გასული უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოირჩა
გასული უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში უაღრესად დაძაბული და საინტერესო მატჩებით გამოირჩა.

ბრინჯაოს ლიგაში ლიდერებმა ქულები დაკარგეს. რაც შეეხება სუპერლიგას, ერთპიროვნულმა ლიდერმა და აქამდე უძლეველმა შსს-მ პირველი მარცხი იწვნია. მივყვეთ თანმიმდევრობით.

შაბათი დღე, ტრადიციულად, ბრინჯაოს ლიგას დაეთმო. პირველი სამი ქულა მოიპოვა "ქლინინგ სერვის გრუფის" გუნდმა, რომელმაც აუტსაიდერ "კრედოს" სძლია - 6-3.

მინიმალური სხვაობით იმარჯვა მფკ "პალერმომ" "მერიასთან" - 1-0. საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა დასჭირდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს, "თიბისი ფეის" დასამარცხებლად. საბოლოოდ, ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვება - 2-1.

სანახაობრივი გამოდგა მფკ "ტატიშვილისა" და "ბი პი 2"-ის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება "მედიკოსებს" ხვდათ წილად - 5-3.

რაც შეეხება ამ ტურამდე "ა" ჯგუფის ლიდერს, "ბიბლუსის" ორმოგებიანი სერია კვირას "ევროკრედიტთან" შეწყდა. ტურის ერთ-ერთ გამორჩეული დაპირისპირება "ევროკრედიტის" გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.

ქულები დაკარგა "ბ" ჯგუფის ლიდერმაც. მცხეთის "გუჯარმა" უშეღავათო ბრძოლაში "ჯო ენის" დამარცხება ვერ მოახერხა, ფრე 1-1.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა კასპის "გენერალმა". "ბოლო წუთების კომპლექსმა" ამჯერად "გენერლებს" ხელი ვერ შეუშალა "ბაქსვუდი 2"-ის დამარცხებაში, 3-2. იოლად იმარჯვეს "ვივუსის" და საქართველოს ფოსტის გუნდებმა. "ვივუსმა" "მეგაკო" დაამარცხა - 5-0, ხოლო "ფოსტალიონებმა" "მედიქლაბჯორჯიას" სძლიეს დიდი ანგარიშით, 6-0.

კვლავ დამარცხდა "კარფური", ამჯერად "პალიტრასთან" - 2-4.

ამრიგად, "ა" ჯგუფს 7-7 ქულით მფკ "ტატიშვილი" და "პალერმო" ლიდერობენ, "ბ" ჯგუფში კი, 7-7 ქულით, "საქართველოს ფოსტა", "გენერალი" და "გუჯარი" იყოფენ I-III ადგილებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში 5-5 საუკეთესო გუნდი განაგრძობს ასპარეზობას.

14.03.2015. ბრინჯაოს ლიგა. III ტური

ა ჯგუფი

MFC PALERMO - მერია 1-0

კრედო (ქვემო ქართლი) - CSG 3-6

TBC Pay - სდსს 1-2

მფკ ტატიშვილი - BP 2 5-3

15.03.2015

ბიბლუსი - ევროკრედიტი 3-4

ბ ჯგუფი

გენერალი (კასპი) - ბაქსვუდი 2 3-2

VIVUS.GE - მეგაკო 5-0

მედიქლაბჯორჯია - საქართველოს ფოსტა 0-6

კარფური - პალიტრა მედია 2-4

გუჯარი (მცხეთა) - ჯო ენი 1-1

კვირა დღის მთავარი დაპირისპირებები სუპერლიგაში გაიმართა. მთავარი სენსაცია გათამაშების ლიდერის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის პირველი მარცხია. "ძალოვნებისა" და ბათუმის "დინამოს" უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება აჭარელთა გამარჯვებით, 5-3 დასრულდა.

მეტოქის მარცხით ისარგებლა პსპ-მ და ს.კ. "ჯვაროსნების" ძლევით (5-4) სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

პლეი ოფში დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მფკ "ნატახტარმა", რომელმაც DHL-ს სძლია - 4-2.

ოთხეულის კიდევ ერთი ბინადარი "პროგრეს ბანკი" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს დაუზავდა - 1-1.

ამრიგად, 23 ქულით პირველ ადგილზე FC PSP დამკვიდრდა, მასზე ერთი ქულით და ერთი თამაშით ნაკლები აქვს შსს-ს.

10 თამაშიდან 20 ქულით მესამეზე მფკ "ნატახტარია", ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ "პროგრეს ბანკს" 18 ქულა აქვს და 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.

15.03.2015. სუპერლიგა. XI ტური

მფკ ნატახტარი - DHL GEORGIA 4-2

პროგრეს ბანკი - FC TTC 1-1

შსს - დინამო (ბთ) 3-5

ს.კ ჯვაროსნები - FC PSP 4-5

კვირას XI ტურის შეხვედრები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. ფრედ, 4-4 დასრულდა გათამაშების ორი ლიდერის - "სნიკერსისა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" დაპირისპირება. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა "რუსთავი 2"-ისა და "ვითიბი 2"-ის შეხვედრაში.

ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდმა, რომელმაც "პროკრედიტ ბანკს" სძლია - 6-2.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა "საქრუსენერგომ", რომელიც "ბაქსვუდთან" დამარცხდა - 3-2. თავის მხრივ, ამ უკანასკნელებმა რვა საუკეთესოში მოსახვედრი თეორიული შანსი კიდევ უფრო გაიმაყარეს.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება. სულ კი წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი

15.03.2015. ვერცხლის ლიგა. XI ტური

პროკრედიტ ბანკი - საქართველოს ბანკი 2-6

სნიკერსი - GWP 4-4

ვითიბი ბანკი 2 - რუსთავი 2 4-4

ბაქსვუდი - საქრუსენერგო 3-2

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!