ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩის წინ
* პირველ მატჩში "მონაკომ" 3:1 იმარჯვა. გოლები კონდოგბიამ, ბერბატოვმა და ფერეირა-კარასკომ გაიტანეს. "არსენალიდან" გოლი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა.

* არსენ ვენგერი 7 წლის განმავლობაში (1987-94 წწ) წვრთნიდა "მონაკოს".

* "მონაკო" 2003/04 წლების სეზონის მერე მეოთხედფინალში არ გასულა.

* "არსენალს" არასოდეს წაუგია საფრანგეთში - 7 მოგება და 3 ფრე.

არსენ ვენგერი უბრუნდება იმ სცენას, სადაც პირველ ტიტულებს იგებდა - მისი ამოცანა ურთულესია: "არსენალმა" "ლუი II"-ზე უნდა მოიგოს, თანაც, ისე, რომ შინ წაგებული 1:3 გააბათილოს. თუკი პირველი მატჩის წინ "მონაკოს" ლონდონური ტრიუმფი იყო სენსაცია, ახლა "მეთოფეების" გამარჯვება არანაკლები სენსაცია იქნება.

მეტიც, ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არავის მოუხერხებია - სულ ორჯერ მოხდა, რომ შინ წაგებულმა გუნდებმა საბოლოოდ გზა გააგრძელეს მომდევნო ეტაპზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში, პირველი მარცხი მხოლოდ 0:1 იყო. 1996 წელს "აიაქსმა" იყოჩაღა, ხოლო 2011 წელს - "ინტერმა".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ამ თამაშს ისევე ვხვდებით, როგორც ყველა შეხვედრას. არ ვფიქრობთ საბოლოო შედეგზე. ჩვენი მიზანი მხოლოდ პროდუქტიული ფეხბურთის თამაშია. პირველ თამაშში "არსენალმა" არაფერი დააკლო, უბრალოდ, ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური დღე. მართალია, ორი გოლით წინ ვართ, მაგრამ ყველაფერი ისევ ძალიან რთულად იქნება.

როცა "არსენალის" დონის გუნდს ეთამაშები, წინასწარ თავს მოგებულად ვერ ჩათვლი, ეს სიკვდილის ტოლფასია, ამას არაფრით გავაკეთებთ. დაცვითი სისტემა შევცვალეთ, დავხვეწეთ. დაცვა "მონაკოს" ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა. ყველას სურს წარმატების მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩვენ ძალიან ნელა დავიწყეთ, მაგრამ ახლა კარგი სისწრაფე გვაქვს აკრეფილი".

არსენ ვენგერი (არსენალი): "მონაკო" საუკეთესო სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენ საკმარისი გამოცდილება და სურვილი გვაქვს, რომ სასწაულის გვჯეროდეს. მოწადინება აქ არის - ახლა უნდა ვითამაშოთ მთელი ძალით, შეტევაში და დაცვაში, კონცენტრირებულებმა 90 წუთის განმავლობაში.

მე ჩემი ბიჭების შესაძლებლობაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერს გავიღებთ, რომ ორმატჩიანი ბრძოლის ჩარხი წაღმა შემოვატრიალოთ. პირველ შეხვედრაში ჩავვარდით/ ეს მართლაც წარმოუდგენელი იყო, რადგან კარგ ფორმაში ვართ. მეორე შანსი გვაქვს და მოედანზე "ავფეთქდებით". დაბოლოს, ეს სპეციალური მომენტია ჩემთვის, "მონაკომ" ბევრი მასწავლა, როგორც მწვრთნელს. მჯერა, რომ მოვიგებთ".

17 მარტი. მონაკო. "ლუი II". 23:45

მონაკო-არსენალი

პირველი თამაში: 3:1

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბაკაიოკო, ტრაორე, რაგი, ფერეირა-კარასკო (?), კონდოგბია (?), ტულალანი (?) - არტეტა, დებუში, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, გაბრიელი (?), როსიცკი, უილშირი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, კარვალიო, აბდენური, კურზავა - მოუტინიო, ფაბინიო, ტულალანი, კონდოგბია - დირარი, ბერბატოვი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი - უოლკოტი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ

მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
ჟურნალისტია და ხო შეიძლება რაღაც შეცვალოს რა თქმა უნდა მაგას ვენგერი არ იტყოდა,მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის რაღაცას იტყოდა
მთარგმნელი
"ყველაფერს გავიღებთ, რომ ორმატჩიანი ბრძოლის ჩარხი წაღმა შემოვატრიალოთ" ეს ვენგერმა ინგლისურად თქვა?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ოთხი ცნობილი მწვრთნელი, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ
"მონაკოს" პრეზიდენტი: ჩვენ არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა"
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ლეონარდო ჟარდიმს "მონაკოდან" კიდევ ერთხელ უშვებენ
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ვინ შეცვლის არსენს? ბრიტანელ ბუკმეკერთა კოეფიციენტები
"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა