ინდიან უელსის შემდეგ ჩოგბურთის ვარსკვლავები ფლორიდაში მიდიან
ინდიან უელსის ტურნირის შემდეგ, პრაქტიკულად, პაუზის გარეშე აიღო სტარტი უმაღლესი კატეგორიის ტურნირმა მაიამიში. გასულ კვირას მიღებული ტრავმის მიუხედავად, აქ შარშან მოპოვებული ტიტულის დასაცავად მზად არის სერენა უილიამსი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ინდიან უელსში ვერ შეძლო ნახევარფინალის თამაში რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ. პრესკონფერენციის დროს სერენამ განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის - მოახერხებს თუ არა მაიამიში თამაშს. მაგრამ უკვე შემდგარი ბადითა და თავად უილიამსის ახალი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მოქმედი ჩემპიონი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

განრიგის მიხედვით, სერენა უილიამსი ტიტულის დაცვას პარასკევს, შელბი როჯერსსა და მონიკა ნიკულესკუს შორის გამარჯვებულთან მატჩით დაიწყებს.

მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მომავალი ტურნირის შესახებ:

- ეს მეორე უმსხვილესი ტურნირია არა "დიდი სლემის" სერიიდან. გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ინდიან უელსში გამარჯვების შემდეგ სიმონა ჰალეპს სწორედ ამდენი დაემატა რეიტინგში, რამაც ის ავტომატურად მიაახლოვა სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირს.

- კი-ბისკეინი მაიამის გარეუბანია. ეს არის დები უილიამსების საცხოვრებელ პალმ-ბიჩ გარდენსის მეზობელი ქალაქი. პრაქტიკულად, საშინაო კედლებში თამაში ძალიან ეხმარება უილიამსებს: მათ ეს ტურნირი ჯამში ათჯერ მოიგეს (სამჯერ ვინუსმა და შვიდჯერ - სერენამ). საინტერესოა, რომ სერენა უილიამსს ყველაზე ბევრჯერ კარიერაში სწორედ ამ ტურნირზე გაუმარჯვია.

- ვინუს უილიამსი, რომელმაც გამოტოვა ინდიან უელსის ტურნირი, ისევ მზად არის საბრძოლველად: ამერიკელმა წარმატებით დაიწყო 2015 წელი და ამ მომენტისთვის 15 მოგება და სამი წაგება აქვს. დღეისთვის ვინუსი მეცხრე ადგილზეა WTA-ს "ჩემპიონთა რბოლაში".

- მარია შარაპოვა ჯერ ისევ ოცნებობს მაიამის ტურნირში გამარჯვებაზე. რუსისთვის ეს შეჯიბრება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია იმის მიუხედავად, რომ მარიას აქ არასოდეს გაუმარჯვია. ის ფინალში იყო 2005 (წააგო კიმ კლაისტერსთან), 2006 (სვეტლანა კუზნეცოვა), 2011 (ვიქტორია აზარენკა), 2012 (აგნიეშკა რადვანსკა) და 2013 წლებში (სერენა უილიამსი).

- მსოფლიოს მესამე ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა ამ სეზონში უკვე სამი ტურნირი მოიგო და სათავეში ჩაუდგა WTA-ს საჩემპიონო რბოლას. მაიამიში რუმინელი არასოდეს გასულა მესამე რაუნდზე შორს და ახლა ამ სერიის შეწყვეტას აპირებს.

- შეჯიბრებას გამოტოვებენ პეტრა კვიტოვა, რომელიც ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა ინფექციის შემდეგ და არც ინდიან უელსში უთამაშია; დომინიკა ციბულკოვა, ტიმეა ბაშჩინსკი (ორივეს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს) და იარმილა გაიდოშოვა (ვირუსული ინფექცია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja
ჟer ეrti კი ბისკეინი მაიამის გარეუბანი არაა iseve რogorc ვake ტbilisis გareubani აr აris დa მere მeore პალმ ბიჩ გარდენიდან მაიამამდე (კი ბისკაინამდე) 120 კილომეტრია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...