მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ მეოთხეა
ზედიზედ მეორე წელია, ფერნანდო ალონსო სათავეში ჩაუდგა მარკეტინგული თვალსაზრისით ყველაზე ცნობადი პილოტების რეიტინგს.

ამ სიას ადგენს კომპანია Repucom-ი, რომელიც სპორტულ ანალიტიკაზე სპეციალიზდება. Repucom-ი სოციალური გამოკითხვების შედეგად ზომავს პილოტების ცნობადობის დონეს, არკვევს, როგორია მათ მიმართ ფართო პუბლიკის დამოკიდებულება, რამდენად მაღალია პრესის მხრიდან ყურადღება, რამდენად უწყობენ ისინი ხელს საკუთარი სპონსორების წინსვლას.

გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ ალონსო ცნობადობის მხრივ ლიდერად რჩება: მშობლიურ ესპანეთში "მაკლარენის" პილოტს გამოკითხულთა 98 პროცენტი იცნობს, 88 პროცენტს მიაჩნია, რომ ფერნანდო ეფექტურია ამა თუ იმ ბრენდის ელჩის როლში და 83-მა პროცენტმა გამოაცხადა, რომ ენდობა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს.

ესპანელის ჯამურმა რეიტინგმა 100 შესაძლებლიდან 89.6 პროცენტი შეადგინა, რითაც გაუსწრო ფელიპე მასას - ყოფილ თანაგუნდელს "ფერარიდან", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. ბრაზილიაში "უილიამსის" პილოტს გამოკითხულთა 99 პროცენტი იცნობს და 89 პროცენტი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

მესამე ადგილი რეიტინგში სებასტიან ფეტელს ერგო, მეოთხე - ლუის ჰემილტონს. ამ უკანასკნელის პოზიციები წინა წელთან შედარებით გამყარდა და ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ბრიტანეთში 93 პროცენტი ცნობს - ორი პროცენტით მეტი, ვიდრე 2014 წელს.

ჰემილტონს მოსდევს ჯენსონ ბატონი. მეექვსე ადგილი დაიკავა შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ნიკო როსბერგმა. პირველად შევიდა TOP10-ში დანიელ რიკარდო, თან პირდაპირ მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა - სამმა მოგებამ გასულ სეზონში თავისი საქმე გააკეთა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა 17 წლის მაქს ფერსტაპენი: ნორჩი ჰოლანდიელი უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს.

ცნობადობის რეიტინგი

1. ფერნანდო ალონსო 89.66

2. ფელიპე მასა 88.84

3. სებასტიან ფეტელი 85.49

4. ლუის ჰემილტონი 83.68

5. ჯენსონ ბატონი 79.62

6. ნიკო როსბერგი 79.40

7. დანიელ რიკარდო 66.97

8. რომელ გროსჟანი 66.56

9. მაქს ფერსტაპენი 64.84

10. სერხიო პერესი 63.41

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა