ლივერპულში ლეგენდა დაბრუნდა

„ლივერპული“ ადასტურებს, რომ ორმხრივი თანხმობის შედეგად გუნდის მწვრთნელი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან გადადგა. სეზონის ბოლომდე მის საქმეს „ენფილდ როუდის“ შოტლანდიელი ლეგენდა კენი დალგლიში იტვირთებს - ადამიანი, რომლის მწვრთნელად მიყვანას ასე ითხოვდნენ ფანები. კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ჰენრიმ განაცხადა:

„დიდ მადლობას ვუხდით როის იმ შრომისა და მონდომებისთვის, რომელიც მან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გასწია, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც კლუბის ხელმძღვანელები ასევე თავად ჰოჯსონი მივიჩნევთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მისი გადადგომაა. ჩვენ მას საუკეთესო სურვილებით ვემშვიდობებით. რაც შეეხება კენის, ის მხოლოდ დიდი ფეხბურთელი როდი იყო. ჩვენს კლუბს ისტორიაში სამი დიადი მწვრთნელი ჰყავდა და ის მათ შორის მესამე გახლდათ. „ლივერპულს“ ძალიან გაუმართლა დალგლიში თანამდებობაზე შუა სეზონში რომ დაგვთანხმდა“.

გამომშვიდობებისას ზრდილობიანი სიტყვები თქვა ჰოჯსონმაც, თუმცა მის ნათქვამში საყვედურიც იგრძნობოდა: „ისეთი გუნდის სათავეში ყოფნა, როგორიც „ლივერპულია“ დიდი პატივი იყო. ამხელა ისტორიის მქონე გუნდში მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივი იქნებოდა. იმავდროულად, გული მწყდება, რომ საკუთარი სიტყვის თქმა არ დამცალდა. კარგი იქნებოდა ტრანსფერების პერიოდში ახალი ფეხბურთელების შეძენის საშუალება მომცემოდა და ახალი გუნდი ამეწყო“.

ამის შემდეგ ჰოჯსონმა დიდი მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებს, რომლებთან ერთად მუშაობამ მოუწია და რასაკვირველია, საგანგებო სიტყვებით ფანებიც შეაქო.

59 წლის კენი დალგიშმა კი მერსისაიდელთა ხელმძღვანელების ტექსტური შეტყობინება არაბეთში მიიღო - „ლივერპულის“ ლეგენდა მეუღლე მარინასთან ერთად ბაჰრეინის კურორტზე ისვენებდა. საგზური შვიდდღიანი იყო და ცოლ-ქმარს მზეზე მიფიცხების ორი დღეღა რჩებოდა, როდესაც კლუბმა, რომელსაც დალგლიში ბოლოს 20 წლის წინ ედგა სათავეში კვლავ მწვრთნელობა შესთავაზა. ლეგენდამ თანხმობა განაცხადა.

ცნობისთვის: სამსახურიდან გაშვებული ჰოჯსონის მხადასაჭერად ხმა „ასტონ ვილას“ ფრანგმა თავკაცმა, თავად კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა ჟერარ ულიემ ამოიღო. კაცმა, რომელიც 1998-2004 წლებში თავად ედგა სათავეში „წითლებს“ და გუნდს უეფას თასის გარდა ევროპის სუპერთასი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი და „ქომუნითი შილდი“ მოაპოვებინა თქვა: „საკმარისია ზედიზედ ორი თამაში წააგო, რომ საშინელი ზეწოლის ქვეშ ხვდები. ჰოჯსონის მდგომარეობა კარგად მესმის და თანავუგრძნობ მას, თუმცა კენი ჩემი მეგობარია. ჩვენ წლების განმავლობაში საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს“.

საინტერესოა, რომ დალგლიში უპირველეს ამოცანად „ლივერპულის“ ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ტორესის ფორმის აღდგენა მიაჩნია. ის ამბობს, რომ თავდამსხმელს საკუთარი ძალების რწმენა აქვს დაკარგული. სანამ „ლივერპულის“ მწვრთნელი გახდებოდა, „დეილი მეილისთვის“ დაწერილ სვეტში ის ამბობდა:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ მიმდინარე სეზონში ფერნანდო ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ მთლიანად გუნდი ვეღარ თამაშობს ისე, წინა წლებში რომ თამაშობდა. ტორესის კრიტიკა ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის, როგორც ფორვარდი ვეღარ ივარგებს. მე ფერნანდო ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს თავდამსხმელად მიმაჩნია და მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ის ასეთ ცუდ ფორმაშიც კი „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირია“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა