ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გუსტავო პოიეტი "სანდერლენდის" მწვრთნელი პოსტს დაემშვიდობა

გუსტავო პოიეტი "სანდერლენდის" მწვრთნელი პოსტს დაემშვიდობა

ურუგვაელს კარზე მიუთითეს
გუსტავო პოიეტი "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. უგურვაელმა ორშაბათს ვარჯიში ჩვეულებრივად ჩაატარა, მერე კი ხელმძღვანელობასთან, კერძოდ კი, აღმასრულებელ დირექტორ მარგარეტ ბირნთან ჰქონდა შეხვედრა და გადაწყდა, რომ პოიეტი "შავ კატებს" დატოვებდა.

როგორც იცით, ურუგვაელმა პოსტზე პაოლო დი კანიო ჩაანაცვლა. წინა სეზონის ბოლოს პოიეტთან ერთად "ლაითის" მკვიდრებმა პატარა სასწაულიც მოახდინეს და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს, მაგრამ ეს სეზონი პოიეტს ძალიან მძიმე გამოუვიდა.

პოიეტი "სანდერლენდის" სათავეში 2013 წლის 8 ოქტომბერს მოვიდა და დაახლოებით 18 თვე იყო პოსტზე. მის ხელში გუნდმა 75 მატჩი ჩაატარა, აქედან 23 მოიგო, 22 ფრედ დაამთავა და 30-ჯერ დამარცხდა, 80 გოლი გაიტანა და 104 გაუშვა, მოგების საშუალო მაჩვენებელი კი 30,67%-ია.

უშუალოდ მიმდინარე პრემიერლიგას თუ შევხედავთ, 29 მატჩში 14 ფრე, მხოლოდ 4 მოგება და 11 მარცხი. 29 შეხვედრაში გატანილი ოდენ 23 ბურთი, რაც ცუდი მაჩვენებელია და ამაზე ცოტა, კერძოდ კი, 19 გოლი მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ აქედან 4 გოლი ბირმინგემელებმა სწორედ "სანდერლენდს" გაუტანეს წინა ტურში, როდესაც "ლაითზე" 4:0 მოუგეს.

სწორედ ეს გახლდათ ბოლო წვეთი... ანგარიში პირველივე ტაიმში 0:4 იყო და მაყურებლების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირველივე ტაიმისას დატოვა სტადიონი. ისინი ბოლო დღეებში უკვე ძალიან აქტიურად ითხოვდნენ პოიეტის გაშვებას. იქამდელი დიდი დარტყმა კი "შავი კატების" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა და გუნდის გულშემატკივრებმა მაშინ მიიღეს, როდესაც "სანდერლენდი" ასოციაციის თასიდან "ბრედფორდმა" გამოთიშა.

ალბათ, იცით ისიც, რომ ქვედალიგელ მეტოქესთან მარცხის მერე ურუგვაელმა ფანებს ღია წერილი მისწერა და ერთად დგომა სთხოვა, ახლა გუნდს თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება და ერთად უნდა დავდგეთ ყველანიო. "ბრაიტონის" ექსმწვრთნელს ამან არ უშველა. შეგახსენებთ იმასაც, რომ იანვარში პოიეტმა აღნიშნა, "სანდერლენდის" ფანები წარსულით ცხოვრობენო. ასევე, დაადანაშაულა მასმედია ზედმეტ ზეწოლასა და კრიტიკაში.

ამ სეზონში პოიეტისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი "ნიუკასლთან" მოგებული დერბი გახლდათ, რომელიც გუნდმა ადამ ჯონსონის ბურთით მოიგო, ახლა კი "შავ კატებს" ეს ფეხბურთელიც აკლიათ ცნობილი სკანდალის გამო. საინტერესოა, რომ ახლაც "ტაინ უირის" დერბი ახლოვდება, მაგრამ იქამდე გარკვეული დრო არის, რადგან სანაკრებო პაუზაც იქნება. "კაჭკაჭები" "სანდერლენდს" 5 აპრილს ესტუმრებიან, ხოლო იქამდე, მომავალ უიქენდზე გუნდი "ვესტ ჰემს" ეწვევა და ვნახოთ, ვინ უთავკაცებს "სანდერლენდს". ახსენეს რამდენიმე კანდიდატი და მათ შორისაა დიკ ადვოკაატიც, რომელსაც ყველაზე აქტიურად ასახელებენ.

"სამწუხაროდ, ამ სეზონში ისეთი პროგრესი არ გვქონდა, როგორიც ყველას ერთად გვსურდა. კვლავ გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოვჩნდით, ცხრილის იმ ნაწილში, რომელშიც თავის წარმოდგენა არ გვსურდა. გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შევთანხმდით, რომ ცვლილებაა საჭირო. მინდა გასს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მასთან ერთად არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ და ეს ემოციები თუ მოგონებები სამუდამოდ დარჩება "სანდერლენდის" თითოეულ ფანთან ერთად" - განაცხადა "შავი კატების" თავმჯდომარემ, ელის შორტმა.

წინა სეზონში პოიეტის გმირობებში მხოლოდ "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" "სტემფორდ ბრიჯსა" და "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხება ან "სიტისთან" საგარეო ფრე შედიოდა. მან ასევე მოახერხა და "შავი კატები" ლიგის თასის ფინალში გაიყვანა, რაც დიდი წარმატება გახლდათ, მაგრამ იქ "სიტისთან" დამარცხდა.

სტატისტიკა

* "სანდერლენდს" ამ სეზონში 7 0:0 აქვს ნათამაშები, არც ერთ სხვა გუნდს 4-ზე მეტი 0:0 არ აქვს ნათამაშები.

* მხოლოდ "ასტონ ვილას" აქვს "სანდერლენდზე" ნაკლები გოლი გატანილი - ბირმინგემელებს 19, "შავ კატებს" - 23.

* "სანდერლენდს" ყველაზე ცოტა დარტყმა აქვს მეტოქის კარში (204).

* "შავ კატებს" საშინაო მატჩებში მეორე უარესი შედეგი აქვთ პრემიერლიგაში, მხოლოდ 13 ქულა 15 შეხვედრაში. ამაზე ცუდი მაჩვენებელი ოდენ "ლესტერს" აქვს (11 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

"საქართველოში წაგება სავსებით შესაძლებელია - მაინც უნდა დავაფასოთ გუნდი და მწვრთნელი" - ბერძენი ჟურნალისტი

ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა

საქართველოსთან მატჩის შემდეგ საბერძნეთის ნაკრებიდან წასულმა პოიეტმა, ახალი სამსახური იპოვნა

"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა

გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

საქართველოსთან დამარცხებულმა პოიეტმა ირლანდიას უარი შეუთვალა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

გუსტავო პოიეტი: საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ - კარგად მომზადებული ჩამოვედით