19 მარტს საქართველოში ახალი ფედერაცია დაფუძნდა, რომელსაც ჯერჯერობით ოლიმპიურ მსაჯთა კავშირი ეწოდება
19 მარტს საქართველოში ახალი ფედერაცია დაფუძნდა, რომელსაც ჯერჯერობით ოლიმპიურ მსაჯთა კავშირი ეწოდება, თუმცა უახლოეს ერთ თვეში, ვიდრე რეგისტრაციას გაივლიან, სახელწოდება ცოტათი შეიცვლება.

სამაგიეროდ, უცვლელი დარჩება მიზანი - დაეხმაროს ახალგაზრდა მსაჯებს დაოსტატებაში, დააინტერესოს ახალი თაობა ამ პროფესიით, იზრუნოს მსაჯთა უფლებების დაცვაზე.

"ქორთიარდ მარიოტში" გამართულ დამფუძნებელ ყრილობას 42 დელეგატი ესწრებოდა, საპატიო სტუმრების სტატუსით კი იყვნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე იან სნაიდერსი და ბერნ ახილესი.

ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტული ფედერაციების წარმომადგენელი მსაჯები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ წამყვან უცხოურ შეჯიბრებებში.

დელეგატებმა პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ამ იდეის ავტორი, ძიუდოში უმაღლესი კატეგორიის მსაჯი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ვლადიმერ ნუცუბიძე.

ვიცე-პრეზიდენტებად ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი დავით სახვაძეს (ფარიკაობა), მევლუდ მიმინოშვილს (ფეხბურთი), მერაბ რატიშვილს (კალათბურთი) და ვლადიმერ ახალკაცს (კრივი), გენერალურ მდივნად - რუსუდან ხოფერიას (ბატუტზე ხტომა).

აირჩიეს 10-კაციანი სათათბიროც, რომელიც იქნება ფედერაციის მმართველი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. სათათბიროში შევიდა დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თამაზ თევზაძეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდოს ახალი წესების ჩამონათვალი, რომლებიც მალე ამოქმედდება
ქართველებზე მორგებული - ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოს ახალ წესებზე
ძიუდოში შესაძლოა დრო შემცირდეს - ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან
ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] ბოლო დღეების იმედად
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის