თავად მწვრთნელი გაკვირვებულია, რატომ მოჰყვა ამ ეპიზოდს საზოგადოების ასეთი ყურადღება
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ახლახან ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორ უსწორდება საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი პატარა ფეხბურთელს. კადრები მოსკოვის ერთ-ერთ მანეჟშია გადაღებული, სადაც 2007 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდებს შორის მატჩი მიმდინარეობს.

ვიდეოში ჩანს, როგორ მიირბენს თამაშის მსვლელობისას პატარა ფეხბურთელი მწვრთნელთან. ეს უკანასკნელი ბავშვს ისე ამოსცხებს, ძირს აგდებს. საბედნიეროდ, ბიჭუნა სერიოზულ ტრავმას არ იღებს და თამაშს უბრუნდება.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ბავშვზე მოძალადე მწვრთნელი ვინმე ვალენტინ პავლოვია. ის გაკვირვებულია, რატომ დაინტერესდა საზოგადოება ამ ეპიზოდით ასე ძალიან:

"ბავშვს ვუხსნიდი, როგორ უნდა ჩადგას ფეხი უფრო თამამად, უფრო მყარად. მინდოდა მეჩვენებინა, ბიჭუნა კი გადახტა. გამოვიდა, თითქოს მოვცელე. ყველაფერი შემთხვევით მოხდა და იმაზე, რომ მე ბავშვს ვცემე, საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

უბრალოდ, ისე მოხდენილად დაეცა, შემხედვარე იფიქრებდა, რომ დაარტყეს. თავის მხრივ, კარგად ჰქონდა შერჩეული რაკურსი ოპერატორსაც...", - თქვა პავლოვმა.

ფაქტთან დაკავშირებით ბავშვის მშობლები ჩივილს აპირებენ. თავის მხრივ, ინციდენტის შესწავლას აპირებს მოსკოვის ფეხბურთის ფედერაციაც.

lela
ალბათ მართლაც შემთხვევით მოხდა, მაგრამ მე რამაც გამაკვირვა - კაცმა ინსტიქტის დონეზე მაინც რატომ არ გააკეთა მოძრაობა წაქცეული ბავშვისკენ?!
Dato
მაგარი საზარელი ვიდეოა )))
giorgi
ნუ იტყუებით, დედამისმა უკვე განაცხადა რო არაფერიც ისეთი არ მომხდარაო, იქვე ვიდექიო....
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე