წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს
ქართველი მორაგბეები რუსეთთან თამაშში გამარჯვებას გეგმავენ. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ქართველი მორაგბეები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

"ჩვენი მიზანია ახალი მოთამაშეების გამოცდა და მათი თამაშში ნახვა. ანგარიში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებთ", - აღნიშნა სუთიაშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, რუსეთს ძლიერი გუნდი ჰყავს.

"რუსი მორაგბეები არიან ფიზიკურად ძლიერები. ასევე, ტაქტიკურადაც კარგად თამაშობენ. რუსეთის ნაკრები ძლიერი გუნდია", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ბერუხინის განცხადებით, ხვალინდელი თამაშისთვის გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი. საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და დასძინა, რომ თამაში უფრო რთული იქნება 30 000 გულშემატკივრის წინაშე, თუმცა, მისი თქმით, ეს რუსი მორაგბეებისთვის გარკვეული მოტივაციაც იქნება.

გარდა ამისა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა ქართველ მორაგბეებზე, რომლებიც რუსეთის სახელით თამაშობენ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არანაირი ქვეტექსტი არ არის იმ ფაქტში, რომ საქართველოსთან თამაშისთვის ისინი ნაკრებში არ გამოიძახეს.

"ეს მორაგბეები არიან 32 და 34 წლისები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სჯობს არჩევანი გავაკეთოთ ახალგაზრდა მორაგბეებზე", - განაცხადა რუსეთის მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველო და რუსეთი 14 მარტს ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნებში" რუსეთთან მატჩის წინ ერთბაშად რვა ცვლილებაა [VIDEO+PHOTO]

Mindia
ვანგრევთ რუსებს
Mindia
3 დღეში უკვე ბილეტები არარ იყო და ხვალ რა ამბავი იქნება შესასვლელში რთული წარმოსადგენია
gio
ბილეთები გაყიდულია და ვინ იყიდა? გადამყიდველებმა რომლებიც სამმაგ ფასში ყიდიან
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა