თბილისი ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას განაგრძობს

წლეულს, 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტის 9 სახეობაში კონტინენტის 49 ქვეყნის 3800-მდე წარმომადგენელი იასპარეზებს. ამ შეჯიბრებისთვის თბილისში, ოლიმპიურ სოფელთან ერთად, სპორტული ბაზების მშენებლობაც სრული სვლით მიმდინარეობს.

გუშინ სწორედ ამ ობიექტებს ვეწვიეთ. მოვინახულეთ მძლეოსნობის სტადიონის, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზების, ასევე, საცურაო კომპლექსის მშენებლობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, ამ ბოლო ობიექტს კომპანია "ელჯორჯია" აშენებს. გვესაუბრება მშენებლობის უფროსი ვახტანგ ქოიავა.

- ოლიმპიური ფესტივალისთვის ღია საცურაო კომპლექსის მშენებლობა შარშან ივნისში დავიწყეთ და წლეულს აპრილს დავასრულებთ, - გვითხრა მასპინძელმა. - ტრიბუნები 3 ათას მაყურებელზეა გათვალისწინებული. კომპლექსს ექნება ოლიმპიური სტანდარტების ორი საცურაო აუზი: ერთი - 50, მეორე კი - 35-მეტრიანი, რომელიც წყალმხტომელებისა და სინქრონულად მოცურავეებისთვის არის გამიზნული. ორივე აუზი წყალბურთელთა ნებისმიერი დონის ტურნირებს მოემსახურება როგორც სათამაშოდ, ისე მოსათელავად. ეს კომპლექსი თავისი სტანდარტებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

- აუზებისა და ტრიბუნების აგების გარდა, კომპლექსზე დღემდე კიდევ რა სამუშაოები ჩატარდა?

- დამთავრდა ადმინისტრაციული კორპუსის, ბავშვებისთვის საჭყუმპალაოს (12X4 მ) და ბატუტზე მხტომელებისთვის დარბაზის მშენებლობა, რომელიც წყალმხტომელთათვისაც აუცილებელია. წყალხტომის აუზში დამონტაჟდება 10, 7 და 6-მეტრიანი კოშკურები, ასევე, სამი და ერთმეტრიანი ტრამპლინები.

კომპლექსს ექნება ფიტნესის ოთახი, საუნები, გასახდელები და საშხაპეები, სველი წერტილები, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახები, რესტორანი, ღია კაფე და საოფისე ფართობი, რომელშიც კომპლექსის ადმინისტრაცია განთავსდება. როგორც გითხარით, ამ მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილი, ადმინისტრაციულ კორპუსში კაფელისა და მეტლახის სამუშაოები, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, ფაქტობრივად, დასრულებულია. დავიწყეთ აუზების მოპირკეთება.

ახლა მთავარი ყურადღება გადატანილია შენობისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობაზე. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყოველდღიურად 100-120 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მუშაობს კომპლექსის სამუშაოებზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ობიექტს დროზე ჩავაბარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა
ახალი აუზი კარგია, მაგრამ რა ვუყოთ "მოხუც" და დამსახურებულ "ლაგუნა ვერეს" ? დავანგრიოთ, თუ გავარემონტოთ?
მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა