მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
ავტორიტეტულმა გერმანულმა ყოველკვირეულმა Welt Am Sonntag-მა გამოაქვეყნა 2015 წელს ფორმულა 1-ის პილოტების სახელფასო მონაცემები, რომელიც საკუთარ ინფორმაციასა და ექსპერტთა აზრის მიხედვით არის შედგენილი.

შემოსავლის მიხედვით, ახალ სეზონში ლიდერი გახდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, რომლის წლიური ხელფასი 25 მილიონი ევროა. მეორე ადგილზეა ფერნანდო ალონსო - 23 მილიონი, ხოლო მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა სებასტიან ფეტელმა - 22 მილიონი. ცნობისთვის, შარშანდელი მონაცემებით, ლიდერები იყვნენ ალონსო და ფეტელი, რომლებიც 22-22 მილიონ ევროს გამოიმუშავებდნენ.

საინტერესოა, რომ "ფერარის" პილოტის, კიმი რაიკონენის ხელფასი თითქმის 26-ჯერ მაღალია მისი პერსპექტიული თანამემამულის, ვალტერი ბოტასის ჰონორარზე: 18 მილიონი 700 ათასის წინააღმდეგ.

ასევე, გამოცემა აქვეყნებს გუნდების წლიური ბიუჯეტის მონაცემებს. აქ ლიდერია "ფერარი" 430 მილიონით. შემდეგ მოდის "რედ ბული" - 400 მილიონი, ხოლო მესამეზეა მოქმედი ჩემპიონი "მერსედესი" - 380 მილიონი. "მაკლარენ-ჰონდას" ბიუჯეტი შეფასებულია 240 მილიონად.

ხუთეულშია აგრეთვე "უილიამსი" 180-მილიონიანი ბიუჯეტით.

პილოტების ხელფასები 2015 წელს:

1. ჰემილტონი (Mercedes) 25 მლნ.

2. ალონსო (McLaren) 23 მლნ.

3. ფეტელი (Ferrari) 22 მლნ.

4. როსბერგი (Mercedes) 20 მლნ.

5. რაიკონენი (Ferrari) 18 მლნ.

6. ბატონი (McLaren) 12 მლნ.

7. მასა (Williams) 5 მლნ.

8. გროსჟანი (Lotus) 4.5 მლნ.

9. რიკარდო (Red Bull) 3 მლნ.

9. მალდონადო (Lotus) 3 მლნ.

9. პერესი (Force India) 3 მლნ.

12. კვიატი (Red Bull) 1 მლნ.

12. ჰიულკენბერგი (Force India) 1 მლნ.

14. ბოტასი (Williams) 700 000

15. ფერსტაპენი (Toro Rosso) 600 000

15. საინსი (Toro Rosso) 600 000

17. ნასრი (Sauber) 500 000

17. ერიქსენი (Sauber) 500 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]