ვგონებთ, შეჯიბრებამ დადებითზე მეტი ნაკლი გამოავლინა - რომ არა ბოლო დღე, ტურნირი ჩვენთვის ძალზე წარუმატებლად ჩაივლიდა
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა გამოსვლა თბილისის "დიდ პრიზზე" - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (+100) გახდნენ, რომლებმაც ფინალში თანაგუნდელებს, ვალერი ლიპარტელიანსა (90) და ადამ ოქრუაშვილს (+100) მოუგეს.

კიდევ ერთი ვერცხლი უშანგი მარგიანმა (81) მოიპოვა, მესამეზე კი ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73) გავიდნენ.

ბრინჯაოსთვის კიდევ ოთხმა ქართველმა იჭიდავა - ამირან პაპინაშვილმა (60), ზვიად კაპანაძემ (73), გიორგი პაპუნაშვილმა (81) და ალექსანდრე მსხალაძემ (100), მაგრამ მეხუთეზე დარჩნენ. თუმცა ამათგან კაპანაძე ტატალაშვილთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნაადრევად დამარცხდა და უმედლოდ დარჩა ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), რაც მსოფლიოს ძიუდოში სენსაციის ტოლფასი მოვლენაა.

სამაგიეროდ, ჭრიკიშვილი გაზეთმა "ლელომ" საგანგებო პრიზით დააჯილდოვა, როგორც გაზეთის ვერსიით შარშანდელი წლის საუკეთესო სპორტსმენი. მას პრიზი "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ გადასცა, ამ ფაქტით კი უმალ დაინტერესდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი და დაჯილდოებული ჭრიკიშვილი მაშინვე აღნუსხეს.

ამ ტურნირის ფარგლებში, დაჯილდოების კიდევ ერთი ცერემონიალი გაიმართა - საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა ოლიმპიური გუნდის ექიმს, ძიუდოს მსაჯსა და მწვრთნელ ზურაბ კახაბრიშვილს, ვისაც ხუთი ოლიმპიური ციკლი ჩაუტარებია. ქართველების გარდა, ის უცხოელებსაც აქტიურად ეხმარება და სწორედ ამ ყურადღებისთვის გამოარჩია საერთაშორისო ფედერაციამ.

ტურნირზე განსაკუთრებით წარმატებული ბოლო დღე გამოდგა, როცა სამიდან ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა. შესაბამისად, მედლების უკეთესი და უმეტესი ოდენობაც მაშინ დავიმსახურეთ - 2-2 ოქრო-ვერცხლი. ბოლო დღის გამონათებამ გუნდურ ჩათვლაშიც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია - საერთოშიც და ვაჟებშიც პირველ ადგილზე გადავედით.

თუმცა ეს დღე უფრო აღსანიშნავი ქართული ფინალით გამოდგა - 90 კილოგრამში ღვინიაშვილმა და ლიპარტელიანმა ისეთი ჭიდაობა გააჩაღეს, წინა დღეებში გამოჩენილი ლამის ყველა ხარვეზი გადაფარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ტურნირის შუქ-ჩრდილები

შეჯიბრება საკმაოდ ძლიერი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში მონაწილეთა რაოდენობამ იკლო. შესაბამისად, ჩვენს ბიჭებს კარგი სპარინგები გამოუვიდათ, მწვრთნელებმაც ნაკლოვანებები სრულად დაინახეს, ახალგაზრდებმა კი დიდი გამოცდილება მიიღეს. შეჯიბრება საკმაოდ მაღალი დონისა გამოდგა და მაყურებელმაც ფრიად ისიამოვნა.

რაოდენ დასანანია, რომ ქომაგს მსგავსი ზეიმი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეძლევა - არა მხოლოდ ძიუდოში, ზოგადად, საჭიდაო სახეობებში. სპორტის სასახლეში მაყურებელიც ბლომად მივიდა. განსაკუთრებით - 22 მარტს, როცა ტრიბუნები ლამის სრულად შეივსო.

ვგონებთ, შეჯიბრებამ დადებითზე მეტი ნაკლი გამოავლინა. კიდევ ვიმეორებთ - რომ არა ბოლო დღე, ტურნირი ჩვენთვის ძალზე წარუმატებლად ჩაივლიდა. პირველი ორი დღის, განსაკუთრებით კი, პარასკევის უსახურ გამოსვლას ჭრიკიშვილის ოქროც კი ოდნავ თუ გააფერადებდა, თორემ ვერ გადაფარავდა.

ზემოხსენებულ დადებით მომენტებთან ერთად, ახალგაზრდების ერთი ჯგუფის (ზვიად კაპანაძე (73), უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - 81), ფრიდონ გიგანსაც (73) არა უშავდა) კარგი გამოსვლაც მიგვაჩნია, თუმცა სხვების ჩავარდნა სერიოზულ ანალიზს მოითხოვს.

აღსანიშნავია ნაკრების ორი ახალგაზრდა ლიდერის - ღვინიაშვილის და მატიაშვილის კარგი ჭიდაობა. ისინი შარშან სეზონის ბოლოს ფორმიდან ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ, თითქოს გადაღლილები იყვნენ, მაგრამ, ეტყობა, უკვე საბოლოოდ აღიდგინეს ძალები და მართლაც ძლიერად იჭიდავეს. ისიც კარგია, რომ ესტაფეტა ახალი თაობისკენ გადაიხარა, თუმცა ჩვენი ნაკრები იმდენად ახალგაზრდულია, ასე თაობებად დაყოფა ძალზე პირობითია.

სამაგიეროდ, გუნდის ტიტულოვანი და ძველი ლიდერები ვერ ჩანდნენ ფორმაში და, ზოგადად, გუნდის საერთო მომზადებაც ვერ გამოჩნდა სასურველი. უცნაურია, მაგრამ დიუსელდორფში ნაკრები ბევრად უფრო დამაჯერებელი ჩანდა. ევროპის თამაშებამდე სამ თვეზე მეტი რჩება და, იმედია, მანამდე მწვრთნელები ხარვეზებს გამოასწორებენ. თუმცა ახლანდელი ნაკლოვანებები თვისობრივად დაახლოებით იმ ტიპისა გვგონია, რაც ამ გუნდს ჯერ კიდევ შარშან, სეზონის დასაწყისში გამოაჩნდა.

ქართული ფინალების დღე

90 კილოგრამში მართლაც მშვენიერი ფინალი გაიმართა, თუმცა მათ მანამდეც კარგად იჭიდავეს. განსაკუთრებით - ღვინიაშვილმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, ლიპარტელიანი კი ისევ ისე გონივრულად მოქმედებდა, მაგრამ ილეთების გაკეთება უფრო უჭირდა.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში უნგრელი მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი ისევ უშანსოდ დააიპონა. მანამდე შვედი იოაკიმ დვარბი და აზერბაიჯანელი ტურალ შაფგულიევიც დააიპონა, ფინალში კი ლიპარტელიანი შებოჭა.

ევროპის ორგზის ჩემპიონი იქნებ ტურნირზე ძალებს ზოგავდა და ტექნიკურად ამიტომ არ ჭიდაობდა, თუმცა პირველ შეხვედრაში ფრანგ ლუდოვიკ გობერტთან საკმოდ იწვალა, ვიდრე სავაზარედ ამოუსვამდა - მანამ ორჯერ ვერ დააგდო. უზბეკ შერალი იურაევს გაფრთხილებებით მოუგო, მერე კი ზედიზედ მეორედ დაამარცხა შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი - იუკოთი, თუმცა ერთხელ კინაღამ შებოჭა. ჩვენებური ახლაც დომინირებდა მასთან, კიდევ ერთხელ გადაურბინა და ჩანს, "შვედური კომპლექსი" საბოლოოდ მოიშორა.

ეს შედეგი ორივე ფალავანს ვარჯიშის გაძლიერებისკენ უბიძგებს - ღვინიაშვილს მონაპოვრის შესანარჩუნებლად, ლიპარტელიანს - დაკარგულის მოსაპოვებლად, რაც საბოლოოდ ნაკრებს წაადგება.

იხილეთ ვიდეო

ეტყობა, მატიაშვილმაც იპოვა საკუთარი ჭიდაობა - როგორც თქვა, იანვრის შემდეგ წონაში დაიკლო და ახლა მშვენივრადაც მოძრაობდა, ილეთებსაც ბლომად აკეთებდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად უკრაინელი ალექსანდრ გორდიენკო დააიპონა ნახევარფინალში, თუმცა ნაკლები გდებები არც ყაზახ რუსლან აბრაზაკოვს გაუკეთა, ხოლო რუსი ასლან კამბიევი ვაზარის შემდეგ იპონზეც დააგდო. ფინალში ოქრუაშვილს გაფრთხილებებით აჯობა.

ოქრუაშვილმა 10 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ მეტია საჭირო. თუმცა აქ გდებებიც აკეთა - უკრაინელი იაკიმ ხამო მასით დაჯაბნა, ძლიერი ებრაელი ორ სასონი და უზბეკთა მსოფლიოს სამგზის მესამე პრიზიორი, ოლიმპიადის ფინალისტი გვერდზე დაიქნია და პირველი იუკოზე, მეორე კი ვაზარზე გადააგორა.

იხილეთ ვიდეო

მარგიანი და გორელები

შარშანდელი მცირე ჩავარდნა მარგიანმაც დასძლია და ფინალამდე მშვენივრად მივიდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ნახევარფინალში იმარჯვა რუსთა ორგზის ევროჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვთან - ორივე მხარზე აღებული ჩავლებით ვარდნაში უშანსოდ გამოცერა, თუმცა წინა წრეში ჭრიკიშვილის მომგები მონღოლი დაგვაჯურენ ნიამსურენი დასრულებამდე 4-ოდე წამით ადრე დააიპონა.

დასაწყისში სომეხ დავიდ სარგსიანს და სერბ სრდჯან მრვალჯევიჩსაც დამაჯერებლად, უშანსოდ მოუგო, ფინალში კი რუს ალან ხუბეცოვთან დამარცხდა.

რუსი ფიზიკურად ჩინებულადაა მომზადებული და გასაქანი არ მისცა ჩვენებურს. თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როცა ქართველის მიტევებისას ჩავარდა. ალბათ, ქომაგს აქვს საფუძველი მსაჯზე გაბრაზებისა - ძალიან ხშირად ამაზე ბევრად უფრო უმნიშვნელოზე აფრთხილებენ, თუმცა ერთნიშნად მსაჯის დადანაშაულებაც გვიჭირს - იმ ეპიზოდებში რუსი თვითონაც შედიოდა ილეთზე, პასიური ჩავარდნები არ იყო.

ასეა თუ ისე, მარგიანს მაინც აქტივში ჩაეთვლება ეს ტურნირი.

დამაჯერებლად გამოვიდნენ 73 კილოგრამის ლიდერები - შავდათუაშვილი და ტატალაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონი ამ ტურნირს ნორმალურ ფორმაში შეხვდა და კარგადაც იჭიდავა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა - ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან ცხადად გამოჩნდა, რომ ამ წონისთვის პატარაა, არ ჰყოფნის ფიზიკური პარამეტრები. თუმცა, ვფიქრობთ, ძალაც აკლია.

თუმცა სწორი მუშაობით, ბევრი ვარჯიშით ამას ეშველება და ღონე აუცილებლად მოემატება, რაც ზემოაღნიშნულ პრობლემასაც მოაგვარებს.

ის ორუჯოვთან უკვე მესამედ დამარცხდა, თუმცა ამჯერად თითქოს რევანში ახლოს იყო - ჩვენებურმა ორი გაფრთხილება მიაღებინა და მშვიდად მიჰყავდა საქმე მოგებისკენ, მაგრამ ეს მეორე გაფრთხილება წითელი ნაჭერი აღმოჩნდა მეტოქისთვის. ორუჯოვმა ამის შემდეგ მყისვე იფეთქა და საოცარი სისწრაფის შტურმი მოუწყო ოლიმპიურ ჩემპიონს, გრიგალივით დაატყდა თავს. სამწუხაროდ, შავდათუაშვილი მისი ზემასირებული შეტევებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა და ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირა.

მოგვიანებით პირად საუბარში თვითონაც აღნიშნა, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდაო. ვფიქრობთ, ჩავლებით შეიძლებოდა მისი გაჩერება, ოღონდ ეს კარგ ფიზიკურ მომზადებას - გამართულ სუნთქვას და ძლიერ მაჯებს მოითხოვს. იქნებ მწვრთნელებს სხვა კოზირიც ჰქონდეთ მოფიქრებული, მაგრამ რაკი ოთხი პაექრობიდან უკვე მესამედ მოუგო, ფაქტია - რაღაც სასწრაფოდაა შესაცვლელ-დასამუშავებელი. ორუჯოვი ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა და მისი შესწავლაა საჭირო.

როგორც გითხარით, შავდათუაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა - გახსნილად, ტექნიკურად და თავისუფლად ჭიდაობდა. პირველ შეხვედრაში შვედ ტომი მაციასს დაასკდა თავზე და ორი ვაზარი აართვა, პოლონელი დამიან ზვარნოვიცკი მოგვერდით დააიპონა, მეოთხედფინალში კი მან და ტატალაშვილმა ერთმანეთი არ დაზოგეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაფრთხილებებით 3:2 მოიგო, თუმცა გარკვეული უპირატესობა მის მხარეს იყო და არც ჩაკეტილი ჭიდაობა ყოფილა. დამამშვიდებლის ფინალში შავდათუაშვილმა ორუჯოვის ჯავრი მის თანაგუნდელ ჰუსეინ რაჰიმლიზე იყარა და მშვენივრად დააიპონა.

ტატალაშვილზე ისევ გავიმეორებთ ადრე თქმულს - ნეტავ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზეც შეინარჩუნებდეს იმ განწყობას, რასაც საერთაშორისო ტურნირებზე ავლენს. თუ არ ჩავთვლით შავდათუაშვილთან შეხვედრას, სხვებში მთლიანად დომინირებდა და აკონტროლებდა მიმდინარეობას.

თუმცა იყო ერთი დრამატული შეხვედრაც - სულ პირველი თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან, როცა მეტოქე დასრულებამდე 3 წამით ადრე გაუფრთხილეს და ამით მოიგო, თუმცა თურქი სრულიად დამსახურებულად დასაჯეს.

ჩვენებურმა ფრანგ გილიომ ჩაინესა და მოგვიანებით დამამშვიდებელში უკრაინელ არტიომ ხომულასთან წმინდა გდებებით მოიგო, ბრინჯაოსთვის კი ზვიად კაპანაძეს გაფრთხილებებით აჯობა. საინტერესოა, რომ ამ წონაში ბრინჯაოსთვის მოჭიდავე სამივე ქართველი გორელია.

თბილისის გრან-პრი 2015. კვარცხლბეკი.

ვაჟები

60 კგ

1. შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი), 2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია), 3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი).

66 კგ

1. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი), 2. ბარუხ შმაილოვი (ისრაელი), 3. ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი), გიორგი ზანთარაია (უკრაინა).

73 კგ

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი), 2. დასტან იკიბაევი (ყაზახეთი), 3. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - საქართველო), 5. ზვიად კაპანაძე (საქართველო).

81 კგ.

1. ალან ხუბეცოვი (რუსეთი), 2. უშანგი მარგიანი (საქართველო), 3. სირაზუდინ მაგომედოვი (რუსეთი), დავგასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი), 5. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო).

90 კგ

1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (მონღოლეთი)

100 კგ

1. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 2. დმიტრი პეტერსი (გერმანია), 3. ეუგენიუს ბოროდავკო (ლატვია), კარლ-რიცხარდ ფრეი (გერმანია), 5. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო).

+ 100 კგ

1. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), 3. ალექსანდრ გორდიენკო (უკრაინა), ასლან კამბიევი (რუსეთი).

ქალები

48 კგ

1. მარინა ჩერნიაკი (უკრაინა), 2. ხულია ფიგუეროა (ესპანეთი), 3. აურორე კლიმენსე (საფრანგეთი), ებრუ შაჰინი (თურქეთი).

52 კგ

1. იაანა სუნდბერგი (ფინეთი), 2. იისე ჰეილენი (ბელგია), 3. ოდეტა ჯიფრიდა (იტალია), ლაურა გომესი (ესპანეთი).

57 კგ

1. სუმია დორჯსურენი (მონღოლეთი), 2. ვლორა ბედეტა (სლოვენია), 3. მირიამ როპერი (გერმანია), ვიოლა ვეხტერი (გერმანია).

63 კგ

1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია), 2. მუნკზაია ცედევსურენი (მონღოლეთი), 3. ედვიგ გვენდი (იტალია), მარტინა ტრაიდოსი (გერმანია).

70 კგ

1. საუნდრა დიდრიხი (გერმანია), 2. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), 3. ლინდა ბოლდერი (ისრაელი), მარიე ევა ჟაი (საფრანგეთი).

78 კგ

1. კაილა ჰარისონი (აშშ), 2. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი), 3. კიონ სოლი (ჩრდილოეთი კორეა), კერსტინ ტილე (გერმანია).

+78 კგ

1. სონ იუ (ჩინეთი), 2. სვეტლანა იარომკა (უკრაინა), 3. ემილიე ანდეოლი (საფრანგეთი), ფრანცისკა კონიტცი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kutaisski
იცით რა გამეხარდა ყველაზე ძალიან, ევრონიუსმა 3 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა ამ ტურნირს. კარგია, საქართველოშიც რო ტარდება ასეთი რეიტინგული შეჯიბრი. ისე ზოგიერთმა ფულიანმა ბიზნესმენმა თავის ჯიბიდან ცოტა რო წაამატოს საპრიზო ფონდს, მეტი ბობოლა ძიუდოისტიც ჩამოვა და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიც აიწევს.
fraternity
შავდათუაშვილმა ტატალაშვილს გაფრთხილებებით კი არა იუკოთი მოუგო.
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]