ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა შემდეგ კვირაში "დიდი სლემის" წლის პირველ ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩაებმებიან

წლის პირველი ტურნირი წარმატებული გამოდგა ოქსანა კალაშნიკოვასათვის (192).

ჩვენებურმა ერთეულებში ვერა, მაგრამ წყვილთა თანრიგში იყოჩაღა და ქუანჟოუს (ჩინეთი, 50 ათასი §) ტურნირის ფინალში ითამაშა. ჩვენ თხრობა ნახევარფინალზე შევაჩერეთ, სადაც კალაშნიკოვასა და იულია ბეიგელციმერის (უკრაინა, 194) დუეტი ჩინურს (ჩენ ლიანი და ინ-ინ ლუ) ხვდებოდა. ეს შეხვედრა მათ 7:5, 7:5 მოიგეს. ასე გავიდა განუთესავი წყვილი ტურნირის ფინალში, სადაც მათი მეტოქეები კვლავ მასპინძლები, მაგრამ ამჯერად მე-4 ნომრად განთესილები, ვან-ტინ ლიუ (132 წყვილებში) და შენ-ნან სუნი იყვნენ. სამწუხაროდ, ფინალი ჩინელებმა 6:3, 6:2 მოიგეს, კალაშნიკოვას ერთი ნაბიჯიღა აშორებდა მორიგ ტიტულთან წყვილთა თანრიგში.

ამით ანა ტატიშვილისა (რომელმაც ბრისბენის 220-ათასიან ტურნირში იასპარეზა) და ოქსანა კალაშნიკოვას მოთელვა დასრულდა. შემდეგ კვირაში ისინი "დიდი სლემის" წლის პირველ ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმებიან. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელები, რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშებენ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე