კანადელმა ლეგენდამ დაამთავრა
41 წლის კანადელმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბოლო ორი სეზონი ეს კალათბურთელი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, რისი მიზეზიც მრავალრიცხოვანი ტრავმები იყო.

და აი, გუშინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"სამწუხაროდ, NBA-ს მატჩი ჩემთვის უკვე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვითამაშებ ერთ შეხვედრას და შემდეგ ერთი თვე მკურნალობა მჭირდება, - განაცხადა ნეშმა. - ზურგთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მაქვს. არასოდეს მიმუშავია ისეთი მონდომებით, როგორც ამას ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკეთებდი: დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი იმისთვის, რათა კიდევ ერთი სეზონი ჩამეტარებინა ასოციაციაში, მაგრამ დღეს იძულებული ვარ, ვაღიარო: ეს შეუძლებელი აღმოჩნდა".

სტივ ნეში NBA-ს ისტორიაში სამ საუკეთესო გამთამაშებელს შორის შედის. ის ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. "ლეიკერსის" გარდა, თამაშობდა "დალასსა" და "ფინიქსში". რვაჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში", ხოლო 18-წლიანი კარიერის განმავლობაში 14.3 ქულა, 8.5 შედეგიანი პასი და 3.0 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA. ვარსკვლავების დაპირისპირებაში კალათბურთმა მოიგო [VIDEO]
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ალესანდრო დელ პიერო "მალიორკას" სპორტულ დირექტორად?
ესპანური კლუბი სტივ ნეშმა შეიძინა და იქ დელ პიეროს ნიშნავს
ნათლიამ ნათლული დაამარცხა, "ბრუკლინი" ფანტასტიკურ თამაშს განაგრძობს [VIDEO]
სტივ ნეში ფეხბურთს იწყებს