"მართალია, არც საკუთარი სტადიონი გვაქვს, არც ოფისი და ინფრასტრუქტურის მხრივაც გვიჭირს, მაგრამ არის ფაქტორები, რაც საჩვენოდ მოქმედებს"
საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბათუმის "დინამო" სამეულშია და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. შესაძლოა, ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არა აჭარელთა მწვრთნელის ასლან ბალაძისთვის. წარსულში ცნობილი მეკარე ბათუმის "დინამოს" დღევანდელობასა და ახლო მომავლის პერსპექტივებზე გვესაუბრება:

- ბათუმის "დინამოს" პროგრესი სავსებით კანონზომიერად მიმაჩნია. მართალია, არც საკუთარი სტადიონი გვაქვს, არც ოფისი და ინფრასტრუქტურის მხრივაც გვიჭირს, მაგრამ არის ფაქტორები, რაც საჩვენოდ მოქმედებს.

- რას გულისხმობთ?

- შემადგენლობის სტაბილურობას. ჩვენ შევძელით და მოთამაშეთა 95 პროცენტი შევინარჩუნეთ. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომაც არ არის ჩვენთვის წარმატება მოულოდნელი. ამის დანახვა და აღიარება ბევრს უჭირს, მაგრამ არა უშავს. შესაძლოა, ეს ჩვენთვის კარგიც იყოს.

ავიწყდებათ, რა ტრადიციების მქონე კლუბი გვყავს, ვინ არის ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბში და ხელმძღვანელობაში რა ხალხია, რა შემადგენლობა შეიკრიბა...

- უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნდით. ბევრი ცნობილი მოთამაშე არ დაგიმატებიათ და სამეულში მოხვედრის სურვილზეც არ ლაპარაკობდით. ეტყობა, ამიტომაც ეგონა ბევრს, რომ მოკრძალებული მიზნები გქონდათ...

- სხვათა შორის, ზამთრის შესვენებისას ვიმსჯელეთ, რამდენად გამართლებული იქნებოდა რადიკალური ცვლილებები და ყველა შევთანხმდით - ეს არაფერს მოგვცემდა და ხმაურიან ტრანსფერებს, არსებული შემადგენლობის შენარჩუნება ვამჯობინეთ.

ზამთარში სულ ორმა ფეხბურთელმა დაგვტოვა - პაჭკორიამ და გავაშელიშვილმა, დანარჩენები ყველა შევინარჩუნეთ.

- ისე, გაძლიერება არავის აწყენს...

- საქმეც ისაა, რომ ცნობილი მოთამაშეების შეძენის საპირწონე სტაბილური და შეთამაშებული შემადგენლობაა. ჩვენ ვმუშაობთ და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძვით, რადგან ტრადიცია და შემადგენლობა ხელს გვიწყობს, თან არსადაც არ გვეჩქარება.

ბათუმის "დინამოს" გრძელვადიანი მიზანი აქვს - უნდა ვიმუშაოთ გუნდის ჩამოყალიბებაზე და არა ერთჯერადი შემადგენლობის შეკრებაზე. მიმაჩნია, რომ ეს უფრო შედეგიანი იქნება და გულშემატკივარი ამგვარი მიდგომის შედეგს მალე დაინახავს.

ფოტოზე: ასლან ბალაძე და შოთა ჭეიშვილი

- ანუ, ევროთასებზე გასვლა გადაუდებელ ამოცანად არ მიგაჩნიათ?

- ევროტურნირზე თამაში ყველა გუნდს სურს და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ამის გამოცდილებაც გვაქვს და გვსურს, ბათუმელმა მაყურებელმა ევროთასებზე ჩვენი გასვლით ისევ გაიხაროს. მაგრამ თუ გახსოვთ, ადრე ბათუმის "დინამოს" შოთა ჭეიშვილი 7 წლის განმავლობაში აყალიბებდა და ბოლოს ისეთ შემადგენლობას მოუყარა თავი და ისე შეათამაშა, თბილისის "დინამოს" საქართველოს თასი და სუპერთასი არ დავუთმეთ, უეფას თასზე კი ბათუმში "ეინდჰოვენთან" ფრედ ვითამაშეთ.

ჩვენ კვლავ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს და ახლაც იმავე გზას ვადგავართ.

გია გეგუჩაძე "ზესტაფონში" ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას აპირებდა. ერთჯერადი გუნდის არც მე მჯერა. ამის მაგალითები ალბათ ყველას ახსოვს. ამ გუნდებისგან ახლა მხოლოდ სახელები დარჩა. ეს ბოლო ათწლეულის სამწუხარო ქართული ტრადიციაა, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- ანუ საკადრო რევოლუციას არც ზაფხულში უნდა ველოდოთ?

- შეიძლება, მაქსიმუმ 2-3 ფეხბურთელი დავიმატოთ, რომლებიც გაგვაძლიერებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ახლა ჩვენი საკადრო პოლიტიკა ასეთია - ხმაურს სტაბილურობას ვამჯობინებთ. შეთამაშებულ შემადგენლობას ბევრი რამ შეუძლია. გუნდი ნახევარ წელიწადში ვერ გაკეთდება. ასე ვერც კლუბი იზრდება და ვერც ფეხბურთელი.

ახლა ფედერაციამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს. ნუთუ ფედერაციამ უნდა გვაიძულოს ის, რაც ჩვენსავე ინტერესებშია?! ნახევარი წელიწადი მოთამაშეს მხოლოდ ახალ გუნდთან შესაგუებლად სჭირდება და როგორ გაიხსნება? შოთა ჭეიშვილმა ეს კარგად იცის და ფეხბურთელებს მშვიდ გარემოს უქმნის, რომ არ ინერვიულონ, თავი კომფორტულად იგრძნონ და დაიჯერონ, რომ მწვრთნელი ენდობა.

სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ მესამე ადგილზე ყოფნა სწორედ ამ ნდობის შედეგია. ისიც მოქმედებს, რომ ბათუმს ყველა ფეხბურთელი ეჩვევა და აქ თავს კარგად გრძნობენ.

- ერთი ხანობა, აჭარაში ახალგაზრდები ძველებურად ვეღარ იზრდებოდნენ. ახლა რა მდგომარეობაა?

- სხვათა შორის, თავის დროზეც, ბევრი ახალგაზრდა სწორედ ჭეიშვილმა დააწინაურა და ახლაც იგივე ხდება. ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა. მაგრამ ეს ხდება გამოცდილების გამოყენების პარალელურად. ადგილობრივის დაწინაურება ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც სტიმულია, რადგან ბავშვი ხედავს, რომ პერსპექტივა მასაც აქვს და უფრო მონდომებით ვარჯიშობს.

იმედია, მალე საკუთარ სტადიონსაც აგვიშენებენ. კონკურსი გამოცხადებულია და მაკეტები უკვე წარადგინეს. 20 ათას მაყურებელზე გათვლილმა ოლიმპიურმა სტადიონმა ფიფას და უეფას სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. როგორც ვიცით, მშენებლობა წელს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. ტერიტორია ქალაქის ცენტრში გამოყვეს, მისადგომადაც მოსახერხებელია. ამას გარდა, სტადიონს ექნება სათადარიგო მოედანი, დარბაზები, რაც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიხეილი
წინ დინამო ჩემპიონობა ახლოსაა არათუ სამეული... დარწმუნებული ვარ რომ ევრო სარბიელზე როგორც საქართველოში ბათუმლებს გვახარებს ასევე გახარებს მთელი ქართველ გულშემატკივრებს საკკუთარი წინსვლით რისი დიდი ტრადიცია და მაგალითებიც გვაქვს თან სტადიონიც გზაშია და ისევ აგუგუნდება ფეხბურთი აჭარში და საქართველოს ერთერთი ვარსკვლავი გავხდებით
batumi
visac batumis carmateba kisershi esoba ...
ქუთათელი
ნამდვილად ბათუმს უნდა ყავდეს ესეთი კარგი გუნდი, და ყავს კიდეც. ეგებ ტორპედოსაც გადაედოს ეს ბათუმური, ნამდვილი ქართული ფეხბურთის გადმოტანა, და ნაკრებიც ამოისუნთქავს , მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ცოტაა კიდევ ერთი ბათუმური –20– ათასიანი სტადიონი, ხალხო გამოფხიზლდით და მომავლისკენაც გაიხედეთ, ავაშენოთ ბათუმში 40– ათასიანი და ქუტაისში დავამატოთ დასაჯდომები , რომ გახდეს 30– ათასიანი. ზუგდიდში კი ავაშენოთ ასევე –30– ათასიანი დასაჯდომით უმაღლესი ხარისხის სტადიონი.
metalurgis fani
წარმატებები ბათუუმს,მართლაც ერთერთი ღირსეული გუნდია წელს ვინც საქართველოს ჩემპიონობას იმსახურეებს
luka
ჯანგო წადი თავი დაიწვი რა :D
ჯანგო
არა ჯიგრებო,ჩემთვის წესით ყველაზე მეტად სასურველი და სასიხარულო სამტრედიის წარმატება უნდა იყოს,მაგრამ ხომ ვხედავ სად რა ხდება?არა აქვს იმ კლუბს სტილი და არც სტრატეგია,არც სამწვრთნელო შტაბია ხეირიანი რომ ევროლიგაზე კლუბი გაატაროს.ამ კლუბს მხოლოდ ტრანსფერმარკეტით ფასიანი ფეხბურთლები ჰყავს რომლებიც ვერა და ვერ შეთამაშდნენ ერთმანეთში,არც ეხერხებათ და არც მწვრთნელები ეხმარებიან. ხუთეულში რომ უნდა იყოს ეს ცხადია,მაგრამ არა ევროსარბიელზე. დინამო თბილისის დამარცხება არაა ის დამსახურება რის გამოც კლუბი ჩემპიონი ან ევროსარბიელზე გასასვლელი უნდა გახდეს,აქ საქმე სულ სხვა ლოგიკაშია. მთავარი ისაა რომ ბათუმის დინამო მართლაც სწორი გზით მიდის და ვითარდება, ის სისტემური კლუბი ხდება, აი ამით ის 2-3 წელიწადში (თუკი იქნება ფინანსები ისევ) ადვილად გაუწევს კონკურენციას დილას, თბილისის დინამოს და ჩიხურას. რადგან სამტრედია- ცხინვალის ფინანსური პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია,გურიაც და ტორპედოც მხოლოდ იღვიძებს, შუქურას კი ნულიდან უწევს ისევ დაწყება. ესაა და ეს
Beka
ჩიხურაა ღირსი და დინამო ბათუმი არა? უბრალოდ აფსურდია :) რატომ უნდა იყოს დილა უფრო ღირსი ევროსარბიელზე გასვლის როდესაც დინამო ბათუმმა სახლშიც და გასვლაზეც დაამარცხა,როდესაც დინამო თბილისი დაამარცხა გასვლაზე?! არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება თქვენი ნათქვამი
ბათუმელი
ჯანგო რატო გალაპარაკებს ეს ბოღმა ეგრეე? შენ უეჭველი საჩხერელი ხარ და მაგიტოც ჩასვი საჩხერე ბათ დინამოს მაგივრად :D ცოტა ობიექტურობა ხო შეიძლება? ბათ დინამო 3-ში კიარა ჩემპიონი უნდა გახდეს წელს:) მიდი ახლა შურით გასკდი :D
ჯანგო
ყველაფერი დროებითია ისევ როგროც ფეხმძიმობა :) ბათუმის დინამოც დროებითი ლიდერია და ის ვერ მოხვდება ევროსაგზურებზე და მისთვის ეს ადრეა, ხოლო პირველ ხუთეულშიო ყოფნა კი კარგი სტიმული იქნება რომ მომავალ წელს ლიდერთა სამეულში ღირსეულად დამკვიდრდეს. ჩემის მოსაზრებით წელს ევროლიგაზე გასვლის ღირსი არიან დინამო, დილა და ჩიხურა,,, არც ცხინვალი,არც სამტრედია და არც ბათუმის დინამო ამას არ იმსახურებენ. ჯერ მათ არ აქვსთ კლასი და ხარისხი იმისა რომ პლეი ოფს მიაღიწონ ევროპალიგაზე. ის რომ ბათუმს გრძელვადიანი გეგმა აქვს განვითარების ეს უკვე სასიხარულოა!
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა