გუშინ NBA-ში: სიახლეები და სტატისტიკა
- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კლუბის რეკორდსმენი გახდა შედეგიანი პასების რაოდენობით. "დალასთან" გუშინდელ მატჩში ფორვარდმა რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა და საერთო მაჩვენებელი 4214-მდე აიყვანა. ასე რომ, ლებრონმა გაუსწრო მარკ პრაისს (4206) და "კლივლენდის" ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ოფიციალურად გამოაცხადა მცველ ჯაბარი ბრაუნთან 10-დღიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ეს კალათბურთელი წლევანდელ სეზონს D-ლიგის კლუბ "ლოს ანჯელეს დიფენდერსში" იწყებდა, სადაც 39 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალოსტატისტიკური მონაცემებია - 24.4 ქულა, 4.1 მოხსნა და 2.2 პასი.

- "ფინიქს სანზის" ხელმძღვანელობა 10-დღიან კონტრაქტზე მოელაპარაკა სეტ კარის, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ლიდერის, სტივენ კარის ძმაა. 24 წლის მცველი ამ სეზონში D-ლიგის კლუბ "ერი ბეი ჰოქსში" თამაშობდა და საშუალოდ 23.5 ქულას იხვეჭდა, ხოლო სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი 48-ს უდრიდა.

- "სან ანტონიო სპურსის" ცენტრმა ტიმ დანკანმა "ტორონტოსთან" გუშინდელ დაპირისპირებაში მარცხენა იდაყვი დაიზიანა. 38 წლის კალათბურთელმა ტრავმა თანაგუნდელ ტიაგო სპლიტერთან შეჯახებისას მიიღო. "ვფიქრობ, ტიმს ყველაფერი წესრიგში ექნება, თუმცა დღეს ამაზე დამაჯერებლად ლაპარაკი არ შემიძლია", - განაცხადა "სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა.

- "მაიამი ჰიტის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო "სელტიქსის" მოთამაშისთვის, კელი ოლინიკისთვის ხელის კვრის გამო. ასე რომ, დებიუტანტი ვერ დაეხმარება ფლორიდელებს "ბრუკლინთან" მომავალ შეხვედრაში.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარი ვარსკვლავი კობი ბრაიანტი, რომელიც მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, აუცილებლად დაბრუნდება მოედანზე მომავალ სეზონში.

"ვინ თქვა, რომ კარიერის დასრულება გადავწყვიტე? ამაზე არც მიფიქრია. არასოდეს არ მეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მომავალ სეზონში მოედანზე დავბრუნდები", - განაცხადა კობიმ.

- "შარლოტ ჰორნეტსის" გამთამაშებელი კემბა უოკერი სრულად გამოჯანმრთელდა მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ და მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად "საკრამენტოსთან" უახლოესი მატჩისთვის. შეგახსენებთ, რომ "შარლოტის" ლიდერმა ბოლოს რეგულარულ ჩემპიონატში 23 იანვარს ითამაშა.

- "ფილადელფია სიქსერზის" ცენტრმა ჯოელ ემბიდმა ტერფის ძველი ტრავმა გაიმიზეზა. დებიუტანტი ამჟამად სპეციალური ფეხსაცმლით გადაადგილდება. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მოედანზე დაბრუნების ზუსტ თარიღზე. შეგახსენებთ, რომ ემბიდი "ფილადელფიამ" 2014 წლის დრაფტზე მესამე ნომრად აიყვანა.

ბრუკლინი-ნიუ ორლეანი 91:111

27:23, 19:32, 15:23, 30:33

ბ: ლოპესი (15+9 მოხსნა), ჯეკი (15), ბოგდანოვიჩი (12), იანგი (10), ჯონსონი (10), უილიამსი (10)

ნ-ო: პონდექსტერი (17), აჟინკა (17), კოული (16), გორდონი (16), დევისი (15), აშიქი (12+15 მოხსნა).

ინდიანა-ორლანდო 118:86

26:28, 33:19, 27:23, 32:16

ი: სტაკი (34), რუდეჟი (17), სკოლა (15+10 მოხსნა), ჯ. ჰილი (13), უოტსონი (12).

ო: ჰარისი (22), პეიტონი (14), ოლადიპო (13), ვუჩევიჩი (13).

სან ანტონიო-ტორონტო 117:107

28:17, 33:24, 24:30, 32:36

ს-ა: ლეონარდი (24+11 მოხსნა), პარკერი (23+9 პასი), გრინი (19), დანკანი (12+13 მოხსნა).

ტ: ლაური (32), დეროზანი (21), ა. ჯონსონი (16+14 მოხსნა), უილიამსი (11).

დალასი-კლივლენდი 94:127

31:26, 22:41, 23:32, 18:28

დ: პარსონსი (18), ელისი (17), სტაუდმაიერი (15), ნოვიცკი (13).

კ: ჯეიმსი (27+8 პასი+7 მოხსნა), ირვინგი (22), სმიტი (21), ლავი (21+14 მოხსნა), მოზგოვი (17

იუტა-ნიუ იორკი 87:82

24:20, 19:15, 22:30, 22:17

ი: ფეივორსი (29+12 მოხსნა), ჰუდი (17), ინგლსი (12).

ნ-ი: შვედი (21+10 მოხსნა+7 პასი), ბარნიანი (20), ოლდრიჩი (17+13 მოხსნა).

ლეიკერსი-დეტროიტი 93:85

25:20, 24:30, 18:11, 26:24

ლ: ჯ. ჰილი (16), ჯონსონი (13), დევისი (13), ლინი (12), უელინგტონი (11), კლარკსონი (10), ბლეკი (10).

დ: მონრო (24+9 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (15), დრამონდი (14+21 მოხსნა), მიქსი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა