ბექა ბურჯანაძემ ზედიზედ მეორე მატჩში 20-ქულიან ბარიერს უწია
ბექა ბურჯანაძემ ზედიზედ მეორე მატჩში 20-ქულიან ბარიერს უწია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ესპანეთის მეორე დივიზიონში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა. მისი "ლეიმა ბასკეტი" "ოვიედოს" მასპინძლობდა და ბურჯანაძის ქებული თამაშის მიუხედავად, დამარცხდა.

ლაკორუნიელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. პლეი ოფში მოსახვედრად მინიმუმ მე-9 ადგილზე გასვლაა საჭირო, ბურჯანაძის გუნდი კი ამ ტურამდე მე-10-ზე იყო და მეტოქედ ერთი საფეხურით დაბლა მყოფი გუნდი ჰყავდა.

ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. მას ხეირიანად მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და ლაკორუნიელები დაძაბულ ბრძოლაში - 78:84 დამარცხდნენ.

წინა ტურში, "ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად "ხუვენტუდი" რომ დაამარცხა, ბურჯანაძემ 20 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორედ უწია 20-ქულიან ნიშნულს, რაც ესპანეთის საკმაოდ მაღალი დონის ოქროს ლიგაში გამორჩეული შედეგია. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად, ქართველ ლეგიონერს 5 მოხსნაც დაუგროვდა.

ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა საბოლოოდ 17 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ლაკორუნიულ გუნდში ბექას შემდეგ საუკეთესო შედეგი ამერიკელ კაილ როულის ჰქონდა, რომელმაც 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია.

ამ წაგებით "ლეიმა ბასკეტი" მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ ტურში ლაკორუნიელები სტუმრად პლანასას დაუპირისპირდებიან.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში