ასოციაციის კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" მცველი მო უილიამსი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. უილიამსმა, საშუალოდ, 19.5 ქულა და 10.8 შედეგიანი პასი (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში) დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი. ის თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ, სამმაგი დუბლი შეასრულა - 40.7 ქულა, 11.3 მოხსნა და 11.3 შედეგიანი პასი. ამას დაემატა, საშუალოდ, 3 ჩაჭრა მატჩში. 8 მარტს, უესტბრუკმა "ტორონტოსთან" შეხვედრაში 30 ქულა, 17 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა მიითვალა და სეზონში მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა.

უილიამსის კვირა

3 მარტი. შარლოტი-ლეიკერსი 104:103. 20 ქულა, 13 პასი.

4 მარტი. ბრუკლინი-შარლოტი 91:115. 14 ქულა, 14 პასი.

6 მარტი. შარლოტი-ტორონტო 103:94. 23 ქულა, 7 პასი.

8 მარტი. დეტროიტი-შარლოტი 108:101. 21 ქულა, 9 პასი.

უესტბრუკის კვირა

4 მარტი. ოკლაჰომა-ფილადელფია 123:118. 49 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი.

5 მარტი. ჩიკაგო-ოკლაჰომა 108:105. 43 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.

8 მარტი. ოკლაჰომა-ტორონტო 108:104. 30 ქულა, 11 მოხსნა, 17 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: აიზია ტომასი ("ბოსტონი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ვიქტორ ოლადიპო ("ორლანდო"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო") და დემარ დეროზანი ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]