"ნიუ ორლეან პელიკანსმა" მილუოკელები 85:84 დაამარცხა
ზაზა ფაჩულიამ სეზონში რიგით მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისმა "მილუოკიმ" ნიუ ორლეანში დასანანი მარცხი განიცადა. დაძაბული, თანაბარი მატჩის ბოლო წამები მასპინძელთათვის უფრო იღბლიანი გამოდგა. "ნიუ ორლეან პელიკანსმა" მილუოკელები 85:84 დაამარცხა.

ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულია მოედანზე იყო მატჩის ბოლო მეოთხედში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა. ზაზამ ბურთებიც ჩააგდო, აცილებულებიც მოხსნა და ზოგადად, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო პერიოდში ანგარიში ბოლოს სირენამდე 2 წუთით ადრე გათანაბრდა - 80:80. ქულით ჩამორჩენილ მილუოკელებს გასათანაბრებლად ბოლო შეტევა ჰქონდათ, თუმცა ერსან ილიასოვას სამქულიანი მიზანს ასცდა.

"ნიუ ორლეანში" 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ენტონი დევისს, რომელმაც თამაშიდან 18 ორქულიანიდან 12 ააცილა, რაც ზაზა ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის შედეგია. მილუოკელთაგან 15-15 ქულა ჰქონდათ გიანის ანტეტოკოუმპოსა და ერსან ილიასოვას.

34 მოგებითა და 33 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. ფაჩულიას გუნდი 18 მარტს შინაურ "ბრედლი სენთერში" "სან ანტონიოს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

zaza
ყოჩაღ ზაზა!მაგრამ ჩვენი დანარჩენი კალათბურთელების შედეგიანობა არ მომწონს...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ