სამინისტროსთან და ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, უკვე განიხილება 2016 წლის თბილისის გრან-პრის ახალ სასახლეში ჩატარების საკითხი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტულ დირექტორთან, ვლადიმირ ბარტასთან, სპორტულ მენეჯერ ლისა ალანთან და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მშენებარე ახალი სპორტის სასახლე მოინახულა.

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. არენა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, თბილისი 2015-ის ფარგლებში შენდება.

ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლე ხელბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ძიუდოს და სპორტის სხვადასხვა სახეობის უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა მშენებარე სასახლე მოიწონეს. სამინისტროსთან და ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, უკვე განიხილება 2016 წლის თბილისის ძიუდოს გრან-პრის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარების საკითხი.

ახალ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყობა, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება კალათბურთის და ხელბურთის ტურნირების მიღება. ერთი დარბაზი 800, ხოლო მეორე 3 000 გულშემატკივარს დაიტევს.

სპორტის სასახლეში განსაზღვრულია სპორტსმენების გასახდელების, საშხაპეების, ჟურნალისტების სამუშაო ოთახების, ვიპ-ლოჟის, საპრესკონფერენციო დარბაზის, საკომენტატორო ოთახების, კაფეტერიის და სასახლეში მომუშავე პერსონალის სამუშაო ოთახების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასახლეში ცალკე გამოიყოფა ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

წყარო: msy.gov.ge

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
FIBA ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს
თბილისის გრან-პრი. III დღე: ბრინჯაოსთვის მხოლოდ ერთი ქართველი იბრძოლებს
თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
ბექა ღვინიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისი ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგას უმასპინძლებს
ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა
თბილისის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
სენსაცია: ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრან-პრის გამოეთიშა!
თბილისის გრან-პრი: პრობლემებიც მრავლად გამოჩნდა
შავდათუაშვილმა და ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს