სამწლიანი განშორების შემდეგ 27 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა

სამწლიანი განშორების შემდეგ 27 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა. "ამერის" ყოფილი ფორვარდი სეზონს ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში, თბილისის "დინამოში" განაახლებს.

- საქართველოში საახალწლოდ რომ დავბრუნდი, კლუბის შეცვლას ვფიქრობდი. ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დარჩენაც შემეძლო, მაგრამ უფრო ამბიციურ გუნდში მსურდა თამაში. მით უმეტეს, მინდა, კვლავ ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში. ახალი კლუბის არჩევისას სწორედ ნაკრებში მოხვედრა იყო ჩემი ორიენტირი. კარგა ხანია, მესმის, რომ თემურ ქეცბაია ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეებს ნაკრებში მოსახვედრად შანსს აძლევს და მეც თანახმა ვიყავი, საქართველოში მეთამაშა. ორი ქართული კლუბი დაინტერესდა ჩემით. ორიდან ერთი "დინამო" იყო. მოლაპარაკება რამდენიმე დღე გაგრძელდა და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, "დინამოში" ვითამაშებ.

- კონტრაქტი უკვე გააფორმეთ? ხელშეკრულება რა ვადისაა?

- ყველა პირობაზე შევთანხმდით, კონტრაქტს ამ დღეებში გავაფორმებ. ვადა 6 თვე პლუს 2 წელიწადია.

- ზაპოროჟიეს "მეტალურგი" უპრობლემოდ დატოვეთ?

- უკრაინულ კლუბთანაც ასეთი კონტრაქტი მქონდა. 6 თვის შემდეგ უპრობლემოდ შემეძლო წამოსვლა. ზაპოროჟიელებს ჩემი შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ, კონტრაქტის მიხედვით, ჩემი სიტყვა გადამწყვეტი იყო და პრობლემა არ შემქმნია, "დინამოში" უსასყიდლოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი.

- ჩემით ორი ქართული კლუბი დაინტერესდაო, თქვით. მეორე რომელი იყო? ვიცით, უცხოური ვარიანტებიც.

- მეორე რუსთავის "ოლიმპი" იყო, მაგრამ უკვე დინამოელი ვარ. უკრაინიდან "სევასტოპოლის", "ზარიასა" და "ტავრიას" ვარიანტები იყო. სხვა უცხოურ გუნდებზეც მითხრეს, მაგრამ უკვე "დინამოსთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებას და სხვა კლუბებით აღარ დავინტერესებულვარ.

- ახალ გუნდში უკვე ვარჯიშობთ. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

- რა თქმა უნდა, დადებითი. ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის "დინამოში" თამაში დიდი პატივია, საამაყოა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ჩემს ცხოვრებაში ახალი, "დინამოს" ხანა იწყება და საკმაოდ მონდომებული ვარ. მინდა ეს პერიოდი წარმატებული იყოს და ეროვნულ ნაკრებამდე მიმიყვანოს. "დინამოს" დიდი მიზნები აქვს და ყველანაირად შევეცდები, ჩემი წვლილიც შევიტანო საერთო საქმეში.

- "დინამოს" თავკაც კახა კაჭარავას თუ ესაუბრეთ?

- მთავარ მწვრთნელს შევხვდი და გუნდში არსებულ სიტუაციაზე, მიზნებზე, მომავალზე ვილაპარაკეთ. იგი ჩემი პიროვნული თვისებებით დაინტერესდა. მასთან ლაპარაკში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დისციპლინას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს მართლაც უმთავრესი მომენტია. კაჭარავა თითქმის სრულად იცნობს ჩემს შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი მუშაობა შედეგიანი და წარმატებული იქნება.

- ახალი გუნდი ახალი გარემოა, როგორ შეეგუეთ?

- გუნდის კაპიტან ალექსანდრე კოშკაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ მეგობრები ვართ. სხვა ფეხბურთელებსაც ვიცნობდი. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა არ მექნება.

- ამბიციურ გუნდში თამაში მინდოდაო, თქვით და "დინამოს" სწორედ ასეთი მიზნები აქვს.

-გუნდის ამბიცია ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული და გამოწვევაა. "დინამო" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ზაფხულიდან კი ევროტურნირზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიასპარეზოთ.

- ალბათ, თქვენს პოზიციაზე, ცენტრალურ თავდამსხმელად ითამაშებთ.

- ცენტრფორვარდი ვარ, მაგრამ შემტევ ნახევარმცველადაც მითამაშია. ყველაზე შედეგიანი თავდასხმის ცენტრში ვარ, მაგრამ თუ გუნდს დასჭირდება, სხვა პოზიციაზე ვითამაშებ. ეს მწვრთნელმა ჩემზე უკეთ იცის და ის გადაწყვეტს.

- ნომერი უკვე შეარჩიეთ?

- ჯერ არა. წინა გუნდებში 18 ნომრით ვთამაშობდი და თუ "დინამოში" ეს ნომერი თავისუფალი იქნება, ისევ ავირჩევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის