პირველი დანაკლისი სტენ ვავრინკაა
ინდიან უელსის მასტერსზე მამაკაცები გუშინ მეორე წრეს ასრულებდნენ და ამ რაუნდმა სენსაციის გარეშე არ ჩაიარა. მოულოდნელად შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან წააგო, რომელიც მანამდე ზედიზედ ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული. ამასთან, ჰაასეს ამ მასტერსამდე, 2015 წელს ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ჰოლანდიელს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია; უფრო მეტიც, პირველი მოწოდებით ქულების მხოლოდ 46 პროცენტი აიღო. მიუხედავად ამისა, სტაბილურობის ხარჯზე მოიგო პირველი სეტი, ხოლო მესამეში მის ნაცვლად საქმე მეტოქემ შეასრულა, როცა უამრავი უხეში შეცდომა დაუშვა.

ნამდვილი სპექტაკლი შესთავაზეს მაყურებელს გრიგორ დიმიტროვმა და ნიკ კირგიოსმა. ორგანიზატორებს შემთხვევით არ დაუყენებიათ ახალგაზრდა მოთამაშეები ცენტრალურ კორტზე. ბულგარელმა გაუძლო მეტოქის უძლიერეს მოწოდებებს და ეისების რაოდენობით გაუსწრო კიდეც ავსტრალიელს - 16:12, თან პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო.

ყველაფერი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გაირკვა. აქ გარკვეული როლი ითამაშა დიმიტროვის გამოცდილებამ. ის გაუმკლავდა დაძაბულობას და ტაი-ბრეიკი 7:4 მოიგო. არადა, მესამე სეტში იყო მომენტი, როცა კირგიოსი ბრეიკით იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ახალგაზრდების შემდეგ ჯერი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალზე მიდგა. არგენტინელი დიეგო შვარცმანი და ჰოლანდიელი იგორ სისლინგი მათი დონის მოთამაშეები არ აღმოჩნდნენ.

ფედერერმა ძალიან მალე მოამთავრა საქმე - 6:3, 6:4. მის მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ანგარიშის მიხედვით, თითქოს კორტზე ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ სინამდვილეში, ფედერერი უბრალოდ ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე თამაშობდა.

შემდეგ შეხვედრაში როჯერი იტალიელ ანდრეას სეპის შეხვდება. აპენინელი ერთადერთია, ვინც 2015 წელს შვეიცარიელი ლეგენდა დაამარცხა. ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდა და ახლა ფედერერმა რევანშზე უნდა იზრუნოს.

რაც შეეხება ნადალისა და სისლინგის თამაშს, რეალური ბრძოლა მხოლოდ ჰოლანდიელის მოწოდებაზე იყო. რაფამ შეხვედრა ფენომენალური მონაცემებით დაასრულა - საკუთარ მოწოდებაზე ქულების 96 პროცენტი აიღო. ესპანელისთვის ამ მოგებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ჯერ დამაჯერებლობა აშკარად აკლია.

კაცები

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:4, 6:2; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 11)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 7:6(2), 3:6, 7:6(4); როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-დიეგო შვარცმანი (არგ) 6:4, 6:2; დონალდ იანგი (აშშ, 31)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 6)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:3, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 7) 6:3, 3:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:1, 6:4; ტომი რობრედო (ესპ, 17)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:4, 6:7(5), 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-ჟილ მიულერი (ლუქ) 3:6, 6:3, 7:6(7); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 29)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:1, 7:6(4); სეტ ჯონსონი (აშშ)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 21) 6:3, 7:6(5); ჟილ სიმონი (საფ, 13)-მალიკ ჟაზირი (ტუნ) 6:3, 4:6, 6:2; მიხაელ ბერერი (გერ)-რიშარ გასკე (საფ, 22) 7:6(6), 4:6, 3:1 უარი; ანდრეას სეპი (იტა, 30)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:4; ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 27)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 4:6, 6:0, 6:3; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15)-დენის ისტომინი (უზბ) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი "ბირმინგემთან" - ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა