სერჟ იბაკას სერიოზული ტრავმა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" მცველი კაირი ირვინგი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ირვინგმა საშუალოდ 37.3 ქულა (საუკეთესო შედეგი კონფერენციაში), 4.7 შედეგიანი პასი, 4.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა დააგროვა. კაირი ლიგის ლიდერი იყო სამქულიანების გამოყენების პროცენტით - 86.7. და კიდევ, სეზონში მეორედ შეძლო 50-ქულიანი ზღვარის გადალახვა, როცა 57 ქულა (კარიერის რეკორდი) ჩაუგდო "სან ანტონიოს".

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ნიუ ორლეან პელიკანსის" ფორვარდი ენტონი დევისი. ის თავის გუნდს სამიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 31.3 ქულა, 10.0 მოხსნა, 6.0 შედეგიანი პასი და 4.7 დაფარება მიითვალა. დევისი სამივე მატჩში მინიმუმ 10 ქულასა და მოხსნას და მინიმუმ 5 პასს აგროვებდა.

ირვინგის კვირა

10 მარტი. დალასი-კლივლენდი 94:127. 22 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა.

12 მარტი. სან ანტონიო-კლივლენდი 125:128 (ო). 57 ქულა.

15 მარტი. ორლანდო-კლივლენდი 108:123. 33 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

დევისის კვირა

9 მარტი. მილუოკი-ნიუ ორლეანი 103:114. 43 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება.

10 მარტი. ბრუკლინი-ნიუ ორლეანი 91:111. 15 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება.

15 მარტი. ნიუ ორლეანი-დენვერი 111:118 (2ო). 36 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი, 9 დაფარება.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კენეტ ფარიდი ("დენვერი"), როდნი სტაკი ("ინდიანა"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო"), რუდი გობერი ("იუტა") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

სერჟ იბაკას სერიოზული ტრავმა

- "ოკლაჰომამ" გუშინ მიიღო უსიამოვნო ამბავი იმის შესახებ, რომ გუნდის დაცვაში წამყვანი მოთამაშე სერჟ იბაკა, შესაძლოა, ხანგრძლივი დროით გამოვიდეს მწყობრიდან. ამჟამად, კონგოელი ნიუ იორკში გაემგზავრა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად.

- "გოლდენ სტეიტი" პირველი გუნდი გახდა დასავლეთ კონფერენციიდან, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა (მანამდე ეს გააკეთა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ატლანტამ"). სხვათა შორის, სტივ კერი 1971 წლის შემდეგ "მეომრების" პირველი მწვრთნელია, ვინც მწვრთნელის რანგში სადებიუტო წელს გაიყვანა გუნდი პლეი ოფში. "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს, რაც პლეი ოფის ყველა რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას მისცემს. ეს კი სერიოზული უპირატესობაა იმის გათვალისწინებით, რომ "უორიორზს" შინ 30 მოგება და 2 წაგება აქვს.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობა აპირებს, მეორე 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმოს გამთამაშებელ ნეიტ რობინსონთან. 30 წლის მოთამაშემ კალიფორნიულ კლუბში ხუთი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 4.0 ქულა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

- "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა რეგულარულ ჩემპიონატში თავისი გუნდის მიზანზე ისაუბრა. "კლივლენდი" ვალდებულია, მეორე ადგილი დაიკავოს აღმოსავლეთ კონფერენციაში", - განაცხადა სპეციალისტმა.

აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის "კავალიერზი" 46 მოგებითა და 26 წაგებით სწორედ მეორე ადგილზეა აღმოსავლეთში.

- "ტორონტოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კაილ ლაურიმ გუშინ "ინდიანასთან" მოგებულ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. გამთამაშებელმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. ეს ლაურის მეორე ტრიპლდაბლია მიმდინარე სეზონში.

- "ჰიუსტონის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი აგრძელებს აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ. ექიმების პროგნოზით, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი 10-14 დღეში დაბრუნდება მოედანზე. "როკეტსის" სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ ჰოვარდი რეგულარულ სეზონში დაახლოებით ათი მატჩის ჩატარებას მოასწრებს, რაც დაეხმარება პლეი ოფისთვის ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში.

- "ატლანტა ჰოქსის" მცველი კაილ კორვერი ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას რეგულარული ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში. ელოდებიან, რომ კალათბურთელი სამ მატჩს გამოტოვებს ცხვირის მოტეხილობის გამო. ეს დაზიანება კორვერმა "ლეიკერსთან" გუშინდელ მატჩში მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
ზაზა ფაჩულია NBA-ს სეზონის I ნახევრის სასარგებლოთა სიმბოლურში მოხვდა
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანების დღე
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]
NBA. ტრეი იანგის ბენეფისი, "კლიპერსი" დამარცხებულია [VIDEO]
დუეინ უეიდი ვარსკვლავებს მიღმა დარჩა
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]
"ლეიკერსმა" მაგარი თამაში ჩაატარა, "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
NBA: ᓔᓡᓔᓪ ᓡᓐᓣᓙᓔᓗᓔᓡᓝ ᓓᓐᓛᓪᓕᓔᓚᓔᓑᓘ
ჯამალ მარის მაგარი მატჩი და "დენვერის" მეორე გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]
NBA. ᓞᓚᓔᓘ ᕝᓤᓘ: ᓘᕑᓐᓙᕐ ᓡᓐᕭᓘᓠᓝ ᕙᓐᓪᓘ ᓧᓝᕤᓘᕚᓐ
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
NBA. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓛᓝᓒᓔᓑᓐ ᓞᓐᓠᓙᓔᓠᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨᓔ
NBA. პლეი ოფი: ანტირეკორდების დღე
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
NBA. ყველაზე ღირსეული კორვერია