ტაიგერი

ვეფხვი აღარ არის

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფისტ ტაიგერ ვუდსისთვის რთული პერიოდი დადგა: ყოფილ მეუღლეს ელინ ნორდეგრენთან მილიონიანი ვალების გამო მან შეიძლება საკუთარი მამული დაკარგოს ფლორიდაში. ვალის დაფარვას არ ჰყოფნის ტურნირები, რომლებშიც "ვეფხვს" ცოტა ხნის წინ ბადალი არ ჰყავდა...

ორი კვირის წინ კალიფორნიის პატარა ქალაქ ტორი პაინსის ტურნირზე ტაიგერ ვუდსი ფავორიტის რანგში ჩავიდა, თუმცა ბუკმეიკერთა ფსონები საპირისპიროზე მეტყველებდა: ლას ვეგასის ერთ-ერთ კანტორაში ვუდსის მოგებაზე კოეფიციენტი იყო 50:1! ტორი პაინსს ერთ დროს დიადი და საშინელი ტაიგერი გოლფისტთა რეიტინგში 56-ე ნომრად ეწვია, არადა, ამ ტურნირის რვაგზის გამარჯვებულია. თუმცა ბოლოს აქ მთავარი პრიზი ვუდსმა 2008 წელს აიღო.

ბუკმეიკერები მართლები აღმოჩნდნენ. ამერიკელის თაყვანისმცემელთა სამწუხაროდ, მეცხრე ტრიუმფი არ შედგა. 11 ორმოს გავლის შემდეგ ტაიგერმა მიატოვა ტურნირი. ოფიციალური მიზეზი ზურგის ძველი ტრავმა იყო, არადა, სტარტამდე ექვსი დღით ადრე ვუდსი, რომელმაც ოპერაცია 2014 წლის მარტში გაიკეთა, ამტკიცებდა, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს.

ნნნ

ამერიკელი პირველად არ მოხსნილა შეჯიბრიდან. 2014 წლის მარტიდან დღემდე მან რვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და სამი ვერ დაასრულა ამა თუ იმ მიზეზით. მანამდე კი 296 ტურნირში ვუდსი მხოლოდ ორჯერ მოიქცა ასე: 1996 წელს ზურგის დაზიანების გამო და 2006 წელს - გრიპის მიზეზით.

კარიერის ზენიტში ის შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს. ახლა ამერიკელი სულ უფრო მეტად ემგვანება ჩვეულებრივ გოლფისტს, როგორებიც პროფესიულ ტურში ასეულობით თუ არა, ათეულობით არიან. კოლეგები უკვე მას მზრუნველი ტონით უსურვებენ წარმატებას, ყველაზე თამამები (და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება) რჩევებსაც კი აძლევენ.

ამ მხრივ სახასიათოა სცენა, რომელიც ერთი კვირის წინ ვარჯიშზე მოხდა. ტაიგერს ეხმარებოდა 28 წლის გოლფისტი ბილი ჰორშელი - ასევე ტორი პაინსის ტურნირის მონაწილე. 2008 წელს, როცა ვუდსმა ამ ქალაქში ბოლო გამარჯვება მოიპოვა, ჰორშელი ჯერ ისევ კოლეჯში სწავლობდა და, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ასე უბრალოდ მდგარიყო ლეგენდარული ტაიგერის გვერდით და მასთან საკუთარი აზრი გაეზიარებინა.

რეიტინგში სწრაფი ვარდნის მიუხედავად, ტაიგერი მაინც იღებს მიწვევებს უმსხვილესი ტურნირებიდან. დიახ, ის კლასიფიკაციის ასეულის შუაშია, მაგრამ მისი სახელი ინერციით მაინც ინარჩუნებს მაყურებლებში მომხიბვლელობას. ერთნი ვუდსის სანახავად იმ იმედით მიდიან, რომ ამერიკელი ისევ დაიწყებს მოგებას, მეორენი კი მორიგი ჩავარდნის სანახავად.

ადრე გოლფის მოყვარულებს აინტერესებდათ - კიდევ რამდენი ტურნირის მოგებას შეძლებდა, ახლა აქტუალურია საპირისპირო კითხვა: რამდენად დაეშვება ფსკერზე?

ნნნ

ანტირეკორდამდე (58-ე ადგილი რეიტინგში), რომელზეც ვუდსი 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა, სულ ცოტა რჩება. ამის შემდეგ მან, მართალია, დაიბრუნა რეიტინგში ლიდერობა, მაგრამ მცირე ხნით. მაშინ ტაიგერი ჟურნალისტებს ეუბნებოდა: "არ მინდა ისე ვითამაშო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. მინდა კიდევ უფრო უკეთესი ვიყო!" ცნობისთვის, კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე მცირეხნიანი დაბრუნების წინ, ტაიგერ ვუდსი 623 კვირა იყო პლანეტის საუკეთესო გოლფისტი!

რა თქმა უნდა, ვუდსის წაგებების მთავარი, მაგრამ არაერთადერთი მიზეზი - ტრავმებია. ტორი პაინსში მას თამაშის საშუალება არ მისცა ზურგმა. ადრე, ჯერ კიდევ კოლეჯიდან მოყოლებული, თამაშში ხელს უშლიდა მარცხენა მუხლი, რომელზეც არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

ასაკი კიდევ ერთი მიზეზია. სპორტის სახეობების უმრავლესობაში (და გოლფი არ არის გამონაკლისი) 39 წლიდან დაღმასვლის პერიოდი იწყება. ამიტომაც ვუდსის თაყვანისმცემლებს ზურგის ტრავმის გარდა არანაკლებ აწუხებთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ვუდსის ყოფილმა მწვრთნელმა ჰენკ ჰანიმ სხვებზე უკეთ იცის გოლფისტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფინიქსში ამასწინდელი ჩავარდნის შემდეგ ჰანი შეუერთდა მრავალრიცხოვან ექსპერტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტაიგერის პრობლემების წყარო არა ზურგში, არამედ თავშია. კერძოდ, ჰენკმა აღნიშნა, რომ ვუდსისთვის აუცილებელია კუნთის შემცირების უნებლიე პროცესის შეჩერება, რაც მოქმედებს დარტყმების სიზუსტეზე.

თავად ვუდსს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი წარუმატებლობები მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. ის ბევრს მუშაობს ახალ მწვრთნელ კრის კომოსთან. წინა მწვრთნელს - შონ ფოულის ტაიგერი აგვისტოში გამოეთხოვა.

ნნნ

მორიგმა მარცხმა, როგორც ჩანს, დიდად არ გაანაწყენა ტაიგერი. ყოველ შემთხვევაში, ის კარგად ქმნის იმის ილუზიას, რომ საშიში არაფერი მომხდარა. მისთვის ამ მომენტში მთავარია - კარგად მოემზადოს "მასტერსის" აპრილის ტურნირისთვის.

ერთი მხრივ, დრო სავსებით საკმარისია ზურგის ტრავმის სამკურნალოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ტაიგერს გაცილებით ნაკლები ვარჯიში უწევს, ვიდრე წინა წლებში. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს შვილებთან, რომლებზეც მზრუნველობას იყოფს თავის ყოფილ მეუღლესთან. ასევე აუცილებელია ხშირად იყოს მეგობარ ქალთან - სამთო თხილამურების ვარსკვლავ ლინდსი ვონთან. მაგალითად, ტორი პაინსში ის ჩვეულებრივზე გვიან ჩავიდა - მხოლოდ ოთხშაბათ დილით, რადგან სამშაბათს კოლორადოში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვონის გამოსვლას ესწრებოდა.

ნნნ

გოლფის მოედანზე წარუმატებლობები უარყოფითად აისახება ტაიგერ ვუდსზე. რეიტინგში ლიდერობასთან ერთად მან დაკარგა პირველი ადგილი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის, თუმცა აქ პირველი ასეულის შუამდე არ დაქვეითებულა.

პირად ცხოვრებაში სკანდალები ძვირად დაუჯდა. ტაიგერმა დღემდე ვერ მოახერხა ისეთი მსხვილი სპონსორების მოძიება, როგორებიც არიან თაგ Hეუერ და Gილლეტტე, რომლებმაც განქორწინების შემდეგ უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე.

ვუდსის მომდევნო ტურნირია - Hონდა ჩლასსიც, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება. ის ფლორიდაში, გოლფისტის სახლთან ახლოს ტარდება, საიდანაც ამერიკელი შეიძლება სულ მალე გამოასახლონ. 60 მილიონ დოლარად შეფასებული მამული გირაოა - გარანტია იმისა, რომ გოლფისტი 2016 წლის 15 იანვრამდე დაფარავს ყოფილი მეუღლის ვალს. მისი ოდენობა 54.5 მილიონია. სულ განქორწინების შემდეგ ვუდსს 100 მილიონი აქვს გადასახდელი.

გია თვალაბეიშვილი

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!