მიუნხენის "ბაიერნი" უკვე უსაშველოდ წინაა
ვიდეო: ჰანოვერი-ბაიერნი 1:3

* "კიოლნმა" ბუნდესლიგაში მე-600 გამარჯვება მოიპოვა.

* "პადერბორნი" სამი თვეა, შინ გოლის გატანას ვერ ახერხებს.

* "შტუტგარტი" 9 მატჩია, შინ ვერ იგებს და ჯამში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* დიეგო ბენალიომ კარიერაში მე-300 გოლი გაუშვა.

24-ე ტური ბუნდესლიგაში საკმაოდ მძიმე და უშედეგო გამოვიდა - მხოლოდ 23 გოლი და ორი უგოლო ფრე. თან, ამ ტურმა, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაასამარა საჩემპიონო ინტრიგა, რადგან "ბაიერნი" 11 ქულით დაშორდა უახლოეს მდევარ "ვოლფსბურგს"...

როგორც ტურისწინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ, 24-ე ტურში ცენტრალური მატჩი არ ყოფილა. ამიტომაც მიმოხილვა დავიწყოთ "ბაიერნის" მორიგი გამარჯვებით, რომელიც ზედიზედ მეოთხე იყო.

სტატისტიკის მიხედვით, "ჰანოვერი" განწირული ჩანდა - ზედიზედ შვიდი წაგება რეკორდმაისტერთან და შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ჩემპიონატში (4 ქულა 21 შესაძლებლიდან). ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ "ბაიერნი" მორიგ მოთელვას ჩაატარებდა და სამი ქულის აღება არ გაუჭირდებოდა.

სტუმრებმა თავიდანვე ალყაში მოაქციეს მეტოქე, მაგრამ შეტევაში სრულიად უფანტაზიოდ მოქმედებდნენ. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ბაიერნმა" მეტოქის საჯარიმოს ფარგლებიდან პირველად 52-ე (!) წუთზე დაარტყა. ამან "ჰანოვერი" გაათამამა და მალე მასპინძლებმა წინ გასვლა შეძლეს - ბრიანმა კიიოტაკეს გაატანინა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა მეორე წრეში, როცა ნოიერი ზედიზედ ორ მატჩში უშვებს გოლს.

თუმცა "ჰანოვერის" სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა - ჩაბი ალონსომ საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა. ამასობაში, დანტეს თამაშით უკმაყოფილო გვარდიოლამ ბრაზილიელის ნაცვლად ლევანდოვსკი შეუშვა მოედანზე და ამით "ბაიერნის" შეტევები უფრო სახიფათო გახდა.

მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრების გოლი დროის საკითხი ჩანდა და "ბაიერნი" პენალტით გავიდა წინ. მარსელომ ლევანდოვსკის წინააღმდეგ იუხეშა და მიულერმა 18-დან მე-16 პენალტი გაიტანა კარიერაში. მანვე ულამაზესი თავურით დუბლი შეასრულა და "ბაიერნმა" 3:1 იკმარა.

ამჯერად ვერ შეძლო გოლის გატანა რობენმა, თუმცა ჰოლანდიელმა ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა - ეს მისთვის მე-100 გამარჯვება იყო ბუნდესლიგაში და ამისთვის ნახევარმცველს 126 მატჩი დასჭირდა. წინა რეკორდი იმავე მიულერსა და ვილი სანიოლს ჰქონდათ - ამ ზღვარის მისაღწევად მათ 148 მატჩი დასჭირდათ.

რობენის გარდა, ამ ტურში გააჩერეს ის ფეხბურთელები, რომლებიც მეორე წრეში გამორჩეულები იყვნენ შედეგიანი თამაშით. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ დოსტი, რომელმაც ვერ შეძლო "აუგსბურგის" კარის აღება და მისმა გუნდმა წააგო. არადა, "აუგსბურგმა" თითქოს მოუკლო და ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული. ამიტომაც შეხვედრის წინ ყველაფერი 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის მქონე "ვოლფსბურგის" სასარგებლოდ ლაპარაკობდა.

მატჩი აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა და მასში ძალიან ცოტა იყო საგოლე მომენტები. ყველაფერი 11-მეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც ტობიას ვერნერმა ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე კორმა ივარგა. "აუგსბურგის" დაწინაურება კი იმას ნიშნავდა, რომ ეს გუნდი არ წააგებდა - 13 ასეთი შემთხვევიდან ვაინცირლის გუნდმა 12 მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.

და "აუგსბურგმა" ეს უპირატესობა იოლად შეინარჩუნა, რადგან "ვოლფსბურგს" ერთი არჩათვლილი გოლისა და კალიჯურის დარტყმის გარდა, ბევრი არაფერი გაუკეთებია. საინტერესოა, რომ "ვოლფსბურგმა" მე-5 ტურის (0:1 "ჰერტასთან") შემდეგ პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა, მისმა მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა კი კარიერაში მე-100 მატჩი წააგო.

ამ ტურში ასევე შეძლეს დორტმუნდელი ობამეიანგის შეჩერება და შეწყდა "დორტმუნდის" 4-მატჩიანი მოგებათა სერია. დაპირებისამებრ, "ჰამბურგმა" დაცვითი სტილი აირჩია, თან ამას ხისტი თამაში დაურთო. შესაბამისად, "დორტმუნდს" სტანდარტულებიდან ბევრი შანსი მიეცა, მაგრამ ვერც ერთხელ სახიფათო მომენტი ვერ შექმნა. ჰამბურგელთა ხისტი თამაში კი ხშირად უხეშობაში გადადიოდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ბეჰრამი გაძევებასაც იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა შვეიცარიელი დაინდო.

საერთო ჯამში კი, "დორტმუნდმა" ბოლო 20 წუთში იზრუნა თამაშის მოსაგებად: 68-ე წუთზე ჰქონდა პირველი ზუსტი დარტყმა, ხოლო თავისი 12 დარტყმიდან ნახევარი ბოლო 15 წუთში შეასრულა. საბოლოოდ, მივიღეთ ლოგიკური შედეგი. ამას ადასტურებს მეკარეების სტატისტიკა: დრობნისა და ვაიდენფელერს ორ-ორი სეივი ჰქონდათ. ამ მატჩის ხასიათზე ისიც კარგად მეტყველებს, რომ "ჰამბურგს" უფრო მეტი ყვითელი ბარათი (5) ჰქონდა, ვიდრე დარტყმა (4), სულ კი მასპინძლები 23-ჯერ დაჯარიმდნენ.

შთამბეჭდავი სერიის შემდეგ "ვერდერმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგო - ჩემპიონატში 3:5 "ვოლფსბურგთან" და გერმანიის თასზე 1:3 "არმინიასთან". და სკრიპნიკის გუნდის ეს მინი-ჩავარდნა შანსი უნდა ყოფილიყო "ფრაიბურგისთვის", რომელსაც უკან დასახევი გზა აღარ რჩება.

მაგრამ მასპინძლები ბრემენელების წინააღმდეგ არასაკმარისად აქტიურები იყვნენ, "ვერდერსაც" აშკარად დაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული. ასეთ სიტუაციაში ფრანკო დი სანტოს ცხრიანში ზუსტი დარტყმა ერთადერთი გოლი აღმოჩნდა მატჩში. არგენტინელს მეორე წრეში უკვე ექვსი გოლი დაუგროვდა, "ფრაიბურგმა" შინ ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო და მეორე წრეში უკვე მეოთხე "მშრალი" მატჩი ითამაშა.

რურის დერბიში დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ "შალკეს" მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ბოდიში მოუხადეს გულშემატკივრებს ყოვლად უინიციატივო თამაშისთვის, მთავარმა მწვრთნელმა დი მატეომ კი ილაპარაკა შესაძლო ტაქტიკურ და საკადრო ცვლილებებზე. მთავარი აღმოჩნდა მივიწყებული მაქს მაიერის სასტარტოში დაბრუნება, რამაც 100 პროცენტით გაამართლა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა, "შალკეს" კი 53-ე წუთისთვის მომთავრებული ჰქონდა ყველაფერი. იმედია, ეს გულშემატკივრების დასაბრუნებელი ერთჯერადი "აქცია" არ იყო და დი მატეო მომდევნო მატჩებშიც შეტევაზე იფიქრებს.

მიონხეგლადბახის "ბორუსიას" შეეძლო გაემყარებინა პოზიციები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მაგრამ რაფაელის დუბლით მიღწეული ორბურთიანი უპირატესობა ოთხ წუთში გაფლანგა, როცა გაისმა ჯერ ჯარიმიდან გაქვითა ერთი გოლი, შემდეგ კი "მაინცის" საუკეთესო ბომბარდირმა ოკაზაკიმ შეწყვიტა რვამატჩიანი უგოლო სერია.

მასპინძელთა გოლებს შორის "გლადბახის" კიდევ ერთი მომენტი იყო, მაგრამ კრუზემ ძელს გაარტყა ბურთი, ბოლოს კი სტუმრებს რაფაელის მცველით შეცვლა მოუწიათ, ფრისთვის რომ მიეღწიათ.

ტურის ბოლო მატჩში "ლევერკუზენს" გაუჭირდა ფავორიტის სტატუსის დამტკიცება "პადერბორნთან" გასვლით მატჩში, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხა აუტსაიდერის წინააღმდეგობა. იღბლიანი გამოდგა იძულებითი შეცვლა (სპაჰიჩმა ტრავმა მიიღო) და პაპადოპულოსმა თავით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი სეზონში მესამე დუბლი შეასრულა ჰეონ-მინ სონმა.

მთავარი "ლევერკუზენისთვის" ის არის, რომ მან ზედიზედ მეოთხე ოფიციალური მატჩი მოიგო და არც ერთში გოლი არ გაუშვა. ასეთი რამ 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა. როგორც ჩანს, პირველ წრეში ბუნდესლიგის ყველაზე მხიარული გუნდი დაცვის სპეციალისტად ყალიბდება.

ბუნდესლიგა. XXIV ტური
6 მარტი

შტუტგარტი-ჰერტა 0:0

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, ნიდერმაიერი, სერეი დიე (90+2. ლაიტნერი), გენტნერი, კოსტიჩი (81. კიზევეტერი), მაქსიმი, ტიმო ვერნერი, გინჩეკი (68. იბიშევიჩი).

გ. საკაი, ორიოლ რომეუ (57. მაქსიმი), (69. კოსტიჩი), ჰლუშეკი, გინჩეკი, (90+3. რაუში).

ჰერტა: კრაფტი (83. ბურხერტი), პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, ლუშტენბერგერი, ჰეიტინგა (46. ჩიგერჩი), ბეერენსი, ჰეგელერი (46. ნ. შულცი), შტოკერი, კალუ.

გაძევება: ნ. შულცი (90+7)

გაფრთხილება: კლაინი, ლაიტნერი - ჰეიტინგა, კრაფტი

კუთხური: 8-2 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 14(3)-7(2) ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 45 420

7 მარტი

შალკე-ჰოფენჰაიმი 3:1

გოლები: 1:0 ფუხსი (12), 2:0 მაიერი (41), 3:0 მაიერი (53), 3:1 ფოლანდი (73)

შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, აიჰანი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ფუხსი (36. უჩიდა), ნოიშტედტერი, ჰიოგერი (56. გორეტცკა), მაიერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (84. მატიპი).

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, შვეგლერი, პოლანსკი (82. ნად. ამინი) ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ცუბერი (62. შალაი), მოდესტე (46. აბრაჰამი).

გაფრთხილება: ფუხსი - შტრობლი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 14-18 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 14(5)-18(7) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 60 000

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 1:0

გოლი: 1:0 კორი (63)

აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, კორი, ბობადილია (82. ჯურჯიჩი), ჰალილ ალთინთოფი (90. იანკერი), ტობიას ვერნერი, ჟი (61. კაიუბი).

ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიერინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი (77. შეფერი), ლუის გუსტავო, გილავოგი (73. ბენდტნერი), კალიჯური, დე ბრუინი, შიურლე (59. ტრეში), დოსტი.

63-ე წუთზე ტობიას ვერნერმა ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: ჰიტცი - ნალდო

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 12(6)-10(2) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 30 000

ჰამბურგი-დორტმუნდი 0:0

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ (18. მარკოსი), კლებერი, ვესტერმანი, ირაჩეკი, ბეჰრამი (60. კაჩარი), ნ. მიულერი, შტიბერი, გუაიდა (82. ვან დერ ვაარტი), ოლიჩი.

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ს. ბენდერი, გიუნდოგანი, მხითარიანი (76. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (46. კამპლი), როისი, ობამეიანგი (76. იმობილე).

გაფრთხილება: ბეჰრამი, ნ, მიულერი, დიკმაიერი, კლებერი ვან დერ ვაარტი - მხითარიანი, სუბოტიჩი

კუთხური: 1-7 ჯარიმა: 23-12 თამაშგარე: 1-6 კარში დარტყმა: 4(2)-12(2) ბურთის ფლობა: 36%-64%

მაყურებელი: 57 000

ფრაიბურგი-ვერდერი 0:1

გოლი: 0:1 დი სანტო (35)

ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, ჰიონი (46. კემპფლი), კრმაში, გიუნტერი, შუსტერი (53. ფრანტცი), დარიდა, კლაუსი, მეჰმედი, შმიდი, ფილიპი (85. შაჰინი).

ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი (90. კროოსი), იოზთუნალი (68. მაკიადი), ბარტელსი, დი სანტო (84. ზელკე).

გაფრთხილება: შუსტერი, ფრანცი - დი სანტო

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 16-19 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 14(5)-16(4) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 24 000

ჰანოვერი-ბაიერნი 1:3

გოლები: 1:0 კიიოტაკე (25), 1:1 ჩაბი ალონსო (28), 1:2 მიულერი (61-პენ), 1:3 მიულერი (72)

ჰანოვერი: ცილერი, ჟოაო პერეირა, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (76. ია კონანი), სანე, ბრიანი (68. პრიბი), კიიოტაკე, ბიტენკურტი, ზობიხი (58. ხოსელუ).

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, დანტე (32. ლევანდოვსკი), ბადშტუბერი, რაფინია, ალაბა, ჩაბი ალონსო (68. შვაინშტაიგერი), ბერნატი, რობენი, გიოტცე (53. რიბერი), მიულერი.

გაფრთხილება: ბიტენკურტი - ჩაბი ალონსო, ბერნატი, რიბერი

კუთხური: 2-3 ჯარიმა: 12-7 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 4(1)-13(3) ბურთის ფლობა: 27%-73%

მაყურებელი: 49 000

მაინცი-გლადბახი 2:2

გოლები: 0:1 რაფაელი (27), 0:2 რაფაელი (67), 1:2 გაისი (73), 2:2 ოკაზაკი (77)

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, კლემენსი (46. ჰოფმანი), მალი (88. კოო), დე ბლასისი, ოკაზაკი.

გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, შტრანცლი (71. ბროუერსი), ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ტრაორე (63. ჰერმანი), ჯონსონი, რაფაელი (89. ნორდტვეიტი), მ. კრუზე.

გაფრთხილება: ჰოფმანი - ჯაკა, ვენდტი

კუთხური: 7-4 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 23(7)-6(3) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 34 000

8 მარტი

კიოლნი-აინტრახტი 4:2

გოლები: 1:0 დეივერსონი (28), 1:1 მაიერი (58), 2:1 რისე (72), 3:1 ოსაკო (79), 4:1 უჯა (82), 4:2 მაიერი (90+3-პენ)

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, პეშკო, რისე (89. შვენტო), უჯა (87. მავრაი), დეივერსონი (63. ოსაკო).

აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, რუსი, სამბრანო, ოშჩიპკა, ჰასებე (74. ინუი), შტენდერა, აიგნერი, პიაზონი (84. მადლუნგი), სეფეროვიჩი, მაიერი.

გაძევება: ვიმერი (90+1. კიოლნი)

გაფრთხილება: პეშკო, დეივერსონი - სეფეროვიჩი, შტენდერა

კუთხური: 4-10 ჯარიმა: 17-14 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 9(6)-12(5) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 50 000

პადერბორნი-ლევერკუზენი 0:3

გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (73), 0:2 სონი (84), 0:3 სონი (90+3)

პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი (77. ლაკიჩი), შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, რუპი, ციგლერი (66. ბაკალორცი), ქოჩი (70. ვემერი), შტოპელკამპი, მეჰა, კუტჩკე.

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი (56. პაპადოპულოსი), ვენდელი, გონსალო კასტრო, რაინარტცი, ბელარაბი, სონი, კისლინგი, დრმიჩი (68. ბრანდტი).

გაფრთხილება: ციგლერი - სპაჰიჩი

კუთხური: 9-8 ჯარიმა: 15-17 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 9(2)-11(6) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 14 905

ბომბარდირები: 18 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 13 - დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - დი სანტო (ვერდერი); 11 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი); 10 - ობამეიანგი (დორტმუნდი), სონი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

13 თებერვალი:

ლევერკუზენი-შტუტგარტი

14 მარტი:

აუგსბურგი-მაინცი; ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი; ჰერტა-შალკე; ვერდერი-ბაიერნი; აინტრახტი-პადერბორნი; დორტმუნდი-კიოლნი

15 მარტი:

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი; ბორუსია (მ)-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია