ჯერარდი გამოვიდა, ჯერარდი წავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ენფილდზე" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და უახლოეს მდევარ "ლივერპულთან" სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.

ლუი ვან გაალმა "წითელი ეშმაკები" მშვენიერი ტაქტიკით ათამაშა და შემადგენლობაც გამოიცნო. ერთხელაც გავიხსენოთ, რომ 63 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს ჩემპიონის ტიტული ჰოლანდიაში "ალკმაართან" და "აიაქსთან" ერთად აქვს მოგებული, ესპანეთში - "ბარსელონასთან" და გერმანიაში - "ბაიერნთან" ერთად. ჰოლანდიელმა ყველაზე დიდ გამარჯვებას კი ამსტერდამელებთან ერთად 1994/95 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მანჩესტერელთა რიგებში ხუან მატამ გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თანაც ორივე გოლი კარგი გახლდათ, განსაკუთრებით კი, მეორე, რომელიც ესპანელმა დახვეწილი "მაკრატელათი" გაიტანა. "ენფილდის" სტუმრები პირველ ტაიმში ჩინებულად გამოიყურებოდნენ და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, უფრო მეორე ნახევარში გაუჭირდათ, როდესაც "ლივერპული" ათი კაცით თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ დამსახურებულად იმარჯვეს. საინტერესოა, რომ მეტოქის კარში ზუსტად "მანჩესტერმა" სულ 4-ჯერ დაარტყა და აქედან ორჯერ გაიტანა.

"გუნდურად ვითამაშეთ, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ამ სეზონში.

განსაკუთრებულად კარგი თამაში პირველ ტაიმში ვაჩვენეთ. "ლივერპული" ფანტასტიკურ ფორმაში იყო და მეტოქე მისივე იარაღით დავამარცხეთ - ბურთის კონტროლი და ზეწოლა. მეორე ტაიმში, იმის მიუხედავად, რომ ერთი კაცით მეტნი ვიყავით, ცოტა მოვუკელით, ისეთი წნეხი აღარ გამოგვდიოდა და "ლივერპულს" თამაში გაუადვილდა, რაც კარგი არ არის. თუმცა, საბოლოოდ, მოვიგეთ და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა" - განაცხადა ვან გაალმა.

მატას ეფექტი

მატას მეორე გოლი იმდენად ეფექტური იყო, რომ ტიმ ბარტონმა "ედვარდ მაკრატელხელას" გაგრძელება უნდა გადაიღოს და ჯონი დეპის ნაცვლად მატა ათამაშოს მთავარ როლში - "ხუან მაკრატელფეხა". ესპანელისადმი ქება-დიდება არც ვან გაალს დაენანა. იგი მატას, თითქოს, არ სწყალობდა ხოლმე, მაგრამ წინა მატჩში "ტოტენჰემთან" იანვრის მერე პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში და მერსისაიდელებთანაც დატოვა სასტარტოში. ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ენდო, არც შემცდარა.

"ხუანი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე ბალანსს ვეძებდი, რომელიც ვიპოვე და მივაგენი პოზიციას, რომელითაც მატა ყველაზე უკეთ გვეხმარება. პლუს, ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა" - დასძინა ვან გაალმა.

ხუან მატა: " ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ძალიან ბედნიერი ვარ და არა მხოლოდ ჩემი გოლების გამო, არამედ იმიტომ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ".

"შესამჩნევია, რომ "მანჩესტერი" ბურთს ძალიან სწრაფად ათამაშებდა და მათ მიერ ერთი-ორი შეხებით გათამაშებული კომბინაციების ხარისხმა და პროდუქტიულობამაც საგრძნობლად იმატა. "იუნაიტედი" გასნაკუთრებით შთამბეჭდავი პირველი 45 წუთის განმავლობაში გახლდათ, როდესაც უბურთოდ ყოფნისასაც, გასაქანს არ აძლევდა მეტოქეს" - ასე შეაფასა მანჩესტერელების თამაში ალან შირერმა.

პრემიერლიგაში გოლების რაოდენობის მხრივ, შირერის რეკორდის მოხსნის თეორიული შანსი უეინ რუნის აქვს, რომელმაც მატჩის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა ("მანჩესტერის" მეოთხე ზუსტი დარტყმა სწორედ ეს იყო, სიმონ მინოლემ "სეივი" შემოგვთავაზა). მატჩის მერე "შრეკმა" დანანებით აღნიშნა - ვწუხვარ, დარტყმის უფლება მატას რომ არ დავუთმე, რომელსაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლოო.

"ლივერპულს" პრემიერლიგაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა - 10 მოგება და 3 ფრე. ბოლო მარცხი მერსისაიდელებს სწორედ "მანჩესტერთან" ჰქონდათ - "ოლდ ტრაფორდზე" 0:3. და აი, ახლა "ენფილდის" ბინადრები კვლავაც "წითელმა ეშმაკებმა" შეაჩერეს. კიდევ სამი ცუდი ამბავი:

ადამ ლალანას ტრავმა, რომლის გამოც იგი, სულ ცოტა, 7-10 დღე დაისვენებს; მარტინ შკრტელის მომავალი დისკვალიფიკაცია, სლოვაკმა შეხვედრის მიწურულს დავიდ დე ხეას დააბიჯა და ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ იგი სასჯელს ვერ გადაურჩება და სტივენ ჯერარდის გამოხდომაა, სადამდეც მივალთ...

ჰო, კიდევ ამ ყველაფერს დანიელ სტარიჯის მიკროტრავმა დაემატა, რის გამოც, შესაძლოა, ვერც ის დაეხმაროს ინგლისის ნაკრებს, მაგრამ "ლივერპულს" შემდეგი ტურისთვის, წესით, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. შემდეგ ტურში კი, სანაკრებო პაუზის მერე, ბრენდან როჯერსის ბიჭები კარგ ფორმაში მყოფ "არსენალს" ესტუმრებიან და თუ ეს შეხვედრაც წააგეს, ოხეულში მოხვედრის შანსები ძალიან შეუმცირდებათ; ეს კი არა, "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" სულ რაღაც ერთ ქულაში არიან.

სიგიჟის 38 წამი და ოპტიმისტი როჯერსი

მატჩზე დიდი გავლენა იქონია ჯერარდის წითელმა ბარათმა. "ლივერპულის" ლეგენდა, რომელიც სეზონის ბოლოს "ლოს ანჯელეს გელექსიში" მიდის, მინდორზე შესვენების მერე გავიდა და შესვლიდან 38 წამში გააძევეს.

მას მოედნის ცენტრში კარგად მოთამაშე ანდერ ერერა ეუხეშა, ხოლო წყობიდან გამოსულმა ჯერარდმა წაქცეულ ესპანელს ფეხზე დააბიჯა. სტივი ჯიმ თავისი გუნდი დააღალატა. მას წინა სეზონში "ჩელსისთან" ფეხის დაცდენაც უხსენეს. ახლა მას დისკვალიფიკაციის გამო სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს. მერსისაიდელთა კაპიტანმა საჯაროდ მოიბოდიშა.

"არბიტრი მართალი გახლდათ, როდესაც წითელი ბარათი მიჩვენა. ჩემი თანაგუნდელები და ფანები დავაღალატე. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. არ ვიცი, რამ გამოიწვია ეს. ალბათ, რეფლექსური პასუხი იყო უხეშობაზე. ამაზე საუბარი აღარ მსურს და მეტი სათქმელი არც არაფერი მაქვს. უბრალოდ, მინდა მოვიბოდიშო, ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებსა და გუნდს" - აღნიშნა ჯერარდმა.

"სტივენმა, ალბათ, პირველი ტაიმის ყურებისას შენიშნა, რომ ვარდნები გვაკლდა და სურდა, უფრო ხისტად გვეთამაშა. რასაკვირველია, მას ის არ სურდა, რაც გამოვიდა. იგი ბრწინვალე კაპიტანი და ადამიანია, უკვე მოიბოდიშა და ამით საკითხი დახურულია. ბრძოლას ვაგრძელებთ. ბიჭებმა, წითელი ბარათის მიუხედავად, სცადეს მატჩის გადარჩენა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა.

ახლა კი მეც და სხვებიც ძველებურად გავაგრძელებთ მუშაობას. ბოლომდე ჩართული ვიქნები საქმეში და შევეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და კარგ შედეგს მივაღწიოთ. ოთხეულში მოხვედრის რეალური შანსი ისევ გვაქვს" - თქვა როჯერსმა, რომელიც ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

იესოდან პელემდე

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ხანგრძლივი და შთამბეჭდავი წაუგებელი სერია დაიწყო მას მერე, რაც "ენფილდზე" იესოს იერსახის მქონე ადამიანი გამოჩნდა, ხელში შემდეგი შინაარსის ბანერით - "ბრენდან, მე შენ გვერდით ვარ". "მანჩესტერთან" მატჩს კი თვით პელე ესწრებოდა, რომლის ვიზიტიც ენფილდელთათვის ფეხბედნიერი ვერ გამოდგა.

პელეს თემაზე უამრავი ხუმრობა და ვარიაცია გავრცელდა. "და აი, პელე წამოდგა და ყვირილით ამტკიცებს, რომ მას 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი" - ეწერა სურათის ქვეშ, რომელზედაც ფეხზე წამომდგარი პელე, რომელსაც ფანები შეჰყურებენ, რაღაცას ამბობს. ლეგენდარული ბრაზილიელი ბობი ჩარლტონის სიახლოვეს იჯდა და... "მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი... და პელე" - ამბობდნენ ერთნი. "პელესთვის დიდი პატივია მარუან ფელაინის ცოცხლად ხილვა" - ამტკიცებდნენ მეორენი და ასე შემდეგ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
რა გინდა შეასწორეს :) :)
fraternity-ს
მაგას ისეთი ტელევიზორი აქვს მომავალი სეზონის თამაშებს უჩვენებს და აერია კაცს სტატიები:)))
fraternity
ავტორ, რაიმე სხვა თამაშს ხომ არ უყურე? მესამე გოლი სად დანახე ჩვენც გვითხარი :) :)
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ბარსელონა" ხუან მატათი დაინტერესდა