"სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს თბილისში მაისის მიწურულს კეთილმოწყობილი სტადიონიც ექნებათ
საქართველოს დედაქალაქი ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწონებს თავს მძლეოსნობის სასახლით.

კაპიტალური რემონტის შემდეგ ეს შენობა სპორტსმენთა მომზადების ერთ-ერთ საუკეთესო კერად იქცა.

და აი, "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს თბილისში მაისის მიწურულს კეთილმოწყობილი სტადიონიც ექნებათ.

ტრიბუნები 3 ათას მაყურებელზეა გათვლილი. როგორც მშენებლობის ზედამხედველმა ლევან არღვლიანმა გვითხრა, სტადიონზე გათვალისწინებულია ასაწყობ-დასაშლელი ტრიბუნების დადგმაც.

სარბენი ბილიკების მოშანდაკება-ბეტონის დასხმა, ფაქტობრივად, დასრულებულია. მძლეოსნობის ახალ არენასთან შენდება ოთხსართულიანი სასტუმრო, რომელსაც 64 ერთ და ორადგილიანი ნომრები ექნება, საოფისე ოთახებთან ერთად.

- კარკასის სამუშაოები მომთავრებულია. მეორე-მეოთხე სართულების იატაკებზე უკვე დასხმულია ბეტონის ხსნარი, - გვითხრა ბატონმა ლევანმა, - ამჟამად თბოიზოლაციის, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სამუშაოები და ელექტროობის დამონტაჟება მიმდინარეობს.

ამ სამუშაოებს შპს "ჯეობილდერი" ასრულებს. მშენებლებს ისეთი ტემპი აქვთ აღებული, დარწმუნებული ვარ, როგორც სარბენი ბილიკების, ტრიბუნებისა და სასტუმროს, ასევე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები ვადამდე დასრულდება. ივლისის მიწურულს აქ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა