პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები კარიერაში მეორედ გაეხვივნენ სკანდალში
მოლდოვური საიტი moldfootball.com აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვაში მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებულ სკანდალში, შესაძლოა, ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები ფიგურირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში გამართული კიშინიოვის "დაჩიასა" და ტირასპოლის "დინამო-ავტოს" მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.

23 მარტს, სამართლებრივი დევნის სამმართველოს შეფმა ბოგდან ზუმბრიანუმ განაცხადა, რომ ორი დაკავებული სინგაპურელი თანამშრომლობდა დნესტრისპირეთის "მოქალაქეებთან", რომლებიც თავის მხრივ, თანამშრომლობდნენ "შერიფის" ექსფეხბურთელებთან, რომლებიც ქართველები არიან.

მისი თქმით, ბრიფინგზე არდასახელებული ქართველები კარგა ხანია, დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენენ არა მარტო მოლდოვაში, არამედ გერმანიაში, უნგრეთსა და ფინეთში. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იყვნენ დაკავებულნი მოლდოვაში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მოსყიდვით.

მოლდოვური საიტის ვარაუდით, სწორედ ძმები ხორგუაშვილები არიან "შერიფის" "ის" ექსფეხბურთელები. ცნობისთვის, ტირასპოლის კლუბის გენერალური დირექტორი ამ გუნდის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია. თავის დროზე "შერიფში" ასევე უთამაშია დავით მუჯირსაც.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, როდესაც ძმები ხორგუაშვილები ფინეთში თამაშობდნენ, ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა - ისინი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. თუმცა ფინეთის სასამართლომ მაშინ მათი ბრალი ვერ დაამტკიცა.

ტყუპი ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები 27 წლისანი არიან. გასულ სეზონში ისინი გორის "დილასა" და ლანჩხუთის "გურიაში" ირიცხებოდნენ. ამ სეზონში პავლე ხორგუაშვილი "ზესტაფონში" იყო, თუმცა ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.

ასევე იხილეთ:

სკანდალი: ორი ქართველი, სინგაპურული კლანი და ჩაწყობილი მატჩები მოლდოვაში

ხორგუაშვილები პატიმრობას გადაურჩებიან

ექსკლუზიური ინტერვიუ პავლე ხორგუაშვილთან

Zurab
ქართველო შე .., ჯერ კარგად გაერკვიე და ისე დაწერე,....
ქართველი
ბიძის კვალს გაყვნენ.
X
Mანდ ბურნაძეც თამაშობდა და თანაც მაგრად
gio
ესენი ადრეც იყვნენ ნახსენები ჩაწყობილ თამაშებში, მაშინ როგორც მახსოვს ფინეთში თამაშობდნენ
lsd
სად ცალიათ სათამაშაოდ ეეჰჰჰ სახალხო ბურთაობა აღარ არსებობს ჯიბე ჯიბე და ჯიბე ძალიან მწყდება გული
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
ვალტერ ხორგუაშვილი: გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს
ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ლანჩხუთის "გურიაში" დავით მეგრელიშვილი გამოჩნდა
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
პავლე ხორგუაშვილი: მარტო მოლდოვაში? თამაშებს მუნდიალზეც ვაწყობთ!
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა