ახალბედაც ასეთი უნდა
სენსაციით აღინიშნა გუშინდელი დღე რეგულარულ ჩემპიონატში. ფილადელფიაში ადგილობრივმა "სიქსერზმა" ჩემპიონატის ლიდერ "ატლანტას" მოუგო, რომელმაც მანამდე უშუალო კონკურენტების - "კლივლენდისა" და "ჰიუსტონის" დამარცხება მოახერხა.

როგორც ჩანს, "ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი არ ელოდა განსაკუთრებულ წინააღმდეგობას და ამიტომაც, დასვენების საშუალება მისცა პოლ მილსეპს, კაილ კორვერსა და დემარ კეროლს.

დიდი შესვენების შემდეგ "ატლანტამ" მხოლოდ 31 ქულა დააგროვა. დიდწილად ეს ნერლენს ნოელის დამსახურება იყო, რომელიც შეუდარებლად მოქმედებდა დაცვაში. მატჩის ბოლოს მის ანგარიშზე 11 ქულა, 17 მოხსნა და 5 დაფარება იყო - ასეთი ციფრები რეგულარულ სეზონში ახალბედა კალათბურთელებს 1993 წლის შემდეგ არ ჰქონიათ, როცა ანალოგიური სტატისტიკა დააფიქსირა შაკილ ო'ნილმა.

"ატლანტამ" ხელიდან გაუშვა შანსი 2009-10 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაეფორმებინა რეგულარულში 50 გამარჯვება, თუმცა ამისთვის მას კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნება.

კლივლენდი-ფინიქსი 89:79

30:24, 23:13, 27:15, 9:27

კ: მოზგოვი (19), ჯეიმსი (17+8 პასი), ტომპსონი (15+12 მოხსნა), ლავი (13+10 მოხსნა).

ფ: მარკიფ მორისი (16), ჯერ. გრინი (11), ტაკერი (11+9 მოხსნა).

ფილადელფია-ატლანტა 92:84

20:31, 27:22, 25:16, 20:15

ფ: მბა ა მუტე (19), ტომპსონი (19+9 მოხსნა), კანაანი (12+8 პასი), კოვინგტონი (12), ნოელი (11+17 მოხსნა), რობინსონი (10).

ა: ტიგი (17), შრედერი (16), ჰორფორდი (12).

მინესოტა-პორტლენდი 121:113

29:30, 22:25, 30:22, 40:36

მ: კევ. მარტინი (29), ნილი (27), უიგინსი (18), რუბიო (13+15 პასი+8 მოხსნა).

პ: ლილარდი (32+8 პასი+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21+8 მოხსნა), ბატუმი (17+7 მოხსნა), აფლალო (14).

მაიამი-საკრამენტონ 114:109 (ო)

26:30, 21:31, 21:17, 28:18, 18:13

მ: უეიდი (28), ჯონსონი (24), ბიზლი (18+7 მოხსნა), ჩელმერსი (12+7 მოხსნა).

ს: გეი (27+8 მოხსნა), კაზინსი (27+17 მოხსნა), მაკლემორი (20).

დენვერი-ჰიუსტონი 100:114

28:25, 20:30, 25:33, 27:26

დ: ჩენდლერი (26), ფოიე (20+7 პასი), ლოუსონი (13+10 პასი+8 მოხსნა), გალინარი (11).

ჰ: ჰარდენი (28+7 პასი), ბრიუერი (24), არიზა (19), მოტეიუნასი (18).

ნიუ იორკი-ინდიანა 86:92

18:22, 25:16, 20:22, 23:32

ნ-ი: ბარნიანი (21), შვედი (15), ლარკინი (11).

ი: სტაკი (17), ჯ. ჰილი (15), უესტი (14+11 მოხსნა), უოტსონი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა