ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უპასუხო კითხვები და დიდი დაბრუნება - თითქმის 18-წლიანი პაუზის (!) მერე საქართველოს ჩემპიონატს ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა!
ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ ხუთშაბათ-პარასკევს ჩასატარებელი მატჩები დიდ ინტრიგას გვპირდებოდა. იმის გარდა, რომ XVIII ტურისგან ცხრილში სერიოზულ გადაადგილებებს ველოდით, ისიც გვჯეროდა, რომ, ფაქტობრივად, არც ერთ წყვილში ფავორიტი გამოკვეთილი არ იქნებოდა.

ასეც მოხდა: სატურნირო ცხრილშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდა, უკვე "ტრადიციად ქცეული" ერთი-ორი სენსაციაც დაფიქსირდა და, რაც მთავარია, გასული ტური "ნაკლული" არ გამოდგა! ჰო, არახალი ამბავია, თუ როგორი ფინანსური პრობლემები აქვს "მეტალურგს" და ახლაც ძალიან დიდი იყო იმის ალბათობა, რომ რუსთაველები საერთოდ ვერ ჩასულიყვნენ ლანჩხუთში საგარეო მატჩის ჩასატარებლად.

საბედნიეროდ, "მეტალურგს" დახმარების ხელი... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოუწოდა და ეს მატჩიც გაიმართა.

თუმცა, როდემდე ან სანამდე გაგრძელდება "მეტალურგის" ქრონიკული პრობლემები, ამ კითხვას ჩვენ კი ლამის ყოველ მეორე-მესამე დღეს ვსვამთ, მაგრამ, რად გინდა: პასუხს ვერც ვერავინ იძლევა. ამასობაში კი, მეორე წრის დაწყებიდან "მეტალურგმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო ისე, გოლი რომ არ გაუტანია. თანაც, "მეტალურგში" შემორჩენილი ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელიც აღარ გაჰყოლია "გურიასთან" სათამაშოდ გუნდს და სულ ახლო მომავალში მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, როცა რუსთაველთა ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ დუბლებისა თუ ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელებით "შეივსება"...

XVIII ტურის უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ლიდერის შეცვლა იყო; თუმცა, "დინამოსგან" ყველა "მიჩვეული" ვართ პირველ ადგილზე ყოფნას და ესეც რომ არ იყოს, მაინც სხვაგან მომხდარმა სხვა ფაქტმა "გადაწონა" მთელი ტურის მოვლენები: თითქმის 18-წლიანი პაუზის (!) მერე საქართველოს ჩემპიონატს ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა!

კაცები ბრუნდებიან!

"სამტრედია"-"სიონის" მატჩის 79-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოვიდა 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც უკანასკნელი ოფიციალური მატჩი შარშან, 12 მაისს ჩაატარა ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში. და აი, თითქმის ათთვიანი "ფიქრის" მერე, "იაშკამ" აქტიური საფეხბურთო კარიერა გააგრძელა და იმ ჩემპიონატს დაუბრუნდა, საიდანაც ყველამ გაიცნო (1993/94 წლების სეზონში) და საიდანაც წასულმა (1997 წლიდან) გერმანიაში 16 (!) სეზონი გაატარა!

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, ალექსანდრე იაშვილის დაბრუნება ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა და ამიტომაც, უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მის გამორჩეულ კარიერას. მანამდე კი კიდევ ერთი და ასევე დამსახურებული ვეტერანის, ასევე "სამტრედიას" ახალწვეულის ზურაბ ხიზანიშვილის "გოლით დაბრუნება" გვინდა აღვნიშნოთ: 33 წლის "ხიზანამ" საქართველოს ჩემპიონატში 15-წლიანი პაუზის (!) მერე გამოიჩინა თავი!

ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ალექსანდრე იაშვილსა და ზურაბ ხიზანიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 წლის განმავლობაში გვერდი-გვერდ 70-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ, აი, ერთ გუნდში კი მხოლოდ ახლა მოუწიათ თამაში, თანაც საქართველოს ჩემპიონატში!

სამაგიეროდ, თითქმის 19-წლიანი პაუზის მერე კვლავ ერთად არიან "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე, ამ კლუბის სპორტული დირექტორი დავით მუჯირი და ცნობადზე-ცნობადი ახალწვეული ალექსანდრე იაშვილი, რომლებიც 1996/97 წლების სეზონში სულ პატარა ბიჭები იყვნენ, თბილისის "დინამოში" გვერდი-გვერდ რომ თამაშობდნენ!

და ვინ იყო იმდროინდელ "დინამოში" ამ ბიჭების კიდევ ერთი პარტნიორი და კიდევ ერთი პერსპექტიული ჭაბუკი? ვინ და, კახა კალაძე. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებულ საფეხბურთო კარიერას ასევე წარმატებული პოლიტიკური კარიერა მოჰყვა და სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილი კალაძეც თავისი მშობლიური რაიონის გუნდის, ფაქტობრივად, თითქმის ყველა საშინაო თუ საგარეო მატჩს ესწრება. ისე, როგორც ჩვენი ყოფილი კოლეგა და დღესდღეობით, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, ასევე სამტრედიელი რომ გახლავთ...

საჩემპიონო ამბიცია

როცა მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან (პლუს დავით კვირკველია და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კიდევ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი), ამ გუნდის ქომაგების "მაქსიმალიზმიც" ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ და "სამტრედიამაც" ეს მოლოდინი გაამართლა: ბოლო დროს საგრძნობლად მოძლიერებულ "სიონთან" გამარჯვება (3:1) პატარა ამბავი არ არის.

თანაც, ამ მოგებით "სამტრედიამ" კვლავაც განაცხადა საჩემპიონო ამბიცია, ისე როგორც ბათუმის "დინამომ" - ერთადერთმა გუნდმა, II წრეში სამივე თამაში რომ მოიგო! შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სწორედ ბათუმის "დინამო" იყო უმაღლესი ლიგის ის ერთადერთი გუნდი, ძირითად შემადგენლობაში არანაირი ცვლილება რომ არ მოუხდენია (მხოლოდ გიორგი ქავთარაძე დაიმატა "მეტალურგიდან").

ჰოდა, ასეთ სტაბილურობას შედეგიც შესაბამისი "მოაქვს" და ეს ყველაფერი, ფეხბურთელებთან ერთად, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი სპეციალისტის შოთა ჭეიშვილის დამსახურებაც არის, რომელიც უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის მერე ასე წარმატებით დაბრუნდა.

ბათუმის "დინამომ" ტურის ცენტრალურ მატჩში თეიმურაზ შონიას მართლაც ეფექტური გოლით შეძლო "დილას" დამარცხება, ეს მარცხი კი გორელთა გუნდს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

სამაგიეროდ, ცხრილის სათავეში ის გუნდი დაბრუნდა, უმძიმეს ბრძოლაში რომ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება, - თუმცა, თბილისის "დინამოს" ამ სეზონში ძალიან სერიოზული კონკურენტები ჰყავს და ამ ყველაფერს სატურნირო ცხრილიც მოწმობს.

სხვადასხვა ამბები

ბათუმის "დინამოსა" და "დილას" მატჩი ისეთი გამოდგა, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებს რომ ეკადრებათ; არანაკლები ინტრიგა იყო "დინამო თბილისისა" და "ზესტაფონის" უხვგოლიან დაპირისპირებაშიც (მასპინძელთა 18 წლის პლეიმეიკერმა ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ რომ დაგვანახვა საკუთარი შესაძლებლობები).

მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა "სამტრედია"-"სიონის" პაექრობაც და ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი, სტუმართა თავკაც ლადო ბურდულს ორი პერსპექტიული ცენტრალური მცველი დაჩი ცნობილაძე და სანდრო გურეშიძე რომ ჰყოლოდა.

მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ლანჩხუთშიც, სადაც უფულო "მეტალურგის" ჩასვლა სულ ბოლო მომენტში გადაწყდა, მაგრამ რუსთაველთა ახალგაზრდა და გამოუცდელმა ფეხბურთელებმა ორი ისეთი მომენტის შექმნა მაინც მოახერხეს, აი, საგოლეს რომ ვუწოდებთ ხოლმე.

მოკლედ, ტური საინტერესო გამოდგა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელი შედეგი, ალბათ, მაინც ივანწმინდაში დაფიქსირდა: საკუთარ მოედანზე საუკეთესო შედეგის მქონე "ჩიხურამ" ჩემპიონატში პირველი საშინაო მატჩი წააგო!

თავის მხრივ, "შუქურამ" პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო და ამ შემთხვევაში, ქობულეთელთა გუნდის ახალი მწვრთნელის გელა სანაიას ეფექტიანი გადაწყვეტილებებიც უნდა აღვნიშნოთ: მატჩის ბედი ხომ შეცვლაზე შემოსულმა ზვიად მეტრეველმა გადაწყვიტა! 29 წლის ფორვარდმა ჯერ მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა, მერე კი პენალტიც მოინადირა...

ამ ტურში შეცვლაზე შემოსულმა სხვა ფეხბურთელმაც შეძლო გოლის გატანა და "ნომინაციაშიც" დაწინაურდა: "სამტრედიას" ახალწვეულმა, 22 წლის თორნიკე კაპანაძემ უკვე მესამედ იყოჩაღა.

დებიუტები, სიახლეები...

საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი კიდევ ერთმა ლეგიონერმა ჩაატარა: "გურიას" შემადგენლობაში მორიგი უკრაინელი, 27 წლის იური შეველი გამოჩნდა. აი, მისმა თანატოლმა, ესპანური "ოსასუნას" ყოფილმა და "დინამო თბილისის" ამჟამინდელმა ფორვარდმა მანუელმა კი საქართველოს ჩემპიონატში პირველი "დუბლი" შეასრულა.

ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩები ჩაატარეს 23 წლის ლევან ბერუაშვილმა, 18 წლის ზაზა გელაშვილმა (ორივე - "მეტალურგი"), 18 წლის მათე კვირკვიამ ("ზესტაფონი"), 30 წლის გოგა ფიფიამ ("მერანი"), 24 წლის თორნიკე ზარქუამ ("ჩიხურა"), "მეტალურგის" ორ ჭაბუკ ფეხბურთელს, 18 წლის რევაზ ბარამიძესა და 17 წლის სოსო ქარდავას სულაც დებიუტი ჰქონდათ უმაღლეს ლიგაში.

სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში "სიონის" 20 წლის ახალწვეულმა ცოტნე ქებურიამ; ხოლო ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველად შეძლო თავის გამოჩენა: 30 წლის რევაზ გეწაძემ ("სამტრედია"), 22 წლის გიორგი კუხიანიძემ ("შუქურა"), 22 წლის ზვიად სიხარულიამ, 20 წლის გურამ სამუშიამ (ორივე - "ზესტაფონი") და 26 წლის ლაშა თოთაძემ ("დინამო" თბ).

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური

დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]

დინამო (ბთ)-დილა 1:0 - სამივე მოგებით მესამეზე [VIDEO]

სამტრედია-სიონი 3:1 - ხიზანიშვილმა გაიტანა, იაშვილი დაბრუნდა [PHOTO]

ჩიხურა-შუქურა 0:2 - კრიზისი თუ შემთხვევითობა? [VIDEO]

ტორპედო-მერანი 1:1 - ეს უკვე მეტისმეტია! [VIDEO]

გურია-მეტალურგი 1:0 - ყოფნა-არყოფნის (პრო)ტესტი... 16 წლის შემდეგ [VIDEO]

ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი

ზუგდიდი-კოლხეთი 0:2 - "მეგრულ დერბიში" ფოთელებმა იმარჯვეს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...

თეიმურაზ შონიას ყუმბარისებური ჯარიმა 35 მეტრიდან [VIDEO]

ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

[VIDEO] კიტეიშვილმა "პანათინაიკოსს" ულამაზესი გოლი გაუტანა

უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

[VIDEO] კიტეიშვილის შედევრი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება - "შტურმი" "პანათინაიკოსთან" მაინც დამარცხდა

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!

[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

[VIDEO] კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მაღალი შეფასებები!

თეიმურაზ შონია "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

დინამო-კორონა 2:0 - დამაჯერებელი გამარჯვება პოლონელებთან [VIDEO]

კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"

დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში

უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში

სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა