ბირმინგემული გუნდი შავ დღეშია
ბირმინგემის "ასტონ ვილა" გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. არადა, ფანები დიდი შემართებით იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ტიმ შერვუდის მოსვლის მერე ცუდი პერიოდი წარსულში დარჩა, მაგრამ "ვილა პარკზე" გუნდის მორიგი წარუმატებლობა ვიხილეთ - მარცხი "სუონსისთან", მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის გამო.

გულშემატკივრები კვლავ ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მათ საყვარელი გუნდის კალენდარი ზეპირად იციან, "ასტონ ვილას" კი ურთულესი კალენდარი აქვს...

ბირმინგემელებს საგარეო მატჩები "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ტოტენჰემთან", "სიტისთან" და "საუთჰემპტონთან" დარჩათ, ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ამ შეხვედრაში მწვრთნელმა თამამად დაგეგმოს ქულები. საშინაო თამაშები კი "ქუინზ პარკთან", "ევერტონთან", "ვესტ ჰემთან" და "ბარნლისთან" მოდის. ასე რომ, შერვუდმა თავისიანები მაქსიმალურად უნდა მოამზადოს.

"ოლდ ტრაფორდზე" მას გაუჭირდება, მაგრამ უშუალო კონკურენტ ქპრ-ს როგორმე უნდა აჯობოს, მერე კი ყოფილ გუნდთან, "ტოტენჰემთან" ელის პრინციპული პაექრობა.

"ძალიან დასანანი იყო მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის გამო წაგება. მას მერე, რაც პოსტზე ვარ, მსგავსი რამ მეორედ დაგვემართა და ეს ყველაზე არასასიამოვნო და მძიმედ გადასატანი დარტყმა გახლდათ.

პირველ ტაიმში "სუონსი" გვჯობდა, მაგრამ მეორე ნახევარში ცუდად არ გამოვიყურებოდით. სამწუხაროდ, დავმარცხდით და ბუნებრივია, გულდაწყვეტა იყო, ღიმილიანი სახეები არ დამინახავს. თუმცა, მთლიანობაში, მორალურადაც უფრო მოვძლიერდით და საბრძოლო განწყობა გვაქვს. ეს წაგება ზედმეტად არ უნდა განვიცადოთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია" - თქვა შერვუდმა.

"ასტონ ვილამ" მე-17 უგოლო მატჩი ჩაატარა სეზონში. ბირმინგემელებს, ყველაზე ცოტა, 19 გოლი აქვთ გატანილი, აქედან 4 მათ ორი ტურის წინ შეაგდეს "სანდერლენდთან". საკუთარ კედლებში კი 15 მატჩში ოდენ 11 ბურთის გატანა მოახერხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ