მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება
"ლელო" ბათუმის სტადიონის თემაზე გუშინაც წერდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკონკურსო-საპროექტო წინადადებების განხილვა ბათუმის სასტუმრო "რედისონში" ორშაბათს გაიმართა.

რამდენიმე წყაროსგან ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ 22-კაციანი საკონკურსო კომისიის წევრებმა უპირატესობა კომპანია “ADS”- ”-ის (წარმდგენები - გიორგი ქურციკიძე, ზაქარია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი) ვარიანტს მიანიჭეს.

სხვათა შორის, არჩილ ქურდიანმაც კომისიის წევრებისგან იცოდა, რომ კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა..

კონკურსის შედეგები გუშინ, ბათუმის ყინულის სასახლეში გაასაჯაროეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT დაასახელა.

იხილეთ ღონისძიების ფოტოები

ასეა თუ ისე, მთავარია, რომ საკითხი გადაწყდა და საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. სხვათა შორის, გამარჯვებული ესპანური კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი არ არის.

IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის ვებმისამართზე მითითებულია, რომ მისი აშენებულია ბათუმის ანბანის კოშკი, ქუთაისში - საქართველოს პარლამენტის შენობა (პლუს, პარკი მიმდებარე ტერიტორიაზე), ხოლო თბილისში - გმირთა მოედანზე დამონტაჟებული მემორიალი.

ესპანური პროექტით, სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით, მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს.

სტადიონის ტრიბუნები საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ბათუმის ახალი სტადიონი სამ წელიწადში აშენდება და ფიფა-უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პროექტის ღირებულება 579 ათასი (თავიდან 650 ათასი იყო) ლარია. გამარჯვებულ კომპანიას 7 ჰექტარი მიწის ათვისება მოუწევს, სადაც, სტადიონის გარდა, იქნება ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები, VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის და პარკინგი 2 ათასი ავტომანქანისთვის.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება. აქვე იქნება შესაძლებელი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება მძლეოსნობასა და ფრენბურთში, პლუს, კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გადახურულიც იქნება, რადგან ამის აუცილებლობას ბათუმის კლიმატი განაპირობებს. საბოლოო პროექტი 5 თვეში დამზადდება, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.

სტადიონი 36 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილის თქმით, შესაძლოა, თანხა გაიზარდოს:

"თანხის დამატება, შესაძლოა, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით დაგვჭირდეს. ეს იმიტომ, რომ თავიდან სტადიონის ღირებულება 20 მილიონ დოლარამდე იყო გათვლილი, კურსის ცვლილების გამო კი დღეს ამ თანხის ეკვივალენტი 40 მილიონ ლარზე მეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბათუმში სტადიონი აუცილებლად უნდა აშენდეს", - ამბობს ჭეიშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
-თავდაპირველი კონკურსი ბათუმის სტადიონზე მოიგო ქურდიანის პროექტმა,შემდეგ ჩაერია ხელისუფლება და ახალი კონკურსით გამარჯვებული ესპანური პროექტი გამოცხადდა... - სანდო წყაროსგან ინფო -დაინტერესდით ჟურნალისტები ქურდიანთან
meko
მძლეოსნობა საქართველოში ადრე თუ გვიან ისევ განვითარსება. ნუ დაგავიწყდებატ, რომ საქარველო ვიქტორ სანეევის სამშობლოა. რაც შეეხება საფეხბურთო სტადიონს, ის შეიძლება ააშენოს კლუბმა, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. თქვენ რა, ეს სტადიონი მხოლოდ ბათუმის "დინამოს" კუთვნილება გგონიათ!. მას აშენებს სახელმწიფო, ამიტომ უნდა იყოს მრავალფუნქციური. სუფთა საფეხბურთო სატადიონი თუ გინდათ ბათუმელებს, ააშენებინეთ საფეხბურთო კლუბს და მორჩება ამაზე საუბარი. მომინდომეს ახლა ამათმა, კამპ ნოუს მაგვარი არენა.
Gala
Sakontserto darbazs ufro gavs vidre stadions. Makureblebs albat biletis fasshi binoklebits unda daurigdes. Ra ubedurebaa ar jobda 10 000 kofiliko da sufta safexburto moedani, meshen getkvida ertbashad ar sheivsos kovel tamashze.
dato
გაითვალისწინეთ რომ ამ კომაპნიას მხოლოდ პროექტი ეკუთვნის მშენებლობას სავარაუდოდ სხვა კომაპნია შეასრულებს ქართული. ანბანის კოშკიც დპარლამენტის შენობაც ამ კომპანიის აშენებული არ არის, ამ კომპანიის მხოლოდ პროექტებია.
akhali
განსხვავება არ არის ,როცა ერთი საფეხბურთო კარები ტრიბუნიდან 5 მეტრშია,მოპირდაპირე 115-120 მეტრში(ფეხბურთის გაზონის სიგრძე+5 მეტრი) და სარბენი ბილიკების შემთხვევაში ახლო საფეხბურთო კარები სულ მცირე-70-75 მეტრში(სიგანე საფეხბურთო გაზონის,რკალი სარბენი ბილიკების+5 მეტრი),მოპირდაპირე-სულ მცირე 185-200 მეტრში(უკანა რკალი სარბენი ბილიკის+საფეხბურთო გაზონის სიგრძეში+5 მეტრი)? როგორ შეიძლება მხოლოდ მძლეოსნობის გამო 20ათასიანი არენიდან ფეხბურთის ხედვის ნორმალურად აღთქმისთვის 2-3 ათასი ადგილი იყოს ნორმალური?და 17-18 ათასი ბილეთის მყიდველისთვის ფეხბურთის ხედვა არ ვარგოდეს?ხოლო კარებს უკან ტრიბუნების ქვედა რიგებიდან(დაახლოებით 3-4 ათასისთვის) საერთოდ შეუძლებელიც!მხოლოდ მძლეოსნობის გამო?!რამდენი იქნება დასწრება ნებისმიერ მძლეოსნობის ტურნირზე?მაქსიმუმ 5 ათასი!ოლიმპიადის მასპინძლობა ბათუმში გამორიცხულია!!!ქალაქიც პატარაა,ქვეყანაც და არანაირი ფინანსებიც არ გეყოფა!მსოფლიო თასიც მძლეოსნობაში გამორიცხულია(მაშინ სტადიონი მინიმუმ 50 ათასიანი უნდა იყოს და მაგხელა სტადიონის აშენება და ხარჯი სისულელეა!),შეიძლება მძლეოსნობის გრან-პრის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობა,მაგრამ ამ ერთი ტურნირისთვის ,რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში 4-5 წელიწადში ერთხელ უპასპინძლო,წელიწადში დაახლოებით 20 საფეხბურთო მატჩზე ქომაგს გაუფუჭო სიამოვნება მგონი ძალიან ალოგიკურია! ქობულეთის სტადიონზე გაეკეთებინათ სარბენი ბილიკები.ტრიბუნებს და გაზონს შორის უკვე არის საკმაოდ დიდი მაძილი და და თან ნორმალურ ვიდზე მოვიდოდა ქობულეთის სტადიონი,თორემ რაღაც უბედური,კოშმარი ხდება კარებებს უკან ვიზუალურად(ჟანგი,ნაგავი,რაღაც არცთუ სასიამოვნო შეხედულების სახლები...) -არგუმენტი რომ ქობულეთი სხვა ქალაქია ჩემთვის სრულიად მიუღებელია.20 წუთის გზაზეა და ეგ ნორმალური ხალხისთვის დიდ დროდ არ ითვლება.დიდ ქალაქებში,მეგაპოლისებში ყოველდღე(!) სამსახურამდე გზაზე ხალხი 1-1,5 საათს კარგავს!ეს ქართული სიზარმაცეა?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება