საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გუნდის გამოსვლა შეაფასა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილზე ჩაამთავრა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი და კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმს მიღმა დარჩა.

გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენები ბელგიისა (0:4) და ჰოლანდიის (0:2) ნაკრებებს ჩამორჩნენ და სანუგეშოდ ბოლო ტურში ჩრდილოირლანდიელებთან გამარჯვება (4:2) შერჩა.

გაზეთი "ლელო" ტყებუჩავას დაუკავშირდა და ელიტრაუნდის შეჯამება სთხოვა:

- ბატონო გოჩა, ჯერ ზოგადად შეაფასეთ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი...

- რა გითხრათ... რომ არ მოგატყუოთ, იმედი მქონდა, სულ მცირე, მეორე ადგილზე გავიდოდით. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ვერ შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.

- ქართველ გულშემატკივარს საშუალება არ ჰქონდა, ენახა თქვენი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩები. მოდით, თითოეულ თამაშზე ცალ-ცალკე ვთქვათ...

- ჰოლანდიასთან მატჩი ჩაგვივარდა. პირველი თამაში იყო და ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ. უკანა ხაზში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და საბოლოო ჯამში, ეს წაგებად დაგვიჯდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა. ერთადერთი გოლი შეიძლებოდა გაგვეტანა იმ ეპიზოდში, როცა გიორგი არაბიძემ ძალიან კარგად შეასრულა ჯარიმა, მაგრამ ჰოლანდიელები მეკარემ გადაარჩინა.

რაც შეეხება ბელგიასთან მატჩს. თამაში აქტიურად დავიწყეთ. 0:0-ზე ძალიან კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არადა, რომ გაგვეტანა, არავინ იცის, როგორ წავიდოდა თამაში... მერე ჩვენს "ტრადიციას" არ ვუღალატეთ, დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ეს არც ბელგიამ გვაპატია.

მერე იყო ბოლო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან, რომელიც მოვიგეთ. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა. ფეხბურთელები ფსიქოლოგიური ტვირთის სიმძიმეს აღარ გრძნობდნენ და ამან შედეგი გამოიღო...

ზოგადად კი, ის მინდა ვთქვა, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდოდა გუნდი, რომელიც სამ თამაშში 8 გოლს უშვებს. ეს არის ჩემი საბოლოო შეფასება.

- ცნობილია, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ნაკლებობაა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის თამაშს. რამდენად გაამართლეს მათ თქვენი იმედები?

- ვერ ვიტყვი, რომ გაამართლეს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ყველა მოწინააღმდეგეს შესანიშნავად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ნაკრების თამაში. მათ იცოდნენ, რომ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გიორგი არაბიძეა. ჩვენც ვიცოდით, რომ მეტოქეები გიორგის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდნენ და ასეც იყო - მიიღებდა თუ არა ბურთს, მასთან სამი-ოთხი მეურვე ჩნდებოდა. ჩვენ კი არაბიძეს მივეცით კონკრეტული მითითება - ასეთ სიტუაციაში ბურთი მაშინვე თავისუფლად დარჩენილი პარტნიორისთვის გადაეწოდებინა.

სამწუხაროდ, არაბიძემ ბოლომდე ვერ შეასრულა ჩვენი დავალება. ის ხშირად კარგავდა ბურთს. ბოლომდე ვერ გაგვიმართლეს გუნდის სხვა ლიდერებმაც.

- ამ თაობას თბილისში გასამართავი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ელის. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი ქართველი გულშემატკივრის გახარებას?

- იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამ თაობას აქვს საშუალება და არც ცაიტნოტშია საიმისოდ, რომ იფიქროს და გამოასწოროს ელიტრაუნდში დაშვებული შეცდომები. მჯერა, ასეც იქნება.

- ჰოლანდიის ან ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში თუ შეგხვდათ ვარსკვლავური გაქანების, გამორჩეული ფეხბურთელები?

- გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ასეთი ფეხბურთელი, განსაკუთრებული მოთამაშე არც ჰოლანდიისა და არც ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში არ შემხვედრია. ორივე ნაკრები, ძირითადად, გუნდური გარჯით გადიოდა ფონს.

- როგორ გესახებათ თქვენი სამწვრთნელო მომავალი?

- ჯერაც კონტრაქტი მაქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. ვაგრძელებ დაკვირვებას 1998 წელს დაბადებულ ბიჭებზე. დასრულდება ეს კონტრაქტი და მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ: ითამაშა კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველა ღირსეულმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში? არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი შვილები, ახლობლები თუ ნათესავები უსამართლოდ დაიჩაგრნენ...

- რა უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე? საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს მწვრთნელი, უკეთესი დატოვოს და უარესი წაიყვანოს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში. საბოლოო შედეგისთვის პასუხი ხომ მე მომეკითხება?

სინდისი სუფთა მაქვს, არავინ დაჩაგრულა. ჩვენ გვქონდა ბევრი ტურნირი და შანსი მიეცა აბსოლუტურად ყველას. თუ ვინმე გამომრჩა, თუ სადღაც დავუშვით შეცდომა, ვიმსჯელოთ ერთად ამაზე და გარწმუნებთ, არ გავექცევი პასუხისმგებლობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იიხილეთ:

U17. ჩრ. ირლანდია-საქართველო 2:4 - კარი მაინც გავიჯახუნეთ

U17. საქართველო-ბელგია 0:4 - ევროპაზე ფიქრი დავასრულეთ [VIDEO]

U17. ჰოლანდია-საქართველო 2:0 - ასეთი თამაშით გაგვიჭირდება [VIDEO]

ira
სინდისი რომ ქონდეს ცახვიდოდი და არველაზეებს არ დაიპიცებდი გაიგე გოჩა უნდა ცახვიდე და მარტლა ვიტკვი რომ სინდისი გაქვს
dato
ეს ასაკი ნამდვილად საინტერესო არის აქ ბევრი ბაშვია ძლიერი რა ხდება ასეთი შედეგით არ ამთავრებდნენ ეს კაცი ამბობს საუკვეტესოები ავარჩიეო საუკვეთესოებმა ეს შედეგი აჩვენეს ? დაქცეულა ჩვენი საქმე მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებს
vaxo
არ აძლევ თავის გამოჩენის უფლებას ბიჭებს და რა სინდისზე ლაპარაკობ,ირლანდიასთან გადამწყვეტი აღარ იყო თამაში და იმიტო აღარ ათამაშე ხო არველაძე?ბუღას,ჩორნას, ჩოჩის ზამენაზე რო დასვავ და რამდენიმე ნიჭიერ ბიჭს რო არ წაიყვან რაგა სინდისზე ლაპარაკობ შე კაი კაცო.
KAXI
სინდისი სადა გაქვს, სუფთა რომ გქონდეს. საკუთარ გულში ჩაიხედე. პასუხი ზუსტად რომ მოგეთხოვება. რაღა გვიჭირს თუ კიდე გაქვს კონტრაქტი, კარგად იქნება ჩვენი საქმე
დიმიტრი
ეს .... ყველა ადანაშაულებს თავისი თავის გარდა, არავინ არ გაუმართლა მხოლოდ თვითონ გაამართლა
fexburtelis dzma
ბატონო ტყებუჩავა მევარ ძმა ერთ-ერთი ფეხბურთელის 3 შეკრებაზე გამოიძახეთ ჩემი ძმა ბოლო შეკრების ვიდეოც გვაქვს მესამე შერჩევაზე აკობიას ნაკრებთან ბასაზე როგქონდათ თამაში 3 ივე ტაიმი ითამაშა შეუცვლელად ერთი შეცდომა არ დაუშვია და ვინც გამოცვალე 5-7 წუთზე და აგარ შემოგიკვანია დანარჩენი 2 ტაიმი ისინი შეიყვანე ზბორზე 20 კაცში ჩემი ძმა რო გამოვიდა შერჩევიდან მთელი ნაცნობი უცნობი ყველა ულოცავდა ბელორუსიაში მინსკის ტურნირზე წაყვანას და პლიუს ევროპის ელიტრაუნდზე წაყვანას ყველა ნაკრების მწვრთნელი ელოდა ევროპაზე წაყვანას ყოველთვის მოგწონდა ამ ბავშვის თამაში და ამას ყველასთან ამბობდი ამ ბავშვის ნაცვვლად ვინებიც წაიყვანე ზუსტად ისინი იკვნენ 5-7 წუთზე იყვნენ შეცვლილები. ზუსტად ამ 5-6 ბავშვმა არ გაგიმართლა და მთლიანად ნაკრებმა ყველა შეკრებაზე ჩემძმამ დაგიმტკიცატ და ყველამ დაინახა როის ღირსი იყო მაგ ბაკრებში თამაშის 3 შერჩევის ვიდეო გვაქვს ოჯახს და ყველაფერი ნათლად ჩანს მითუმეტეს ბავშვი არის 1 წლით პატარა მაგბიჩებზე და არის 16 წლამდე ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი.1 ზბორზე არ შეგიყვანია ბავშვი რო მიგეცა შანსი ოფიციალურ თამაშზე ან ტურნირზე ეს ფაქტია და თქვენ ამბობთ რომ კველას მივეცი შანსიო თან იძახიტ რომ უზომოდ მოგწონთ ამ ბავშვის დაუღალავი შრომა მოედანზე,და დაიმახსოვრეთ მაგ ნაკრების ფეხბურთელების გვარები ვინც არიკო წაყვანის ღირსი და ბოლოს ვნახოთ ვინ ითამასჰებს დიდ ფეხბურთს საქართველოში ფეხბურთს არაფერი არ ეშველება.
deda
უნამოსოც ყოფილხარ.
nika
არაბიდზე, მეტი ვინ კავდა სჰენ დურაკო და იციც ვერ გამოიკენე
bacho
2 გუნდი ხვდებოდ პინალურ ეტაპზე და ეს შანსი ვერ გამოვიყენეტ!!!
gio
თუ ყველა საუკვეთესო გყავდა და ეს შედეგი მიიგე დაქცეულა ქართული ფეხბურთი ამაზე კარგი ამ ასაკში თუ არ გვყავს დავგუპულვართ ამ ასაკში ამაზე კარგი შედეგები გვქონდა ეხლა რა ხდება ნამდვილად ბევრი ბავში დაიჩაგრა ეს ცნობილია მაგრამ რაგა ეშველება მაგის სინდისზე იყოს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...