ამერიკელის მე-19 გლობუსი
საფრანგეთის კურორტ მარიბელში, სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის ფინალის მეორე დღეს მაყურებელს ერთგვარი დეჟავიუ ჰქონდა - მათ წინაშე ბროლის მცირე გლობუსებით ხელში ისევ ამერიკელი ლინდსი ვონი და ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი იდგნენ.

ეს მოთხილამურეები წინა დღეს სწრაფდაშვებაში გახდნენ სეზონის ლაურეატები, გუშინ კი სუპერგიგანტში ზეიმობდნენ ანალოგიურ წარმატებას. ვონი ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე და მისი ყოველი გამარჯვება რაღაც სტატისტიკური მიღწევით არის გამორჩეული.

გუშინ ამერიკელმა მე-19 ბროლის გლობუსი მოიპოვა და გაიმეორა ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის ყველა დროის რეკორდი. გარდა ამისა, კარიერაში 67-ე ეტაპი მოიგო, რაც ასევე რეკორდია ქალებს შორის.

გუშინდელი სტარტის წინ ვონი სუპერგიგანტის ჩათვლაში მხოლოდ ოთხ ქულას უგებდა ანა ფენინგერს. ავსტრიელი უფრო ადრე გავიდა სტარტზე და საუკეთესო დრო დააფიქსირა. ეს გარკვეული ზეწოლა უნდა ყოფილიყო ლინდსისთვის, მაგრამ მან პირველ საშუალედო ფინიშზე 0.01-წამიანი უპირატესობა 0.49 წამამდე აიყვანა და დამაჯერებლად დაამარცხა კონკურენტი.

ფენინგერი ბოლომდე უკმაყოფილო ვერ დარჩებოდა გუშინდელი სტარტით, რადგან გენერალურ კლასიფიკაციაში მთავარი კონკურენტი ტინა მაზე დაამარცხა და მასთან სხვაობა 32 ქულამდე გაზარდა. ახლა ბროლის დიდი გლობუსის ბედი შაბათს და კვირას გაირკვევა, როცა სლალომისა და გიგანტური სლალომის სტარტები გაიმართება.

სუპერგიგანტი. ქალები

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:07.70; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.49; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - +0.80; 4. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +1.20; 5. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +1.39; 6. ფრანჩესკა მარსალია (იტა) - +1.49...

სუპერგიგანტის ჩათვლა

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 540; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 512; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 390; 4. კორნელია ჰუტერი (ავსტრია) - 286; 5. ლარა გუტი (შვეიც) - 261; 6. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 255...

საერთო ჩათვლა

1. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1453; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - 1421; 3. ლინდსი ვონი (აშშ) - 1042; 4. მიკაელ შიფრინი (აშშ) - 900; 5. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 658; 6. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 638...

მამაკაცების სუპერგიგანტში უფრო მარტივად იყო საქმე, რადგან ამ სახეობაში ბროლის მცირე გლობუსი ნორვეგიელმა ჩეტილ იანსრუდმა ერთი კვირით ადრე მოიპოვა. თუმცა მას გამარჯვება სჭირდებოდა გენერალურ კლასიფიკაციაში ბრძოლის გასაგრძელებლად.

მაგრამ, ნორვეგიელისთვის სამწუხაროდ, მაინცდამაინც გუშინ მოუნდა კარიერაში პირველი გამარჯვების მოპოვება კანადელ დასტინ კუკს. ამ მოთხილამურეს სეზონის ფანტასტიკური დასასრული გამოუვიდა: ერთი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მიიღო, ორი კვირის წინ მსოფლიოს თასზე პირველი პოდიუმი მოიპოვა, ახლა კი პირველ გამარჯვებასაც მიაღწია.

იანსრუდმა კუკთან მხოლოდ 0.05 წამი წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. ნორვეგიელს იმ მხრივაც არ გაუმართლა, რომ მსოფლიოს თასის ლიდერმა, სლალომის სპეციალისტმა მარსელ ჰირშერმა მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო მისთვის არც ისე მოსახერხებელ დისციპლინაში. მართალია, გუშინდელი სტარტის შემდეგ ჰირშერსა და იანსრუდს შორის სხვაობა გენერალურ კლასიფიკაციაში 34 ქულამდე შემცირდა, მაგრამ წინ გიგანტური სლალომი და სლალომია და აქ ჰირშერი ორი თავით მაღლა დგას იანსრუდზე.

ასე რომ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ავსტრიელი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს ბროლის დიდ გლობუსს, რაც ისტორიაში არც ერთ მოთხილამურეს არ გაუკეთებია.

სუპერგიგანტი. კაცები

1. დასტინ კუკი (კან) - 1:06.04; 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - +0.05; 3. როჟე ბრისი (საფ) - +0.08; 4. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.09; 5. მაურო კავიზელი (შვეიც) - +0.11; 6. მაქს ფრანცი (ავსტრია) - +0.27...

სუპერგიგანტი. ჩათვლა

1. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 556; 2. დომინიკ პარისი (იტა) - 353; 3. მატიას მაიერი (ავსტრია) - 274; 4. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 243; 5. დასტინ კუკი (კან) - 239; 6. ვინსენტ კრიხმაირი (ავსტრია) - 196...

საერთო ჩათვლა

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1298; 2. ჩეტილ იანსრუდი (ნორ) - 1264; 3. ალექსის პინტურო (საფ) - 924; 4. ფელიქ ნოიროიტერი (გერ) - 816; 5. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 760; 6. დომინიკ პარისი (იტა) - 745...

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე