ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

როი კინის "ავტობიოგრაფია" - შესავალი

როი კინის "ავტობიოგრაფია" - შესავალი

სიმშვიდის ნიღბის ქვეშ ჩემს გულში მძვინვარებას დაესადგურებინა
დღეიდან ვიწყებთ სახელგანთქმული ირლანდიელი ფეხბურთელის, როი კინის ავტობიოგრაფიის ნაწყვეტების გამოქვეყნებას.

როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი და ირლანდიის ნაკრების მოთამაშე იყო, რომლის რიგებში 58 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის წინ მწვრთნელ მიკ მაკარტისთან ჩხუბის გამო ის ნაკრებიდან გარიცხეს და კორეიდან შინ დააბრუნეს. სწორედ იმ მოვლენებზე თხრობით იწყება წიგნი.

როი კინი - ინგლისის ხუთგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელია, 1999 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. კინი წიგნში აღიარებს, რომ შეგნებულად მიაყენა ტრავმა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ალფ ინგე ჰაალანდს, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან 150 000 ფუნტი ჯარიმა და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

ტერეზამ ტელეფონით მითხრა, რომ "მსოფლიოს ჩემპიონატის შერცხვენილი ვარსკვლავი" გავხდი. მსოფლიოს პირველობიდან გამაგდეს და სახლში გამიშვეს. კორეის ქალაქ საილანის აეროპორტში ვიდექი. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ჩემ გარშემო იყვნენ შეკრებილნი. ჩუმად და მშვიდად ვიყავი. სიმართლის ლაპარაკი სულაც არ არის სირცხვილი. თუმცა რთული იყო - როგორც ჩანს, ამიტომაც არიან ადამიანები ჩუმად. მეც დიდი ხანი ხმას არ ვიღებდი.

ვიცოდი, რომ ლონდონში ჟურნალისტები მელოდებოდნენ. ეს მეორე დღეს მოხდებოდა. ერთი მხრივ, მშვიდად ვიყავი, მაგრამ, მეორე მხრივ, შინაგანად მთლიანად ვიწვოდი. ამ ჩემპიონატისთვის მონდომებით ვემზადებოდი, ყველა შესარჩევ მატჩში მაქსიმალურად ვიხარჯებოდი ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. ახლა, როცა თითქმის 31 წლის ვარ, მესმის, რომ ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი. ვიცოდი, რომ ორგანიზაციის მხრივ, ირლანდიის ნაკრებში სიტუაცია შორს იყო იდეალურისგან.

ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ირლანდიური გაგებითაც კი, ის, რაც ბოლო კვირაში ხდებოდა, რთული დასაჯერებელი იყო. სიმშვიდის ნიღბის ქვეშ ჩემს გულში მრისხანებასა და ტკივილს დაესადგურებინა.

გაბრაზებული ვიყავი არაპროფესიონალიზმით, რომელიც ირლანდიის ნაკრების ბანაკში სუფევდა; უამბიციურობით, მოვალეობის მოხდით და იმ ტურნირისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო. ირლანდიელები ვართ და ყველაფერს ჩვენებურად ვაკეთებთ.

მსოფლიოს ვუყვარვართ ჩვენ - ვეუბნებოდით საკუთარ თავს, მაგრამ ხომ არ ვგავდით საღამოზე მიწვეულ კაბარეს არტისტებს? როცა მატჩები რეალურად სერიოზულ დონეს იძენდა, ჩვენ გვერდზე გავდიოდით.

შინ მივდიოდით, რათა ერთი მოგება აგვეღნიშნა (რომელსაც, ჩვეულებრივ, ყოველთვის ვაღწევდით) და ჩემპიონატის დასასრულისთვის ტელევიზორით გვეყურებინა. შესანიშნავია. მაგრამ ამისთვის ვხარჯავდით ძალებს შესარჩევ ჯგუფში, ამისთვის ჩამოვიტოვეთ უკან ჰოლანდიის ნაკრები, ამისთვის გავიარეთ მთელი დისტანცია წაგების გარეშე? არა, ეს ჩემთვის არ არის. მე "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე ვარ. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებებს აღვნიშნავდით.

ტკივილს ვგრძნობდი - ტერეზასა და კორკში ჩემი ოჯახის გამო. 30 ათასი ევრო დავხარჯე იმისთვის, რომ ჩემს ძმებს - დენისს, ჯონსონს და პეტის ბიძაშვილ ჯონ ლინჩთან ერთად ოცნება აესრულებინათ - გამგზავრებულიყვნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა ისინი იქ ვეღარ წავლენ. ყველას ყველაფერი გავუფუჭე. დედ-მამას დავურეკე. ისინი სახლში ჩასხდნენ და ტელევიზორს არ შორდებოდნენ, რადიოს უსმენდნენ და გაზეთებს კითხულობდნენ საკუთარ შერცხვენილ ვაჟზე. მე შემეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ მათთვის ეს წამება იყო.

როგორც იქნა, თვითმფრინავში ვარ. მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედს"! ენ უილის დავურეკე კლუბში. მან შემიკვეთა თვითმფრინავის ბილეთები, რათა თავიდან ამეცილებინა მომაბეზრებელი ჟურნალისტების ბრბო. მან შეიძინა ბილეთები გუამისა და არა ტოკიოს გავლით. გუამი, ჰონგ კონგი, ლონდონი, მანჩესტერი. ტერეზა, ჩემი შვილები - კარაფი, ეიდანი და ლი. ჩემი ძაღლი ტრიგსი. და სიმშვიდე.

ჰონგ კონგში ჩასულს ვიღაც მელოდა ავიაკომპანია British Airways-იდან. ენ უილიმ რეისის შეფერხების შესახებ შეიტყო და ლონდონის მიმართულებით შემდეგ თვითმფრინავზე შეუკვეთა ბილეთები. პირველი კლასი. საწოლი. მზად ვარ დასაძინებლად. არასოდეს დამავიწყდება British Airways-ი. ისინი უმაღლეს დონეზე იყვნენ მთელი ფრენის განმავლობაში. დაძინება ვერ შევძელი.

ჩემს თავში ფიქრები სწრაფად მოძრაობენ. ვუყურე დენზელ ვაშინგტონის ფილმს. დიდი არაფერი. ორი სტიუარდესა ძალიან თავაზიანი იყო ჩემთან ურთიერთობაში. "ასი პროცენტით გიჭერთ მხარს", - მითხრეს მათ. ისინი საუზმეს ამზადებდნენ. სამზარეულოში გავედა მათთან სასაუბროდ. რა მელოდება ლონდონში?

როცა ტრაპიდან ჩამოვედი, იქვე British Airways-ის მანქანა მელოდა, რომელსაც აეროპორტის სხვა ტერმინალში უნდა წავეყვანე მანჩესტერის თვითმფრინავზე. ის იყო, მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ გვერდით მტვირთავმა ჩამიარა. მისგან რაღაც ცუდს ველოდი.

მეგონა, რომ "არსენალის" ან "ტოტენჰემის" გულშემატკივარი იქნებოდა. "შესანიშნავია, კინო! - გამიღიმა მან. - ცხვირი არ ჩამოუშვა!" ამ პატარა რემარკამ მხნეობის უდიდესი მუხტი მომცა. მადლობა მას პატიოსანი თამაშისთვის. ეჭვგარეშეა, მან დამმუხტა მომავალი სეზონისთვის.

შეუმჩნევლად გამატარეს გასამგზავრებელ დარბაზში. შემოვიდა მაიკლ კენედი - ჩემი აგენტი. მან მითხრა, რომ მანჩესტერში ჩემთან ერთად გაფრინდებოდა. "არა, ამის აუცილებლობა არ არის", - ვიმეორებდი მე. მითხრა, რომ ინტერნეტიდან ჩემი მისამართით ჭუჭყის ნაკადი მოდიოდა ჩემს პირად ცხოვრებაზე.

რა?!

ჩემს მეუღლეს, ტერეზას მუდმივად ურეკავს ვიღაც ქალბატონი. სახლში დავრეკე. "ნუ ღელავ, - მითხრა ტერეზამ. - უბრალოდ, ჩამოდი".

მაიკლმა შემატყობინა, რომ პრესა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ დიდ ინტერესს იჩენს. უნდა გამოვიდე განცხადებით. ვუთხარი მას, რომ სასწრაფოდ სახლში მინდა მოხვედრა.

მანჩესტერის აეროპორტში "იუნაიტედის" მანქანა მელოდა. ხუთი წუთის შემდეგ უკვე ჩემებთან ვიყავი. სახლი ალყაში იყო. ჟურნალისტები, ავტომობილები სატელიტური თეფშებით... გავიფიქრე: "რა ხდება? კლინტონი ხომ არ ჩამოვიდა?"

ტერეზამ მითხრა, რომ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს.

"ორი დღეა, ძაღლი არ გამისეირნებია".

დაახლოებით ერთი საათი დავიცადე, ბავშვებთან ვითამაშე, შემდეგ კი ტრიგსი გარეთ გავიყვანე. სასირცხვილო არაფერი გამიკეთებია. ჩემი ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.

"ადექი, ჩემო გოგონა. სასეირნოდ მივდივართ".

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

მადლობა ამ წიგნის გამოქვეყნებისათვის

• soso

დიდი მადლობა ამ წიგნის გამოქვეყნებისათვის.გაიხარეთ

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა

დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა

"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი

გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს

"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი

ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია

"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია

"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა

გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა

"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა

"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"

რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა

"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი