დროთა განმავლობაში ჯანო ესპანელ ხურადოს კონკურენციას მოუგებს
მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს" დერბიში (1:0), ექსპერტთა შეფასებით, ყველაზე მთავარი ცვლილება, რომელმაც შედეგზე იმოქმედა, სასტარტო შემადგენლობაში ნახევარწლიანი პაუზის მერე ჯანო ანანიძის გამოჩენა იყო.

საფეხბურთო ექსპერტები თანხმდებიან, რომ მურატ იაკინის ამ გადაწყვეტილებამ "სპარტაკს" დერბიში წარმატება მოუტანა - 22 წლის ქართველმა მოედანზე შეხვედრის დიდი დრო გაატარა და ბრწყინვალედ ითამაშა.

"სპარტაკის" ვეტერანი ვალერი რეინგოლდი: "ჯანომ, უბრალოდ, ფანტასტიკური მატჩი ითამაშა. ის მუდამ ამწვავებდა თამაშს, კარგ პასებს არიგებდა, ბურთს ჩინებულად ფლობდა და დრიბლინგიც კარგი შემოგვთავაზა. ქებათა ქება მურატ იაკინს, რომ ასეთ რთულ მატჩში ჯანო დააყენა სასტარტოში და არა ესპანელი ხურადო, რომელიც ძალიან არასტაბილურია.

დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ჯანო საბოლოოდ ამოაგდებს ხურადოს შემადგენლობიდან. ქართველ ნახევარმცველს "სპარტაკისთვის" გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ახალგაზრდაა, მოტივირებულია და სურს "სპარტაკში" მაღალ დონეზე თამაში. თუ მწვრთნელი მომავალშიც ენდობა, ის მეტად მოინდომებს".

ალექსანდრ მოსტოვოი ("სპარტაკის" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): "ჯანო უკვე დიდი ხანია, ცდილობს "თეთრ-წითლების" სასტარტოში მოხვედრას. გასულ სეზონში მან კონკურენცია წააგო ხურადოსთან, ამ სეზონში კი მისი სწრაფი ზრდა შეაჩერა რუსეთის თასზე მომხდარმა ინციდენტმა. კარგია, რომ ეს უკვე წარსულია და მურატ იაკინი კვლავ ენდობა ქართველს - არ გაუშვა ის იჯარით და დააყენა "დინამოსთან" სასტარტოში.

ანანიძემაც თამაშით დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. პირველ რიგში, მას სურდა, მწვრთნელს დაენახა, რომ ცდებოდა, როცა მის ნაცვლად კონკურენტს ენდობოდა. არ მინდა ძალიან ვაქო ჯანო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ანანიძე პოტენციალით არაფრით ჩამოუვარდება ხურადოს. ახლა ყველაფერი ანანიძეზეა დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკთან" 2017 წლამდე აქვს კონტრაქტი.

qutaiseli
მიუხედავათ ჩემი დიდი პატივისცემისა ანანძის როგორც პირივნების მიმართ მიმაჩნია რო ესეთი ფეხბურთელებით და ფეხბურთით ჩვენი ნაკრები შორს ვერ წავა თუარა აგერ მედა აგერ გერმანია.როცა გყავს კარგი ფეხბურთელები მაშვინ ნაკრებიც კარგი გყავს და პირიქით ისე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველ ფეხბურთელს თუ დიდ ფეხბურთს არ ითამაშებენ ოჯახებს მაინც არჩენენ.
PSG
მე ვუყურე მაგ თამაშს და ჯანომ მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა ეგ მატჩი!კუნთი აკლია,ფიზიკურად უნდა მოუმატოს და ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ მოთამაშეს გაუწევს კონკურენციას! წარმატებები ჯანო!!!
geronti
ჯანო ტექნიკური, საიმედო და თავდაჯერებული იყო. თუ ასე გააგრძელა მისთვისაც კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც.
lasha
ზოლა შენ უკეთესად დარბიხარ ბიჯო და ქმნი მომენტებს. თუ წერ აქ გაამხნევო ის ჯობია ასეთების წერას
sake
ამ ბიჭის წარმატება გამიხარდება,მაგრამ დარწმუნებული ვარ სპარტაკში მომავალი არ აქვს.
zola
რა ქნა ამისთანა ნეტავ?გაიქცა,დაეცა,ადგა და გაიქცა,დაეცა და ადგა?თუ რამე სხვა "შექმნა?"
eeeeeeee
დაბალზამდა და იმედი აქვთ კიდევ
franko
ათასში ერთხელ ითამაშებს და ეგრევე ადიდებენ :))
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ფაბიო კაპელოს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ევროსაბჭოს აგენტობა დააბრალა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ვალერი კარპინი: საუკეთესო გამოსავალი ჯანო ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა იყო
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია