატყუა და კარში სცადა დარტყმა, თუმცა ბურთი მანოლო გაბიადინის მიუგორდა და ცარიელი კარის წინ დარჩენილ ფორვარდს ანგარიშის გაქვითვა აღარ გასჭირვებია - 1:1.

ეს ამბავი 57-ე წუთზე მოხდა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს შედეგი სტუმრებს აძლევდათ ხელს, მატჩის დასკვნითი ნაწილი უფრო მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში, მატჩი მაინც თანაბარი იყო და შედეგი - ლოგიკური.

განმეორებითი პაექრობის წინ ფავორიტად "ნაპოლი" მოჩანს, მაგრამ არც "ლაციოა" უშანსოდ და წესით, ნეაპოლში ძალიან საინტერესო თამაში უნდა გაჩაღდეს. სწორედ ამის მოლოდინში არიან მწვრთნელებიც...

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "რთული მატჩი იყო, რომელიც მეტოქისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. თუმცა, მე კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით და მჯერა, რომ ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს. უამრავი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, რამდენიმე მალე დაგვიბრუნდება და კიდევ უკეთ ავთამაშდებით. თასის ფინალში გასვლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, წინ საუცხოო მატჩი გველის".

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ, უპირატესობა მოვიპოვეთ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მართალია, უკვე წინ ვართ, მაგრამ თუ ნეაპოლში ამ უპირატესობის შენარჩუნებისთვის ვითამაშებთ, აუცილებლად დავისჯებით. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, ამისთვის კი მოგებაა საჭირო".

ლაციო-ნაპოლი 1:1

გოლები: 1:0 კლოზე (33), 1:1 გაბიადინი (57)

საპასუხო მატჩი - 8 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე