გვაპატიე დიეგო, მაგრამ სამშობლო ერთია
ამბობენ, რომ ნეაპოლში პირველი რელიგია კათოლიციზმია, ხოლო მეორე ფეხბურთი.

ეს ალბათ მთლიანად იტალიაზეც შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ დღეს ამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ამ ულამაზეს ქალაქსა და მის საფეხბურთო გუნდზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც დიდი ფეხბურთის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია...

სამხრეთის სიმბოლო

იტალიაში ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირებას გრძელი ისტორია აქვს და ეს ყველაზე მძაფრად ფეხბურთში იჩენს თავს.

ტრადიციულად, ტიტულებს ჩრდილოელები იგებენ, რადგან მათ მეტი ფული და მეტი შესაძლებლობები აქვთ. "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერი" ნამდვილი მონსტრები არიან და ბუნებრივია, რომ იტალიის სამხრეთში ეს გუნდები ძალიან არ უყვართ.

"ნაპოლი" სამხრეთის სიმბოლოა, ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. "ნაპოლის" აქტივში მხოლოდ ორი სკუდეტოა, რაც "იუვენტუსის" 30 საჩემპიონო ტიტულთან ახლოს ვერ მივა, მაგრამ სამხრეთში სჯერათ, რომ ეს იმ უსამართლობის ბრალია, რომელიც კალჩოში მუდმივად იყო გამეფებული.

ქვემოთ, საინტერესო ისტორიებს მოისმენთ იმის შესახებ თუ, როგორ უყვართ ნეაპოლში ფეხბურთი და როგორ ვერ იტანენ ამ ქალაქში ჩრდილოელებს.

ქალაქი, რომელიც გვაოცებს

"ნაპოლი" სერია A-ს 2007/08 წლების სეზონში დაუბრუნდა და მას შემდეგ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარეკ ჰამშიკია. სლოვაკი შემტევი ნეაპოლურ ცხოვრებას ასე ახასიათებს:

"სლოვაკეთი და იტალია ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ამაში მაშინვე დავრწმუნდი, როდესაც ბრეშაში აღმოვჩნდი და ამ ქალაქის გუნდში დავიწყე ასპარეზობა. მაგრამ ის, რაც ნეაპოლში ხდება და ის ცხოვრების წესი, რომელიც ამ ქალაქშია, სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია. ნეაპოლი - ეს არის ქვეყანა ქვეყანაში, გამორჩეული კულტურით, ტრადიციებით და ცხოვრების სტილით. როდესაც "ნაპოლი" თამაშობს, ქალაქი ცარიელდება და ყველა ეკრანებთან არის მოკალათებული.

ერთ-ერთ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ვტოვებდი და გადავწყვიტე, რომ თამაში არა ტრიბუნიდან, არამედ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში მეხილა, სადაც ტრადიციულად, აჩვენებენ "ნაპოლის" შეხვედრებს და იქ მუდმივად იკრიბება ასობით გულშემატკივარი.

ჩემი მიზანი იყო, რომ არავის ვეცნე და ამიტომ, იმიჯი მთლიანად შევიცვალე - პარიკი დავიხურე, ზედ ქუდი ჩამოვიფხატე, დიდი სათვალე გავიკეთე და ნახევარ სახეზე შარფი შემოვიხვიე; დილიდან ვემზადებოდი და განსაკუთრებული განწყობა მქონდა, მაგრამ გეგმა წყალში ჩამეყარა - შევედი თუ არა ბარში, პირველივე გულშემატკივარმა იყვირა - შეხედეთ, ჰამშიკი მოვიდა, შემდეგ კი მთელმა ბარმა იხუვლა და ყველა მე გადამეხვია. მას შემდეგ, მუდმივად დავდივარ იმ ბარში, სადაც თურმე ადრე დიეგო მარადონასაც ხშირად ხედავდნენ".

წერილი ქურდებისგან

ედინსონ კავანი "ნაპოლის" 2010 წელს შეუერთდა და მალევე გახდა გულშემატკივრების კუმირი. ურუგვაელი გოლს გოლზე იტანდა და ესეკილ ლავეცისთან ერთად თავდამსხმელთა ბრწყინვალე ტანდემს ქმნიდა. ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, კავანის სახლი გაქურდეს, სახლში მისულ ედინსონს კი მაგიდაზე ასეთი წერილი დახვდა:

"ბევრი არაფერი წაგვიღია, შენ ყველაფერს პირველივე ხელფასით აინაზღაურებ, ჩვენ კი ფული გვჭირდებოდა. შენ ჩვენი კუმირი ხარ, გთხოვ გაგვიგე და გააგრძელე გოლების გატანა".

თავის დროზე, ნეაპოლში ესეკილ ლავეციც გაძაცვეს, მარეკ ჰამშიკის მეგობარ გოგოს კი ქალაქის ცენტრში ძვირფასი საათი და საფულე წაართვეს. ეს ნეაოპოლის ბნელი მხარეა და მაინც, ეს ქალაქი ფეხბურთელებს განსაკუთრეულად უყვართ, რაზეც ლავეცის სიტყვები მეტყველებს: "საოცარია, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს ის ქალაქი, რომელშიც თავს დაცულად არასდროს ვგრძნობდი".

პარიზი და ნეაპოლი

ესეკილ ლავეცი "ნაპოლიდან" პსჟ-ში გადავიდა და ცხოვრება საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძო. მას შემდეგ, არგენტინელმა თავდამსხმელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სიამოვნებით დაბრუნდებოდა ნეაპოლში - მისი კომენტარებიდან კი ეს შეგვიძლია გავიხსენოთ:

"პარიზი მშვენიერი ქალაქია, აქ შემიძლია საათობით ვისეირნო ქუჩებში და ზედ არავინ შემომხედავს. არადა, ნეაპოლში ეს სრულიად შეუძლებელი იყო. როგორი გავსებულიც არ უნდა ყოფილიყო რესტორანი, კაფე, ან ბარი, იქ აუცილებლად გამოჩნდებოდა სპეციალირი მაგიდა ჩემთვის, რადგან მე ესეკილ ლავეცი ვარ.

მეტიც, მახსოვს როგორ მეპატიჟებოდნენ თავიანთ მაგიდებზე სრულიად უცხო ადამიანები. პირველად, როდესაც პარიზის რესტორანში შევედი და იქ თავისუფალი მაგიდა ვერ დავინახე, ჩვეულად შევყოვნდი და დაველოდე თუ, როდის მოიჭრებოდა ჩემთან მომსახურე პერსონალი და მომიძებნიდა მაგიდას, რიდის წამოიშლებოდნენ სტუმრები და მიმიპატიჟებდნენ თავისთან - თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა; გარეთ გამომიშვეს და მითხრეს, რომ მინიმუმ ნახევარი საათი ვერსად დავჯდებოდი. მაშინ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ნეაპოლური სრულიად განუმეორებელი ქალაქია".

გაოცებული სალიჰამიჯიჩი

2007 წელს, მიუნხენის "ბაერნიდან" ტურინის "იუვენტუსში" ჰასან სალიჰამიჯიჩი გადავიდა. მრავლისმნახველმა ბოსნიელმა გაოცება ვერ დამალა, როდესაც მისი გუნდი გასვლითი პაექრობისთვის ნეაპოლში ჩავიდა:

"მეგონა, რომ ვეღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ის, რაც ნეაპოლში ვნახე, დაუჯერებელია. მახსოვს, როდესაც ჩვენი ავტობუსი ნეაპოლში შევიდა, ხალხმა ზიზღით დაგვიწყო ყურება, რასაც გინება მოჰყვბა. სადაც კი გავიარეთ, ხალხი ყველგან ჩერდებოდა და ხელებს იქნევდა.

ამ დროს, ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაზე შევედით, სადაც ბევრი ხალხი ირეოდა - დავინახე თუ, როგორ გამოიქცა ჩვენი ავტობუსისკენ მოხუცი ქალბატონი, ალბათ ესე 60 წლის და მთელი ძალით, გვესროლა კვერცხი - მას სხვებმაც მიბაძეს და სულ მალე, ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდით.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე თუ, როგორი კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ ამას კარაბინიერები. მას შემდეგაც, ნეაპოლში ჩასვლა ყოველთვის თავგადასავლებით იყო აღსავსე".

სამხრეთი VS ჩრდილოეთი

"იუვენტუსის" მიმართ ზიზღი ზოგადად ჩრდილოელებისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს "ნაპოლის" ამჟამინდელი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი:

"ჩრდილოეთიტალიელები სამხრეთელებს ყოველთვის ზემოდან უყურებენ, დასცინიან და ხშირად, ცხოველებს ადარებენ. იქით უკეთესი ცხოვრებაა, მეტი სამუშაო ადგილი და დიდი ხელფასები, აქეთ კი რაღაც ვერ დალაგდა, რაღაც ვერ აეწყო. ქვეყანა ერთიანად უნდა ვითარდებოდეს, დაბალანსეული პოლიტიკა უნდა იყოს, რაც იტალიუაში არ ხერხდება.

ხშირად, სამხრეთელები სამუშაოდ ჩრდილოეთში მიდიან და იქ რთულ პირობებში უწევთ ყოფნა - ეს საპირისპირო აგრესიას იწვევს, რაც ფეხბურთზეც აისახება. კი, ჩვენ გვიჭირს, მაგრამ აი აქ, საფეხბურთო მოედანზე მაინც დაგამარცხებთ - ეს "ნაპოლის" ულტრასების განწყობაა. ხანდახან, ეს მაშინებს, რადგან ტიფოზებს შეუძლიათ 90 წუთი ჩრდილოელთა ლანძღვა-გინებაში გაატარონ.

ჯანსაღ კონკურენციას ვისურვებდი, მაგრამ ახლო მომავალში ეს შეუძლებელია - იტალიაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ისევ დიდი უფსკრულია".

დიდი გამოცდა

ჰოლივუდის სცენარს ჰგავდა ის, რაც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. ტურნირი იტალიაში ტარდება, ეს კი ის პერიოდია, როდესაც "ნაპოლიში" დიეგო მარადონა ბრწყინავს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ნეაპოლს და სამხრეთ იტალიას ღირსება დაუბრუნდა - "ნაპოლი" ბოლო სამ წელიწადში ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს მიაღწია.

მარადონა ნეაპოლის ღმერთია - იქ ის ფანატიკურად, არაამქვეყნიურად უყვართ. მარადონამ დაამარცხა "ინტერი", "მილანი" და ასე საძულველი "იუვენტუსი" - დიეგომ დაამხო ჩრდილოელთა ჰეგემონია; მან მარტომ უპასუხა იმ დაცინვას და დამცირებას, რომელსაც სამხრეთელები ჩრდილოელთა მხრიდან ყოველთვის გრძნობდნენ.

დიეგო ნეაპოლში ყველაფერია, მას ხელისგულზე ატარებენ და წმინდანებს ადარებენ - მარადონა დგას წმინდა იანუარის და წმინდა პაოლოს (ნეაპოლის მფარველი წმინდანები. "ნაპოლის" სტადიონს სულაც "სან პაოლო" ჰქვია) გვერდით და ამ სიტყვებში არაფერია გადაჭარბებული.

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი, ერთმანეთს პირისპირ იტალია და არგენტინა, მატჩი კი არც მეტი, არც ნაკლები, ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" უნდა გაიმართოს!!!

ეს არის დიდი გამოცდა ნეაპოლისთვის და იტალიისთვის - ერთ მხარეს "სკუადრა აძურა", რომელიც ძირითადად ჩრდილოურ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მეორე მხარეს დიეგო არმანდო მარადონა, რომელიც იმ ქალაქში, სადაც თამაში ტარდება, არანორმალურად უყვართ.

მატჩის წინ ნეაპოლი თითქოს გაირინდა - რაღაცის მოლოდინში დადუმდა.

მარადონა ცეცხლზე ნავთს ასხამს და ასეთ განცხადებას აკეთებს:

"მივმართავ ნეაპოლელებს, რომ ნახევარფინალურ მატჩში მხარი არგენტინას დაუჭირონ. თქვენ, წელიწადის 365 დღის განმავლობაში მაიმუნებს გადარებენ, ცხოველებს გეძახიან და მუდმივად დაგცინიან. ისინი ზემოდან გიყურებენ და არაფრად გაგდებენ. დამიჭირეთ მხარი მე და დაუჭირეთ მხარი არგენტინას, სადაც ისევე გულშემატკივრობენ "ნაპოლის", როგორც თქვენ".

ეს იყო სიტყვები, რომელმაც ნეაპოლი ააფეთქა და არა დიეგო მარადონას და არგენტინის სასარგებლოდ. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე, "სტადიო სან პაოლოს" ტრიბუნები იტალიის დროშებით იყო აჭრელებული, გულშემატკივრებს კი ამგვარი შინაარსის ბანერები ჰქონდათ გამოფენილი:

"დიეგო, გვიყვარხარ, მაგრამ იტალია უფრო გვიყვარს" - "მარადონა, შენ ჩვენი გმირი ხარ, მაგრამ სამშობლო ერთია"...

ნეაპოლელების ერთი ნაწილი კიდევ უფრო რადიკალური იყო და თამაშის მსვლელობისას, მარადონას ბურთთან თითოეულ შეხებას სტვენით და ხმაურით ხვდებოდა. ეს იყო ობსტრუქცია, რომელსაც დიეგო საკუთარ ქალაქში უბრალოდ არ ელოდა - ლეგენდარულ არგენტინელს ნეაპოლში ბევრი მტერი გამოუჩნდა და სულ მალე, ქალაქიდან აბარგება მოუწია; 1991 წლის ზაფხულს, მარადონა "სევილიაში" გადავიდა.

ნეაპოლი დღესაც ფეხბურთით ცხოვრობს, ამ ქალაქში დღესაც ვერ იტანენ ჩრდილოელებს, დღესაც სძულთ "მილანი", "ინტერი" და განსაკუთრებით "იუვენტუსი", მაგრამ არის რაღაც, რაც ყველაფერზე მაღლა დგას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ავტორს დიდი მადლობა , მაგარი სტატია იყო ძალიან, მარა მილანზე დაწერე შემდეგს რო გადაწყვეტ
ლევანი
პირველ რიგში, მადლობა ავტორს! შესანიშნავი სტატია გაჯერებული დიდებული ისტორიებით. მე იუვენტინო ვარ და ვიცი, როგორ ვერ იტანენ ჩემს საყვარელ კლუბს ამ ქალაქში, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს მოსულელო, გიჟმაჟი ნეაოპოლელები საოცრად მიყვარს და "ნაპოლის" ვგულშემატკივრობ ყოველთვის, გარდა "ბებერ ქალბატონთან" ჯახისა!
lasha
ეს არის ფეხბურთის სიყვარული
batistuta
არა რა იტალიაში სულ სხვა ტემპერამენტია სულ სხვანაირია ყველაფერი ,ბრავისიმო ავტორს და გთხოვ ხშირად წერო ესეთი სტატიები იტალიურ ფეხბურთზე.
del piero 10
ფეხბურთი სიყავრულია ბიჭებო!
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
2016/17 წლების სეზონის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები და მწვრთნელები
"ამ ფეხბურთელს "ნაპოლიში" საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ..." - რას აცხადებს მარადონას შვილი?
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?
ლავეცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს
"კვარა" ტიფოზების კერპი იყო, მაგრამ მათგან ლავეცის მსგავს სიყვარულს ვერ გრძნობდა" - "ნაპოლის" ყოფილი ნახევარმცველი
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
"ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა კინაღამ მოკლეს
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
"რონალდოს გვერდით დაახველეს და პორტუგალიას პენალტი დაუდეს" - ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მსაჯებს აკრიტიკებს
მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
ახალი ჩინური ისტორიები: ლავეციმ ჩინელი ხალხი შეურაცხყო
ოსიმენმა "ნაპოლიში" მარადონას შედეგი გაიმეორა
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია