სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ 25 მარტს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე დაამარცხა
სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ 25 მარტს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე დაამარცხა და მსოფლიოს რვა მოჭადრაკეს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

ბალტიისპირელი დიდოსტატი ევროპის ჩემპიონატების 2011 წლის გამარჯვებული და სამგზის (2003, 2008, 2010) ვერცხლისპრიზიორია.

მსოფლიო კლასიფიკაციაში ამჟამად 2530 პუნქტით მეშვიდე ადგილზეა. 21 წლის არაბიძეს, რომელმაც ჭადრაკის თამაში ანზორ მაჩიტიძესთან დაიწყო, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ალექსანდრე არსენიძე (იგი სოჭში თან ახლავს შეგირდს) ავარჯიშებს, თანატოლებში საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების სამ-სამგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვერცხლისპრიზიორია. საქართველოს 2012 წლის ქალთა ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მსოფლიო რეიტინგში 2374 პუნქტით 94-ე ადგილზეა.

მერვედფინალის პირველ კლასიკურ პარტიაში არაბიძემ თეთრებით ჩმილიტესთან პაექრობისას მიტელშპილში მოსაგები პოზიცია მიიღო, მაგრამ უპირატესობის ბოლომდე რეალიზება ვერ შეძლო.

მეორე პარტიაც ყაიმით დასრულდა. 25 მარტს ტაიბრეიკების პირველი 25-წუთიანი შეხვედრა მერიმ შავი ფიგურებით ეტლების ენდშპილში 43-ე სვლაზე მოიგო, თეთრებით კი დაძაბული ორთაბრძოლის 101-ე სვლაზე დაუზავდა მეტოქეს, საბოლოოდ გაიმარჯვა 2,5:1,5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოელ დიდოსტატ ჰარიკა დრონავალის დაუპირისპირდება.

აზიელი მოჭადრაკე კლასიფიკაციაში 2492 პუნქტით მე-16 საფეხურზეა, 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონმა 2012 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში ნოკაუტ-სისტემით ნახევარფინალს უწია, სადაც მსოფლიოს და ევროპის ბულგარელ ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვასთან დამარცხდა.

25 მარტს ინდოელმა მსოფლიოს და ევროპის რუსი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი ჩამოიშორა გზიდან - 2.5:1.5. ნატალია პოგონინამ (რუსეთი) მარი სებაგს საფრანგეთი) აჯობა - 3:1.

26 მარტს, მე-4 რაუნდის პირველ ტურში ითამაშებენ: მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2526)-ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2456)-ჟაო სიუე (ჩინეთი, 2527), პია კრამლინგი (შვედეთი, 2495)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), მერი არაბიძე (2374)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2492).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე