ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მასპინძელ ჰოლანდიასთან მატჩით დაიწყო და 0:2 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ ის განლაგება აირჩია, რომელიც არაერთხელ გამოუცდია საკონტროლო შეხვედრებში. შეტევისას ქართველები სწორედ ამ სქემით მოქმედებდნენ, დაცვითი ოპერაციებისას კი ჩვენი განლაგება უკვე 4-5-1-ით იცვლებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

პირველი ტაიმი ჰოლანდიელებმა მინიმალური ანგარიშით მოგვიგეს. ისინი გარკვეულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და საქართველოს ნაკრებთან შედარებით მწვავედაც უტევდნენ.

მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ფორვარდმა ნაიჯელ რობერტამ გამოიჩინა.

მე-17 წუთზე ჰოლანდიას კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ ამჯერად, საქართველოს ნაკრების მეკარე ისიანმა დილროსუნს არ გაატანინა. ორ წუთში საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა ფერნანდესმა, რომელსაც სიზუსტე დააკლდა.

22-ე წუთზე ქართველებმაც შეუტიეს, მაგრამ ჩვენი გუნდიდან გამორჩეულ გიორგი არაბიძეს ჰოლანდიელთა კარის დარაჯმა ბილოვმა აჯობა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე ისიანმა კიდევ ორ შემთხვევაში იყოჩაღა.

მოხდა ისე, რომ ტყებუჩავას პირველივე ტაიმში მოუხდა შეცვლის გაკეთება. ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ადგილი ომარ ბულუხაძეს დაუთმო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუკას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი...

ზემოთ არაბიძის აქტიურობაზე ვთქვით. ქართველთა ერთადერთ საგოლე შანსს რომ თავი დავანებოთ, სწორედ არაბიძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მიიღო ყვითელი ბარათი ბულტამმა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შედარებით აქტიურად ჩაატარა. კოხრეიძემ კარს ააცილა, ჰოლანდიამ კი გოლი იქვე "დაგვახვედრა". თავი ფოსუ-მენსამ გამოიჩინა, რამაც თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც ელიტრაუნდის მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, თამაში შედარებით გაიხსნა. ისიანმა ფერნანდესს ერთხელაც არ გაატანინა, მერე არაბიძემ ააცილა.

თამაშის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან სიტუაცია ოთხჯერ დაძაბა. სამწუხაროდ, არველაძის, კუხიანიძის, ყურაშვილისა და არაბიძის დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ.

მართალია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ფავორიტთან დამარცხდა, მაგრამ ზოგადად, ასეთი თამაშით თუნდაც მეორე ადგილზე გასვლა გაგვიჭირდება.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური

12.03. ჰოლანდია. სხინდელი

ჰოლანდია-საქართველო 2:0

გოლები: 1:0 რობერტა (10), 2:0 ფოსუ-მენსა (49).

ჰოლანდია (4-3-3): ბილოვი - ტრუპე, ფოსუ-მენსა, დე ლანჟი, ვან დრონგელენი - ბულტამი, ბილეველდი (61. გროტი), ეიტინგი - ფერნანდესი (72. დე ლიტი), რობერტა (61. მალენი), დილროსუნი.

სათადარიგოები: ნიიჰუისი, კოპმიერენსი, კნოსტერი.

მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

საქართველო (4-3-3): ისიანი - ბერძენაძე (54. ჭურაძე), ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (32. ბულუხაძე), კობოური - კუხიანიძე, არველაძე, ყურაშვილი - არაბიძე, გვასალია (66. ბუღრიძე), კოხრეიძე.

სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, არდაზიშვილი, სამურკასოვი

მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

გაფრთხილება: არაბიძე (24), ბულტამი (40), ფოსუ-მენსა (53)

არბიტრი: ფარკაში (უნგრეთი)

ბელგია-ჩრ. ირლანდია 4:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 1 1 0 0 4-0 3

2. ჰოლანდია 1 1 0 0 2-0 3

3. საქართველო 1 0 0 1 0-2 0

4. ჩრ. ირლანდია 1 0 0 1 0-4 0

14 მარტი

საქართველო-ბელგია 17:00

ჰოლანდია-ჩრ. ირლანდია 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
ერთი და ორი მშობლის პრობლემა არ არის აქ.ყველა ეს ნიჭიერი ბიჭი რო წაეყვანა დარწმუნებული ვარ გამარჯვებულები და გახარებულები დაბრუნდებოდნენ სამშობლოში.რატო დასვა ზამენაზე ჩოჩიშვილი არდაზიშვილი ნიკოლაშვილი,რატო არ წაიყვანა ნინუა და კიდევ სხვა ნიჯიერი ბიჭები.ჯიბე ვისგანაც გაისქელა ხო აჩვენეს შედეგი.ეს არარის ჭიდაობა მარტო არაბიძე ვერაფერს იზავს,გუნდი უნდა იყოს ძლიერი
gio
თყებუჩავა .... როგორ დამიჩაგრა შვილი ხო მიიგო მაგრამ მაგას კიდია სხვისი ნერვიულობა ვინ მიცა მაგას არცევის უფლება რამდენჯერ გამინერვიულა შვილი მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებებებს ბევრი ნიჭიერი ბავშვი იჩაგრება
Ashifsnd
ფედერაციასჰიც საცჰიროა ცვლილებები, დაგვგალეს ამად უკვე ესენი ვინარიან. მანდედან მოდის ეს წარუმატებლობები. დანისჰვნა ამა ტუ იმ არა მცოდნე მწვრტნელების. კარგად მოიდზიონ და ნახავენ ახალგაზრდა მონდომებულ მწვრტნელებს
დუდუ
და ტყებუჩავაზე უარესები ყავთ კიდე, ქაჯების მთელი არმია! მგონი, ნორმალური აღარავინ დაჩა ბავშვთა ფეხბურთში. იმიტომაც ზრდიან კარგ ფეხბურთელებს
niko
დიღმის ბაზაზე ვიყავი თამაშზე,ძმაკაცის ბავშვი თამაშობდა,მე იქ ისეთი რაგაც ვნახე ვინმეს რომ მოეყოლა არ დავიჯერებდი.ერთი ბავშვი რომელსაც ყურადღებას მიაქცევდი ფიზიკურობით,მაგარი მოშნი იყო სხვებთან შედარებით,ასევე ყოურადღებას იქცევდა იმით იმენნა მსგრად თამაშობდა,და უცბად ტყებუჩავამ ეს ბავშვი გამოცვალა,ამან კითხა რატომ გამომცვალეო და იმან უზდელურად უპასიხა და გინებაც დააყოლა,აი მერე რაც იქ მე ვნახე მსგასი რამ არც გა იგონია იმისთანა გლიჯა ამ ბავშვმა ნუ მერე იქ ამბები იყო ის თამაში ჩაიშალა,ვენაცვალე იმის მარჯვენას,რა ზომამდე უნდა გეზიზგებოდეს მწვრთნელი და როგორ უნდა გამოგიყვანოს წყობიდან რომ ასე ჟეჟო,აქ კომენტარების წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი რომ ის ბავშვი მართალი ყოფილა,ეს ამბავი თუ იცით ვინმემ ხომ არ იცით სად არის ეხლა ის ბავშვი,მართლა მაგრად თამაშობდა და ძალიან არ მინდა რომ ამ კორუმპირებულის გამო იმ ბავშვს ფეხბურთზე თავი ქონდეს დანებებული
Ashifsnd
მარტალი ხარ გიორგი , საერტოდ რაუნდათ ამათ მწვრტნელად . მარტლა დარეკვიტ წაიყვანა რამდენიმე ბავშვი რას ერჩოდა რო გამოუშვა გერმანიიდან ბიცები , მუზაშვილი და მალაზონია და ნინუა საერტოდ არ გამოიზახა და აი შედეგიც სახეზეა .
DATO
აი ტყებუჩავას შედეგი უკვე ორი წაგება სირცხვილია ნუ გააგრჩძელებს წამოვიდეს ძალიან ბევრი ბავშვი დატოვა მამიკოს ბიჭი რო არ იყო რო ჩამოვა რამდენიმე გვარი უნდა დაუსახელო რატო არ წაიყვანა იმიტომ რო არველაძე არ იყო? არ გრცხვენიათ ყველას?
giorgi
ტყებუჩავას არჩეული ფეხბურთელები სად უნდა გამოაჩინოთ არ გრცხვენიათ ვინები გამოიძახა ბოლო შერჩევაზე ვიკავი გავგიჯდი რამდენი მამიკოს ბიჭი გამოიძახა რო ჩAმოვა უნდა ვკითხო გულში ჩაიხედე არ გრცხვენია რა ბავშვები დატოვეტქო გვარებსაც ვეტყვი მაგრამ კიდია
valeri
ჩვენი გუნდის დამრიგებელი კიარა ჩვენი გუნდის ამრევი და დამღუპველია ტყებუჩავა და ისინიც ვინც ამ კაცს ესეთ საპასუხისმგებლო ადგილზე ათარეშებს.
Ashifsnd
ტყებუცავამ არ იცის ფეხბურტი ეს ყველამ ვიციდ, მისი ტანასჰემწე ნემსადზე ეგეც აზრზეა არარის მწვრტნელობის. სად იყვნენ მუზასჰვილი ნინუა? რომელტა სჰეტანხმებულმა ტამასშმა გუნდი ელიტ რაუნდსშI GAIYVANA ?
gia
რა დროს ტყებუჩავაა გააგდეტ მოაცილეტ
vaxo
რატი ტალანტები კი გვყავს მაგრამ ისინი რო გამოაჩინონ რა ეშველებატ გავლენიანი მამიკოს ბიჭებს?ტყებუჩავა ჯიბეს ისქელებს და ვის ათამაშებს,მოიგებს ტუ წააგებს სულ ცალ ფეხზე კიდია
deda
ტყებუჩავას მადლობა კი არა, ნორმალურ ქვეყანაში პასუხგებაში მისცემდნენ, ბავშვებზე ძალადობის (ყვირილი, დედის გინება, შეურაცხყოფა და ა.შ.) გამო. სხვა ცოდვებზე რომ არაფერი ვთქვათ.
kaxa
მარტლა სად ვართ სირცხვილია ტკებუჩავას მადლობა გადაუხადეთ რომ ჩამოვა ....
rati
მეგრელები რა შუაშია? ))))))))))) ქეცბაიას ნაკრები მეგრელებით იყო გატენილი მაგრამ ამათზე უარესად თამაშობდნენ. ვაღიაროთ, რომ დღეს ვეღარ ვზრდით ფეხბურთელებს. აღარ გვყავს ტალანტები და დიდი ჩავარდნაა. ესაა ფაქტი. მარტო ბურთის მიღებას, დამუშავებას, ტექნიკას, სისწრაფეს და სირბილისას წონასწორობის დაცვას დაუკვირდით ორივე გუნდის ფეხბურთელებში და მიხვდებით, რომ ძალიან წინ არიან ჩვენზე. არა მარტო ჰოლანდიელები, არამედ ყველა ნორმალური ქვეყნის ფეხბურთელები ევროპიდან.
Bacho
რაც მთავარია ვატო არველაძე ხო თამაშობს ნაკრებში,ქასიმფაშას ფეხბურთელი.ვაი ვაი...
Bacho
აშკარად მეგრელი ბიჭები აკლია ამ გუნდს და კიდევ,მიმაჩნია რომ აქ მამიკოს ბჭEბი ჭAრბობენ ამ ნაკრებში!!!
Bacho
აშკარად მეგრელი ბიჭები აკლია ამ გუნდს და კიდევ,მიმაჩნია რომ აქ მამიკოს ბჭEბი ჭAრბობენ ამ ნაკრებში!!!
mwvrtneli romelic sul laparakobs
რა ეტყობათ ეხლა ჩვენებს რო ვიძახით ტექნიკურები ვართო სადაც საჭირო იყო ბურთი ვერ მიიღო სწრაფად წინ ვერ გაისწორა ბურთი და შეტევაც შენელდა და აბა 3 და 4 კაცში უაზრო ბზრიალია ტექნიკურობა? ეს ერთი და იგივე მწვრთნელების პრობლემა ხო სულაა ჩვენთან დაუძახეთ ახალგაზრდას ელიტ რაუნდში ისიც გაგიყვანთ დამიჯერეთ რამეს მაინც ისწავლის და ქვეყანას მაინც გამოადგება საფლავში როა ფეხბურთი თქვენს ხელშო და აქეთ გვედავებით აი ეს გავაკეთეთ ის გავაკეთეთო რეალობას შეხედეთ
deda
ახალი არ არის ტყებუჩავას არაკომპეტენტურობა, ყველასთვის ცნობილია, მათ შორის ფედერაციისთვისაც. მაგრამ აწყობთ მისი ამ ადგილზე ყოფნა და იმიტომაც არავინ უშვებს. თვითონ კი არც იფიქრებს წასვლას, თაფლიანი ქილიდან თათის ამომღებია ეგ არანორმალური. არანორმალური კი ნამდვილად არის, უფრო მეტიც საშიშია მისი მუშაობა ახალგაზრდებთან, არასრულწლოვნებზე ყოვლად საშინელი, მავნე ზემოქმედების გამო. მერე იტყვით რატომ უკლებენ 16-17 წლის შემდეგ თამაშს ბავშვებიო, ასეთი მწვრთნელებთან ურთიერთობის სტრესს ბევრი ვერ გაუძლებს.
taragona
ფედერაცია გაახილე თვალები და ტყებუჩავა გაუშვი სახლში. გადახედეთ ერთი დინამოდან რამდენი ფეხბურთელი ყავდა წაყვანილი ბატონ ტყებუჩავას. თანაც ისეთები, რომლებიც თავიანთ გუნდში ხშირად ძირითადშიც ვერ ხვდებიან. ასეთი მიდგომა გაქვთ ყველა ქართველ მწვრთნელების უმრავლესობას. მშობლების სტატუსის მიხედვით არჩევთ ფეხბურთელებს. ან მამა, ან ბიძია ან ასე შემდეგ. ძალით გინდათ დაღუპოთ ის ბიჭები ვისაც მართლა შეუძლია ფეხბურთის თამაში და მართლა უყვართ ფეხბურთი. ამოიჩემებენ ერთი და იგივე ფეხბურთელებს და სხვისკენ გახედვა არ უნდათ. ვაი თქვენს პატრონს და დედაც ვატირე თქვენი აწყობილი ფეხბურთის.
კახი
ეს ყველაფერი ტრებუჩავას ბრალია. სხვა მოტამაშეებს არ აძლებს თავის დამკვიდრების შესაძლებლობას. სულ ერთი და იგივე ბავშვებით ყავს ნაკრები დაკომპლექტებული.

დამშვიდდით! არაფერც არ გაგვიჭრიდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...