ჟოზე მოურინიომ "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ პორტუგალიელის თამაში განსაკუთრებით ადიდა

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატის 18-ე ტურის მატჩში "ვილიარეალთან" 4:2 გამარჯვების შემდეგ გუნდი შეაქო და განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდო გამოჰყო, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა.

"იმ სიმამაცის წყალობით მოვიგეთ, რომელიც გუნდმა ამ თამაშში აჩვენა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. პირველ ტაიმში მოედანზე მხოლოდ ყვითელმაისურიანი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ ვიცოდით როგორ გვეპასუხა და მეორე ტაიმში უკვე მხოლოდ თეთრმაისურიანი გუნდი თამაშობდა. "რეალმა" საოცრად ითამაშა.

"ვილიარეალმა" ფანტასტიკური თამაში აჩვენა, ამიტომ პირველი 45 წუთი არ მომეწონა. არ მიყვარს, როცა ოპონენტი ასე ძლიერად იწყებს შეხვედრას. ისინი ამ მოედანზე ყველა სხვა გუნდზე ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან.

მარსელო და კაკა ფლანგზე განლაგდნენ, იოზილი და ხედირა - ცენტრში, კრიშტიანუ რონალდო და ბენზემა კი წინ ირჯებოდნენ. ექვსი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა, პლუს ხაბი ალონსო, რომელიც უშუალოდ მათ უკან თამაშობდა. "ვილიარეალს" მძიმე დღე ადგა, მაგრამ კონტრშეტევაზე გატანა შეძლო. მეორეს მხრივ, მეტოქეს ჩვენთვის ბურთის ართმევა უჭირდა. გავრისკეთ და გავიმარჯვეთ. ამ ტურნირში, სადაც წამყვანი გუნდები ქულებს თითქმის არ კარგავენ, არ შეიძლება უბრალოდ დაჯდე და ელოდო.

კაკამ შესანიშნავად ითამაშა, ის მაშინ გამოვიდა, როდესაც ბურთს თითქმის მთელ დროს ჩვენ ვფლობდით. მეოთხე გოლი ფანტასტიკური გამოდგა. კაკასთვის არაფერი იქნებოდა უკეთესი, ვიდრე "ბერნაბეუზე" გრძელი თვეების შემდეგ დაბრუნება და მაშინვე გოლის გატანა.

რონალდოს თამაში უბრალოდ მანცვიფრებს. ის მატჩს მატჩზე იგებს და ასეა ყოველ კვირას. არ ვიცი, როგორ აღვწერო მისი თამაში.

მინდოდა გოლი ჩემს ვაჟიშვილთან აღმენიშნა, რომელიც "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა", - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა