ბესიკ შეროზია: "ამბობენ, გუნდში ყველაფერი კარგად იქნებაო და მინდა ამის გასარკვევად პრეზიდენტს ვესაუბრო"
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო ფოთის "კოლხეთმა". უფრო ზუსტად "კოლხთა" მეორე გუნდმა, რომელსაც ზაზა ინიაშვილი ავარჯიშებს. მთავარი გუნდის თავკაცი ბესიკ შეროზია ჯერჯერობით ფოთში არ ჩასულა.

"მე ზუგდიდში ვარ, ფოთში კი ზაზა ინიაშვილი იმ ფეხბურთელებს ავარჯიშებს, რომლებმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩაამთავრეს. ეს, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობაა, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში სწორედ ამ კონტინგენტით ასპარეზობდა ჩვენი გუნდი.

ის კაცი არ ვარ, შუა გზაში მივატოვო გუნდი და ამიტომაც კლუბი არ დამიტოვებია. წასვლა ყველაზე იოლია, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. მინდა, კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვესაუბრო და გავარკვიო გუნდის მომავალი. თუ ისევ ისე ვიქნებით, როგორც შარშან ბოლო თვეებში, ასე არაფერი გამოვა. ამბობენ, ყველაფერი კარგად იქნებაო და სწორედ ამის გასარკვევად მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს", - გვითხრა "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ.

ცხადია თემურ ბარქაიასთან შეხმიანება გადავწყვიტეთ, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერაფრით შევძელით. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ფოთელებმა პირველ საკონტროლო შეხვედრაში "სამტრედია" 3:1 დაამარცხეს. ეს შეროზიას თანაშემწე დავით მახარაძემ გვაცნობა.

"სამტრედია" ვალტერ გუჩუას გოლით დაწინაურდა, ლემონჯავამ კი ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში "კოლხებმა" იძალეს და ჯერ მოისწრაფიშვილმა შემდეგ კი პერტენავამ თითო გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირეს.

გავიგეთ ისიც, რომ "კოლხეთის" ორი შემტევი ფეხბურთელი დათა სიჭინავა და დავით ციცხვაია თასის ნახევარფინალისტ "გაგრაში" ვარჯიშობს. გაგრელებს მათი დამატება უნდათ და მათ განზრახვას წინ ვერაფერი დაუდგება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა