ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" გულშემატკივართა გამოკითხვის მორიგი საშუალედო შედეგები გამოაქვეყნა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" გულშემატკივართა გამოკითხვის მორიგი საშუალედო შედეგები გამოაქვეყნა. ისევე როგორც ორი კვირის წინ, ყველაზე მეტი ხმა ამჯერადაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერ "კობი ბრაიანტს აქვს.

ამ მომენტისთვის მაყურებელთა გამოკითხვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი

ფორვარდები: ლებრონ ჯეიმსი - 1 194 091, კევინ გარნეტი - 850 687, ამარე სტაუდმაიერი - 826 628, პოლ პირსი - 465 260, კრის ბოში - 334 921.

მცველები: დუეინ უეიდი - 1 167 649, რაჟონ რონდო - 929 781, დერეკ როუზი - 917 753, რეი ალენი - 494 489, ჯონ უოლი - 212 238.

ცენტრები: დუაიტ ჰოვარდი - 1 205 159, შაკილ ო'ნილი - 506 621, ჟოაკიმ ნოა - 197 407, ენდრიუ ბოგუტი - 159 560, ელ ჰორფორდი - 149 908.

დასავლეთი

ფორვარდები: კევინ დურანტი - 945 944, კარმელო ენტონი - 742 284, პაუ გასოლი - 702 859, ტიმ დანკანი - 551 226, ბლეიკ გრიფინი - 540 701.

მცველები: კობი ბრაიანტი - 1 391 597, კრის პოლი - 724 605, მანუ ჯინობილი - 504 123, სტივ ნეში - 397 975, დერონ უილიამსი - 384 515.

ცენტრები: იაო მინი - 754 583, ენდრიუ ბინუმი - 493 237, ნენე - 292 829, მარკ გასოლი - 263 000, ბრენდან ჰეივუდი - 245 737.

გასული უქმეები ბრაიანტისთვის სხვა მხრივადაც იყო მნიშვნელოვანი. კობიმ "ნიუ ორლეანთან" მატჩში 25 ქულა მოუტანა თავის გუნდს და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. კალიფორნიელს ახლა 26 720 ქულა აქვს, რაც 10 ქულით მეტია ოსკარ რობერტსონის შედეგზე.

კარმელო ინდიანაში?

მოულოდნელი გაგრძელება აქვს კარმელო ენტონის სატრანსფერო ეპოპეას. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ "დენვერის" ლიდერმა ისევ არ მოისურვა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ასე რომ, კარმელოს ტრეიდის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.

როგორც ირკვევა, "ნიუ იორკისგან" და "ნიუ ჯერსისგან" ყველაზე დიდი დაინტერესების მიუხედავად, ენტონიმ, შესაძლოა, "ინდიანაში" ამოჰყოს თავი, რადგან "ნაგეტსის" ხელმძღვანელობას "პეისერსის" ერთი-ერთი ლიდერის, დენი გრეინჯერის ხელში ჩაგდება სურს.

ამერიკული პრესა წერს, რომ კლუბებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები სავარაუდო გაცვლის შესახებ.

ნეშმა ნაიკს აღარ ჩაიცვამს

"ფინიქს სანზის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა შეწყვიტა თანამშრომლობა სპორტული ინვენტარის მწარმობელ ამერიკულ გიგანტთან, კომპანია "ნაიკთან". ამიერიდან კანადელი კალათბურთელი ჩინურ ფირმა Luyou-თან ითანამშრომლებს.

"სტივ ნეშს აღარ აკავშირებს "ნაიკთან" კონტრაქტი. ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში და ახლა ერთმანეთს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვეთ", - წერია "ნაიკის" ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში.

კლივლენდი გიბსონის გარეშე დარჩა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აუთსაიდერ "კლივლენდ კავალიერზის" მცველი დანიელ გიბსონი თავის გუნდს გასვლით ტურნეში ვერ დაეხმარება. კალათბურთელმა "ტორონტო რეპტორზთან" მატჩში მარცხენა ფეხი დაიზიანა და ამის გამო ხუთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.

გიბსონი "კლივლენდის" საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზეა, მცველებს შორის კი გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლავთ.

იაო არ ნებდება

"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრმა იაო მინმა წარმატებით გადაიტანა ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია და მომავალი სეზონისთვის მოედანზე დაბრუნებას გეგმავს. კალათბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა ჯერ დადგენილი არ არის.

"თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ იაო არ აპირებს კარიერის დასრულებას.

მას არ უნდა ასეთ ნოტაზე კალათბურთიდან წასვლა და ამაში ყველა ექიმი ეთანხმება", - ამბობს იაოს მენეჯერი.

მიმდინარე სეზონი, რომლისთვისაც იაო მინს 17.7 მილიონი ეკუთვნის, ბოლოა "როკეტსთან" მოქმედი კონტრაქტის მიხედვით.

კავალერების კეთილი ჟესტი

"კლივლენდ კავალიერზის" ხელმძღვანელობამ სამსახური შესთავაზა უსახლკარო მამაკაცს, რომელიც ერთ დროს რადიოსადგურის დიქტორი იყო.

ინტერნეტით გავრცელდა ვინმე ტედ უილიამსის ვიდეორგოლი, რომელშიც ის თავის უკიდურეს გაჭირვებაზე ყვებოდა და სამსახურს ითხოვდა. ამან "კლივლენდის" შეფობაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და უსახლკარო დიქტორს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ. უდიდეს მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც შემიფარა, - განაცხადა უილიამსმა. - ღმერთმა არ გამწირა და მეორე შანსი მომცა. ეს დაუჯერებელია."

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა