"ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახებს არ ვეკუთვნით, ქვეყნისთვისაც რაღაც უნდა გავაკეთოთ"
"სამტრედია"-"სიონის" მატჩის 79-ე წუთზე "ეროსი მანჯგალაძეზე" შეკრებილი გულშემატკივარი გააოცდა, როცა მასპინძელთა რიგებში ლევან შარიქაძის ნაცვლად ალექსანდრე იაშვილი გამოჩნდა.

სამტრედია-სიონი 3:1 - ხიზანიშვილმა გაიტანა, იაშვილი დაბრუნდა [PHOTO]

რევაზ თევდორაძის, ლევან კაკუბავას, გულვერდ თომაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილის, დავით კვირკველიას, დავით ბოლქვაძის, გრიგოლ დოლიძისა და თორნიკე გორგიაშვილის შემდეგ იაშვილი მიმდინარე სეზონში კლუბში ჩარიცხული მე-9 ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია.

მაგრამ იაშვილის დაბრუნება მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. 1993 წელს, თბილისის "დინამოში" დაწყებული კარიერა მან გერმანიაში გააგრძელა. იყო "ფრაიბურგისა" და "ბოხუმის" კაპიტანი, წლების განმავლობაში - ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ბოლოს, იაშვილი თამაშობდა ბაქოს "ინტერში" და 2014 წლის ზაფხულში კარიერაც ამ გუნდში დაასრულა, მაგრამ...

37 წლის თავდამსხმელმა გადაწყვიტა, მეგობრებს დახმარებოდა, "სამტრედიას" ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა და ტირასპოლის "შერიფთან" სპარინგში ითამაშა კიდეც. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ იაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდებოდა.

- თამაშს აღარ ვაპირებდი, - ამბობს იაშვილი, - არადა, ჩემი მეგობრები - ზაზა ზამთარაძე და დათო მუჯირი მთხოვდნენ, ითამაშეო. სეზონის ბოლომდე დარჩენილი 3 თვე დიდი დრო არ არის. მეორეცაა - ფეხბურთი უზომოდ მომენატრა და ამიტომაც დავთანხმდი.

- როგორც ვიცით, კლუბთან კონტრაქტის პირობებზე არც გილაპარაკიათ...

- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რას მოვაწერე ხელი. ალბათ, ხვდებით, რომ "სამტრედიაში" ფულისთვის არ მივსულვარ. ასევეა ზურა ხიზანიშვილიც. მიმაჩნია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უცხოეთში ნათამაშები ფეხბურთელების ჩამოსვლა ძალიან კარგი ფაქტია. ეს გამოცდილება და ცოდნა ჩემპიონატსაც წაადგება და ახალგაზრდებსაც.

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახებს არ ვეკუთვნით, ქვეყნისთვისაც რაღაც უნდა გავაკეთოთ. თუნდაც ხიზანიშვილის ამბავი რად ღირს - ზურა კარიერის დასრულებას აპირებდა, ფეხი სტკივა, მაგრამ წამოვიდა და ფორმის აღდგენას ისეთი ენთუზიაზმით ცდილობს, როგორ შეიძლება, ახალგაზრდებისთვის ეს მაგალითად არ გამოდგეს?

დღეს ხიზანა და მე დავბრუნდით, ხვალ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა მიღებს და იქნებ, სტადიონზე ხალხი ოდნავ მაინც მოვაბრუნოთ. ეს ჩვენი ვალია.

- "სამტრედიაში" იმდენი ვეტერანი დაბრუნდით, ხალხი ხუმრობს - მალე კალაძე, დემეტრაძე და კობიაშვილიც განაახლებენ კარიერასო...

- (იცინის) შარშან ზაფხულში მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მოედანს დავუბრუნდებოდი. მაგრამ ცხოვრებაში რა არ ხდება... ისე, გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი სერიოზული პრობლემა მაბრკოლებდა.

- რა პრობლემა?

- ფეხბურთს თავი ოჯახის გამო დავანებე. გაუთავებელი შეკრებები და ოჯახიდან მოწყვეტა ჩემთვისაც რთული იყო და მათთვისაც. ბოლოს ნებართვა შვილებისგან ავიღე და მითხრეს - სამი თვე თუ ითამაშებ, არა უშავსო.

კიდევ ერთი ფაქტორი იყო - ასაკში შევედი, 7 თვეა, მოედანს არ გავკარებივარ და მაინტერესებდა, თამაშს კიდევ შევძლებდი თუ ვეღარ? მაგრამ სტადიონზე რომ გავედი და ჩემი გვარის გამოცხადებაზე ხალხს ძალიან თბილი რეაქცია ჰქონდა, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- სამტრედიელ გულშემატკივარზე რას იტყოდით?

- მათი თანადგომა დიდი სტიმული და საოცარი შეგრძნებაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში 17 წლის შემდეგ დავბრუნდი, ასეთი განცდა წარმოუდგენელი მეგონა.

- დარჩებით "სამტრედიაში" თუ გუნდი ევროსაგზურს მოიპოვებს?

- ჯერ მიზანს მივაღწიოთ და მერე დავფიქრდები. ასაკი თავისას შვება. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება.

- ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?

- რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაა და არაერთი საკითხია გამოსასწორებელი, ახალგაზრდები რომ გაიზარდონ. ყველამ იცის, რამდენ გუნდს არ აქვს ნორმალური სავარჯიშო პირობები. რუსთავის "მეტალურგზე" ვნახე სიუჟეტი და გული მომიკვდა. გუნდის ასე გაწირვა შეიძლება?!

მაგრამ აქ ნიჭიერი ბავშვები მოდიან და თუ მდგომარეობა გამოსწორდება, უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. ფაქტია, ძალიან დაძაბული ჩემპიონატია და ახლა ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექვს გუნდს აქვს. ესეც პოზიტიური ფაქტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუხა-1955
ეროვნულ ჩემპიონატში უცხოეთში ნათამაშები ფეხბურთელების ჩამოსვლა ძალიან კარგია.
Gala
Magari adamiani ika aris da iqneba. Iashkas sxvebma rom mibazon urigo ar iqneba sxvaga usaxur gundebshi skamis xexvas shens qvekanas daexmaro mgoni is uketesia orivestvis.
lll
იაშკა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და პირველ რიგში კარგი ქართველი, მაგრამ ერთი მინდა გითხრა ჩემო ძმაო შეეშვი ამ სიყალბეს. კარგად იცი სად მოდიოდი და მადლობა ამისათვის!
Zurab
მაგარი კაცია იაშკა!ყოჩაღ!
ზვიადი
ყოველთვის ეტყობოდა ამ კაცს თამაშზე თავდადება შენი სენი გადაედოს ყველა სპორცმენს ნებისმიერ სპორტის სახეობაში და წინ წავალთ.გაიხარე იაშკა.
GIA
რა დონეზე უნდა უყვარდეს კაცს ფეხბურთი რომ 17 წლის წარმატებული კარიერის შემდეგ დაბრუნდეს საქართველოს ჩემპიონატში და ისიც სამტრედიაში , თქვენ თუ იქნებით ქართულ ფეხბურთში მოედანზე ან მის ირგვლივ მაშინ ჩვენი ფეხბურთი ფეხზე დადგება,
დათო
ძალიან კარგი ადამიანია, სამართლიანი!!!!
ვალერი
მხოლოდ პოზიტივი და აპლოდისნემტები იასკას
jariskaci
საღოლ იაშკა მაგარი კაცი ხარ, იაშვილი, დემე,ქინქლაძე,ქეცბაია,კალაძე.კობი,ყაველაშვილი,რეხვიაშვილი,არველაძეები,მუჯირი,ცხადაძე,ჯამარაული,ცქიტიშვილი,ხიზანიშვილი,ხიზანეიშვილი----ასეთი შემადგენლობა აღარასდროს გვეყოლება, მაგარი თაობა დავკარგეთ, ისინი ნებისმიერ ნაკრებთან თანაბრად თამაშობდნენ
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
რევაზ ჩელებაძე: "შუქურას" დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა