ლიდერი "რეალს" ოთხი ქულით მოსწყდა
22 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატის ტურისა და მთლიანად პირველობის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" 2:1 დაამარცხა მადრიდის "რეალი" და 4 ქულით დაშორდა უშუალო კონკურენტს.

თითქოს მოსალოდნელიც იყო, რომ "ბარსელონა" ამ კლასიკოს მოიგებდა, რადგან "რეალი" ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმაშია.

"ბარსამ" მართლაც მოიგო და 28-ე ტურის შემდეგ მადრიდულ გრანდს 4 ქულით უსწრებს, რაც, შესაძლოა, ბევრი არ არის, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მატჩის მოგებით ლუის ენრიკეს შეგირდებმა ჩემპიონობისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ნოუ კამპზე" შეკრებილი 98 760 მაყურებლის თვალწინ კატალონიური გრანდი ჟერემი მატიომ დააწინაურა, თუმცა კრიშტიანო რონალდომ მალევე აღადგინა წონასწორობა, რის შემდეგაც, მე-40 წუთზე, იყო მომენტი, რომელზეც "რეალისა" და "ბარსას" ფანები დიდხანს იკამათებენ - ქარიმ ბენზემამ ბურთი რონალდოსკენ გაგზავნა, რომელმაც ბურთს ბეილისკენ მიმართულება თავით შეუცვალა, ამ უკანასკნელმა კი ბრავოს კარი დალაშქრა, მაგრამ მსაჯმა რონალდოზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. იყო თუ არა პორტუგალიელი თამაშგარეში, როცა მას ბენზემამ უპასა, ძალიან რთული სათქმელია, რბილად რომ ვთქვათ - საკამათოა.

მეორე ტაიმში "ბარსელონა" უკეთ ათამაშდა და დაწინაურდა კიდეც ლუის სუარესის გოლით - აქვე ვთქვათ, რომ იკერ კასილიასი ამ მომენტში ცუდად გამოიყურებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი მეტ გოლს იმსახურებდა, რადგან მომენტები მრავლად შეიქმნა. პირველ ტაიმში შესანიშნავი იყო "ბარსას" მეკარე ბრავო და სწორედ ჩილელის დამსახურებაა, კატალონიელებმა ტაიმი რომ არ წააგეს.

ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონას" გამარჯვება დაუმსახურებელია, რადგან ლუის ენრიკეს ბიჭებმა მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ის საკამათო ეპიზოდი პირველი ტაიმიდან, როცა "რეალს" გოლი არ ჩაუთვალეს. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მადრიდელები რომ დაწინაურებულიყვნენ.

აქვე ვთქვათ, რომ მე-80 წუთზე მოედანზე გამოჩნდა ჩავი, რომელიც ამ მატჩის შემდეგ, ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მიხედვით, "კლასიკოს" ყველა დროის ერთ-ერთი რეკორდსმენია ფრანსისკო ხენტოსთან და მანოლო სანჩისთან ერთად - ჩავის 42 "ელ კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ "რეალისა" და "ბარსას" ბოლო 24 დაპირისპირებიდან პირველად მოხდა ისე, რომ "რეალის" შემადგენლობაში უფრო მეტმა ესპანელმა ითამაშა (4), ვიდრე "ბარსელონას" რიგებში (3).

ბარსელონა-რეალი 2:1

გოლები: 1:0 მატიო (19), 1:1 რონალდო (31), 2:1 სუარესი (56)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (76. ბუსკეტსი), მასკერანო, ინიესტა (80. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (85. რაფინია)

რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე (73. ვარანი), ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (88. ლ. სილვა), კროოსი, ისკო (80. ხესე) - ბეილი, ბენზემა, რონალდო

გაფრთხილება: სუარესი, ალბა, მასკერანო, ინიესტა, ალვეში - პეპე, რონალდო, რამოსი, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო

კუთხური: 7-10; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-13 (5-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 98 760

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXVIII ტური: "ბარსამ" "რეალი" დაჭრა და წინ გაიჭრა! [VIDEO]

gulSematkivars
დაწე4რე, ვინ ხარ და რა გინდა? შენნაირებს მხოლოდ ეერღი შეუძლიათ - სხვისი უბედურებით გაიხარონ
aleko kakauridze
გულშემატკივარო, სრულ ჭკუაზე ხარ? ვის ჰგონია ჩივაქძე, გუცაევი და ა.შ საქართველიოს ნაკრების ფეხბურთელები>? ვინ გაუგზავნა სვ ფეხბურთის ფედერაციუას? ნორმალური ხარ?
გულშემატკივარი "გულშემატკივარს"-ს
აუფფფფ :))))))) როგორც იქნა კაკაურიძეს ფანი გამოუჩნდა. ალეკო შეიძლება სუფრაზე კარგი კაცია, ბევრი რამ შეიძლება გაუკეთებია, მაგალითად ღობე საკუთარ სახლში, ან მსგავსი რამ, მაგრამ ჟურნალისტიკის გაგნებაში არ არის და..... ადამიანს ელემენტარული შეფასების, ანალიზის უნარი არ აქვს. თუ არ გჯერა წაიკითხე მისი სტატიები, ეტყობა მისი სტატიები არ წაგიკითხავს, თორემ ნახავდი მის კრიტიკას არა მარტო ჩემი შესრულებით. ტიპს მესხი, მეტრეველი, პაიჭაძე, ყიფიანი, ხურცილავა, გუცაევი.... საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ჰგონია და რომელ ჟურნალისტიკაზე და პროფესიონალიზმზე მელაპარაკები? CV რომ გაუგზავნა ჩვენს ფედერაციას თქვენს ნაკრებს გაგიწვრთნითო:))))) მოკლედ არ გეწყინოს მაგრამ ძალიან ბავშვური პასუხი გამეცი, მე კი გირჩევ "ალექსას" ყველა სტატია წაიკითხო, განსაკუთრებით ნაკრებთან დაკავშირებული (მათეუსზე სტატია არ დაგავიწყდეს, :))))), გააანალიზო, ასევე კომენტარები ნახო ვინ როგორ აფასებს "ალექსას" და შემდეგ მიხვდები თუ რატომ დავწერე ის, რაც დავწერე
g
ჩვეულებრივი სტატიაა ხალხო რას ერჩით ამ ადამიანს? ჩვენ ჩვენს მკვდარ მივხედოთ ჯობია.და ჩვენი ჩემპიონატი გავარჩიოთ.ეგეთი თამაშებიდან კი სიამოვნება მივიღოთ,დარწმუნებული ვარ აქ ვინც აკომენტარებს ბევრს არც უნახია თამაში ლაივში...
გულშემატკივარს
შენ უსინდისო ხარ. კაკაურიძეს ასე როგორ ახსენებ? იცი ვინაა? რა გაგიკეთებია შენ? ვინ ხარ? ინტრიგნობის გარდა რა შეგიძლია? მე თავს დავდებ ალექსაზე და შენ ვინ ხარ? გამოდი, დაწერე სახელი და გვარი
გულშემატკივარი
რას ერჩით ნეფარიძეს? საერთოდ მგონია რომ მსგავს სტატიებს კაკაურიძე წერს, "ზეობიექტური" ტიტანი ჟურნალისტთა შორის :)))))) მოკლედ სტატია დაწერილია ან რეალის მაგარი ფანის მიერ, ან მაგარი "ანტიბარსისტის" მიერ. შეიძლება ჩვენი ბრალიც არის, მე პირადად ვითხოვდი, რომ კაკაურიძეს საერთოდ არ დაეწერა სტატიები, მაგრამ რედაქციამ ეტყობა "ვირეშმაკობას" მიმართა დაააა........ დააწერინა კაკაურიძეს და გამოაქვეყნა ნეფარიძის დაწერილად. ეჰ არაფერი გეშველებათ ქართველო ჟურნალისტებო, ასე უსაშველოდ "ობიექტურობაც" არ შეიძლება, ამ თქვენ "ობიექტურობასაც" აქვს ზღვარი :)))))
დათო
ღამის 2 საათზე დაწერილი მიმოხილვაა. ასე რომ გასაკვირი არაა მსგავსი უაზრობები რომ წერია.
zaza
სტატიის ავტორი ან გაგებაში არაა რა არის ფეხბურთი, ან რეალის ისეთი ბალეშიკია იგონებს რაღაცეებს. თუ წერ, ისე დაწერე როგორც სპორტულ საიტს შეეფერება.
kaxa
Messis rac ert ertze gakacs is rom gaitanon bolo 2 tamashshi 10 buti eknebodat gatanili.am mxriv ar umartlebs arc messis arc gunds.
vanmoo
რაა მაგ ეპიზოდში სადაო,რონალდუ აშკარად თამაშგარეში იდგა
irakli
ნიკოლოზ ნეფარიძე შენ ბიჭო მიატოვე სპორტული სტატიების წერა,წადი ქსოვე. საკამათო მანდ არ იყო არაფერი რონალდო თამაშგარეში იყო,და იკერს რას ერჩი ?? ისწავლე სტატიის წერა !!!
kaxa
Barselonas dagla etkoboda.sitistan gamoipitnen.imitomac iko 1 taimi dzalian susti.meoreshi gadauares.daglilebma mouges.kochag.
manuchar
Erti realis baleishiki da meore asaval dasavalis redaqtori tyuilebshi ra
21
რამდენჯერმე აჩვენეს ბეილის გოლის მომენტის გარჩევა - თამაშგარეში იყო რონალდო, როცა პასს აწვდიდნენ... ბეილი არაფერ შუაშია. ასე რომ, საკამათო მანდ არაფერი დარჩა, მსაჯი მართალი იყო...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ევრო 2016-ის ამბები: ცვლილება "ფურია როხაში"
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
პსჟ-ბარსელონა 1:3 - "ბარსამ" საქმე მოამთავრა [VIDEO]
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ძალიან დიდი ციფრები - მაიამის "ინტერის" თანამფლობელმა მესის ანაზღაურებაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ვინ დატოვებს "ბარსელონას" - პირველი ჟერემი მატიო იქნება
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
დრიბლინგი: მარილიანი ვარდი და ამჟავებული ჟოზე
"ბარსელონა"-"რეალი". გამოხმაურება: კლასიკოდან დანახული ტიტული [VIDEO]
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ლიონელ მესი და ნეიმარი "ბარსელონას" ფლორენციაში არ მიჰყვებიან
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა