დანკანმა იუინგს გაუსწრო
- "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდმა ტიმ დანკანმა კარიერაში დაფარებების რაოდენობით გაუსწრო "ნიუ იორკის" ლეგენდას პატრიკ იუინგს. "დენვერთან" მატჩში 38 წლის კალათბურთელმა სამი დაფარება მიითვალა და საერთო რიცხვი 2895-მდე აიყვანა. ახლა, დანკანი შესაბამის სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

- "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი აგრძელებს ბრძოლას რეგულარული სეზონის MVP-ის პრიზისთვის. "დეტროიტთან" მატჩში წვეროსანმა მცველმა სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა. 25 წლის მცველმა 38 ქულა, 12 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.

- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაიმეორა მარკ პრასის საკლუბო რეკორდი შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. ახლა, ეს კალათბურთელები პირველ ადგილს იყოფენ 4206 შედეგიანი პასით.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობამ 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ ნეიტ რობინსონთან, რომელიც აქამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონს 30 წლის კალათბურთელი "დენვერის" შემადგენლობაში იწყებდა და საშუალოდ 5.8 ქულასა და 2.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. უფრო ადრე რობინსონს "ჩიკაგოსთან" კონტრაქტს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გარიგება არ შედგა.

- "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი დაუბრუნდა ვარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით მზად არ არის საერთო ჯგუფთან ერთად სამუშაოდ. შეგახსენებთ, რომ "სუპერმენი" 30 იანვარს მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას.

ექიმები ვერ ასახელებენ ჰოვარდის დაბრუნების ზუსტ თარიღს. თავდაპირველი ვარაუდი - ექვს-რვა კვირის გამოტოვება იყო.

- "დალასის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ განაცხადა, რომ მზად არის დარჩეს "მავერიქსში" იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ექს-ბოსტონელის თქმით, ახალ გუნდში კარგად გრძნობს თავს და უარს არ იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე.

- შაბათს, "ატლანტა ჰოქსის" ხელმძღვანელობამ პომპეზურად აღნიშნა თავისი ლეგენდის დომინიკ უილკინსის 55-ე დაბადების დღე. ამ კალათბურთელმა "ჰოქსის" რიგებში 12 სეზონი ითამაშა და 2006 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ძალიან ლამაზი ცერემონია 3D სტილში იყო გადაწყვეტილი. იუბილარისთვის მთავარი საჩუქარი კი გახდა უილკინსის ძეგლი, რომელიც "ატლანტას" საშინაო არენის შესასვლელთან დადგეს. პოზა, რომელშიც აღბეჭდილია ლეგენდარული ფორვარდი, ყველასთვის კარგად არის ნაცნობი - კალათბურთელს ბურთი ქვემოთ აქვს ჩატანილი იმისთვის, რათა შეასრულოს თავისი საფირმო ჩატენვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა