"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა მიმდინარე სეზონის ბოლოს "ოლდ ტრეფორდზე" გატარებული 19 წლის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა მიმდინარე სეზონის ბოლოს "ოლდ ტრეფორდზე" გატარებული 19 წლის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ნევილი აპირებს მწვრთნელობას მიჰყოს ხელი. შესაძლოა ნევილი "მანჩესტერის" სარეზერვო გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

35 წლის ნევილი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებს, სხვა გუნდში გადასვლა კი არ სურს. ინგლისის პრემიერლიგის 2010/11 წლის სეზონში მცველმა "მანჩესტერის" შემადგენლობაში მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას "წითელი ეშმაკების" მეკარე ედვინ ვან დერ საარიც დაასრულებს. ამას გარდა, კონტრაქტი ეწურებათ ნახევარმცველებს რაიან გიგზს და პოლ სქოულზს, მაგრამ ვარაუდობენ რომ მათ შესაძლოა კლუბთან ხელშეკრულება გააგრძელონ.

ნევილს "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში დებიუტი 1992 წელს ჰქონდა და კლუბის მაისურით 602 მატჩი ჩაატარა. ის გუნდთან ერთად რვაჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინგლისის ნაკრების მაისურით ნევილმა 85-ჯერ ითამაშა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე