ტრავმის გამო მანუჩარ მარკოიშვილის უთამაშებლობა "კანტუს" მთავარ მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერის ძალიან აღელვებს
იტალიის ჩემპიონატში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ველოდით მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" შემადგენლობაში დაბრუნებას, ექიმებმა თქვეს - "ბენეტონის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნებაო, მაგრამ "კანტუ"-"ბენეტონის" მატჩის განაცხადში მანუჩარი ვერ ვიხილეთ. როგორც ჩანს, მანუ ჯერ ბოლომდე არ არის მწყობრში. ქართველის არყოფნა "კანტუს" მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერის ძალიან რომ აღელვებს, ეს მისი სიტყვებიდანაც ჩანს:

- მარკოიშვილის გარეშე მეშვიდე მატჩს ვატარებთ. ეს იოლი არ არის, ძალიან გადავიღალეთ. თუმცა, დანარჩენმა მოთამაშეებმა ძალების მობილიზება კარგად მოახერხეს და გუნდური თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

"კანტუმ" მანუჩარის ყოფილ კლუბ "ბენეტონთან" მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა (25:18) და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 75:65.

გაზეთ "ბასკეტნეტში" გამოქვეყნებულ სტატიას გავეცნოთ: "რომის "ლოტომატიკას" წინააღმდეგ მატჩში "ვირტუსის" თავკაცი ლარდო ლინო ცდილობდა, ვიქტორ სანიკიძე ზედმეტად არ დაეტვირთა, რადგან იდაყვის ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. თუმცა, ბოლო წუთებზე მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე ვერ დატოვა..."

"კორიერე დი ბოლონიაში" ერთგვარ გაგრძელებას ვკითხულობთ: "მართალია, სანიკიძემ სულ 2 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბოლო მეოთხედში მთავარი მოქმედი პირი სწორედ ის იყო.

მის გარეშე "ვირტუსი", ალბათ, ვერ გაიმარჯვებდა. ვიქტორმა გადამწყვეტ მომენტში მოედანზე ცეცხლი დაანთო, მოხსნას მოხსნა მიაყოლა და თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა. სანიკიძემ თავისი ორი ქულა ბოლო წამებზე ჩააგდო და ბოლონიელები 84:77 დააწინაურა. "ვირტუსმა" საბოლოოდ 87:79 იმარჯვა."

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა რომაელებთან ბრძოლაში 25 წუთში 2 ქულა (2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა (7 დაცვაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. "ვირტუსის" ბომბარდირი კენი უინსტონი გახდა - 22 ქულა.

ნამატჩევს ბოლონიური გუნდის მწვრთნელმა ლარდო ლინომ კომენტარში ქართულ გვარს მნიშვნელოვანი ადგილი მიუჩინა:

- სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქე დომინირებდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში გულიანი თამაშით მოგება არ დავუთმეთ. უინსტონი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, სანიკიძე - საკვანძო ფიგურა.

სადღეისოდ ბოლონიელებს 7-7 მოგება-წაგება აქვთ და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან. 10 მოგებითა და 4 მარცხით "კანტუ" მესამეა. მე-15 ტურის შემდეგ ცხრილის ზედა რვაეულში მყოფი გუნდები იტალიის თასის მეოთხედფინალურ წყვილებს შეადგენენ.

"ვირტუსს" რვა გუნდს შორის ადგილის შესანარჩუნებლად 16 იანვარს სტუმრად "ტერამოს" ძლევა სჭირდება. იმავე დღეს "კანტუ" "ვარეზეს" ეწვევა. სწორედ 16-ში უნდა ველოდეთ მანუჩარ მარკოიშვილის მოედანზე დაბრუნებას.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა