ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მაიამის "მასტერსი": დიდი სენსაციები მაიამიში

მაიამის "მასტერსი": დიდი სენსაციები მაიამიში

ნიკოლ ვაიდიშოვა სწორ გზას ადგას
დიდი სენსაციებით მიმდინარეობს მაიამიში ქალთა ტურნირი. მთავარი მოულოდნელობა რუსულ დერბიში მოხდა, როცა ფლორიდაში "უაილდ-ქარდით" მოხვედრილმა მსოფლიოს 97-ე ჩოგანმა დარია გავრილოვამ ორ სეტში მოუგო მსოფლიოს მეორე ჩოგანს, მარია შარაპოვას.

ფავორიტი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა - 5:3. აქ გავრილოვა ანერვიულდა და ზედიზედ სამი გეიმი წააგო, თუმცა მაინც მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე და იქ 7:4 მოიგო. პირველი სეტი 68 წუთი გრძელდებოდა.

შარაპოვა ყოველთვის განთქმული იყო ასეთი მატჩების შემოტრიალებით და ახლაც ახლოს იყო ამასთან. მეორე სეტში ის 0:3 და 1:4 ჩამორჩა, რის შემდეგაც ზედიზედ ორი გეიმის აღებით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ გავრილოვამ მეტის უფლება არ მისცა სახელოვან თანამემამულეს და მესამე სეტის თამაში აიცილა თავიდან - 7:6(4), 6:3.

გავრილოვა ერთ დროს იუნიორებს შორის პირველი ნომერი იყო, მაგრამ გაუჭირდა "დიდებში" გადასვლა. მან გამოტოვა 2014 წლის სეზონის პირველი ნაწილი, რის შემდეგაც ITF-ის ტურნირებზე და WTA-ს ტურნირების საკვალიფიკაციო მატჩებში თამაშით კმაყოფილდებოდა.

მეორე სენსაციის ავტორი გახდა ვინმე ტატიანა მარია, რომელიც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა ძირითად ბადეში. მეორე რაუნდში გერმანელმა კანადელ ეჟენი ბუშარს მოუგო. პირველი სეტის შემდეგ ჩრდილოამერიკელი შოკში იყო - მარიამ ნახევარ საათში "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა. მაგრამ ბუშარი გონს მოეგო და მეორე სეტში ძალიან ახლოსაც იყო მოგებასთან - 5:3 წაიყვანა ანგარიში. თუმცა გერმანელმა მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა ეჟენის და ტაი-ბრეიკის მოგებით გაიფორმა მესამე წრის საგზური - 6:0, 7:6(4).

ტატიანა მარიას სახელი ბევრს არაფერს ეუბნება ჩოგბურთის მოყვარულებს. ის ერთადერთხელ იყო WTA-ს TOP100-ში - 2010 წელს, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი პირველი შვილი გააჩინა და ახლა ცდილობს ტურში სრულფასოვნად დაბრუნებას.

სასტარტო რაუნდების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო ჩეხი ნიკოლ ვაიდიშოვას გამოსვლა, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ თავიდან ცდილობს საჩოგბურთო კარიერის აწყობას. მსოფლიოს ყოფილ მეოთხე ჩოგანსა და "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ნახევარფინალისტს მეორე წრეში სერიოზული გამოცდა ელოდა, რადგან მეტოქედ რუმინელი სიმონა ჰალეპი ჰყავდა. ამ უკანასკნელმა ერთი კვირის წინ ინდიან უელსის ტურნირი მოიგო და ჯერჯერობით ერთადერთია ამ სეზონში, ვისაც სამი ტიტული აქვს მოგებული.

როგორც ამ მატჩმა აჩვენა, ვაიდიშოვა სწორ გზას ადგას. მან პირველი სეტი 55 წუთში, დაძაბულ ბრძოლაში წააგო, მეორეში კი სტარტზევე დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

სამწუხაროდ, მესამე სეტში ბრძოლა არ შედგა. ჰალეპმა პირველ ხუთ გეიმში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და 5:0 დაწინაურდა. საათსა და 44 წუთში რუმინელმა - 6:4, 2:6, 6:1 მოიგო.

ქალები

II წრე

ტატიანა მარია (გერ)-ეჟენი ბუშარი (კან, 6) 6:0, 7:6 (4); სარა ერანი (იტა, 11)-ანასტანსია პავლიუჩენკოვა (რუს) 6:1, 7:6(5); სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 13)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 7:5, 3:6, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:0, 6:1; კაია კანეპი (ესტ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 28) 6:2, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ, 26)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:3, 7:6(3); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8)-კარინ კნაპი (იტა) 6:1, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-კრისტიან მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:2; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 19) 7:5, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-სტეფან ფოგელი (შვეიც) 6:3, 6:1; ალიზ კორნე (საფ, 22)-ელენა ვესნინა (რუს) 6:4, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 23)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:1, 3:6, 6:0; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:2; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 31)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 5:7, 6:4, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 7:5; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14)-ანიკა ბეკი (გერ) 2:6, 6:3, 6:4; კურუმი ნარა (იაპ)-კაროლინ გარსია (საფ, 25) 6:3, 7:6 (9); პაულა ბაბოსა ხილბერტი (ესპ)-საისაი ჟენგი (ჩინ) 6:1, 7:5; დარია გავრილოვა (რუს)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 7:6(4), 6:3; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც)-კეისი დელაკუა (ავსტრა, 32) 6:2, 4:6, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ)-მედისონ კისი (აშშ, 17) 6:4, 6:2; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 10) 7:6(5), 6:2; ფლავია პენეტა (იტა, 15)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:7(1), 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 20) 6:1, 6:1; კამილა ჯორჯი (იტა, 30)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ნიკოლ ვაიდიშოვა (ჩეხ) 6:4, 2:6, 6:1; გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-სესილ კარტანჩევა (ბულ) 6:1, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 5)-ირინა ფალკონი (აშშ) 7:5, 6:7(7), 6:3; საბინ ლისიცკი (გერ, 27)-იულია გორგესი (გერ) 7:6(1), 6:7(5), 6:4; კეტრინ ბელისი (აშშ)-ზარინა დიასი (ყაზ, 29) 6:2, 6:1; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 24)-ელისონ რისკე (აშშ) 6:2, 6:2.

III წრე

დარია გავრილოვა (რუს)-კურუმი ნარა (იაპ) 6:0, 7:6(5); კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14)-პაულა ბაბოსა ხილბერტი (ესპ) 7:5, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 8)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 26) 6:0, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-კაია კანეპი (ესტ) 4:6, 6:1, 6:3; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 23) 6:4, 7:6(3); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ალიზ კორნე (საფ, 22) 6:0, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 31) 6:2, 4:6, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:0, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა

იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა

იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა

ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!

ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია

[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა

სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სპორტში დაბრუნდა

ᓜᓘᓙᓝᓚ ᓕᓐᓘᓓᓘᓨᓝᓕᓐ ᓑᓠᓣᓜᓓᓔᓑᓐ?