საფრანგეთის სამხრეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონის პირველი რაუნდი გაიმართა
საფრანგეთის სამხრეთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონის პირველი რაუნდი გაიმართა. მეოთხედფინალურ მატჩში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს ირლანდიის ნაკრების დამარცხება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

მატჩის ძირითადი დრო 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ "შუთაუთის სერია", იგივე ჯარიმების დუელი დაინიშნა, რომელშიც თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 საჯარიმოს დარტყმა დაევალა.

საჯარიმო პირველმა ირლანდიელმა ქონორ დინმა შეასრულა, რასაც შოთა არეშიძემ არანაკლები სიზუსტით უპასუხა - 1:1. ამის შემდეგ ირლანდიელთა კაპიტანს, ბილ ჯონსთონს გაუცუდდა დარტყმა, ფულბეკმა მირიან მოდებაძემ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:1. მესამედ ბურთთან თიმ ფოლი მივიდა და ააცილა. ჩვენმა მგეზავმა დავით მოძღვრიშვილმა კი ზუსტად დაარტყა - 3:1 და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა.

ნეშ ქელვინმა ააცილა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით.

ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ ანგარიში მე-3 წუთზე გავხსენით, მას შემდეგ, რაც რაკში ირლანდიელების მიერ წესების დარღვევისთვის დანიშნული საჯარიმოდან ძელებს შუა გელა აფრასიძემ გააძვრინა - 3:0.

ირლანდიელებმა ცხრა წუთში გვიპასუხეს - შებოჭილ მოთამაშეს ვერ შეველიეთ და დავჯარიმდით. ამჯერად ირლანდიელთა მგეზავმა ბილ ჯონსთონმა დაარტყა ზუსტად - 3:3.

მე-15 წუთზე ირლანდიელებმა, რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ ჩვენს ლელოში დაამიწეს. ხუთი ქულა "ახალგაზრდა სამყურების" ფრთამ, რობერტ ლითლმა მიითვალა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 3:8.

მიღებულმა ლელომ ჩვენი ბიჭები გამოაცოცხლა. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში გუნდი კარგად ირჯებოდა, შერკინებაში ბევრად სჯობდა მოწინააღმდეგეს და უხვადაც აჯარიმებდა, მაგრამ დერეფანში თამაში გაგვიჭირდა. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როცა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი მოვიგეთ, მოლი შევკარით და მეტოქე ლელომდე ვათრიეთ. ბოლო მომენტში მოლს შერკინების კვაჭი ლევან ჭავჭავაძე მოსწყდა და ლელო გაიტანა. გარდასახვა აფრასიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

ამან ისედაც დრამატულ მატჩს დაძაბულობა შემატა. მეტწილად "უმცროსი ბორჯღალოსნები" უტევდნენ. არც ირლანდიელები იდგნენ გულხელდაკრეფილნი. ორივე გუნდმა რამდენჯერმე საჯარიმოების აცილებით ხელიდან გაუშვა მატჩისთვის წერტილის დასმის შანსი. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 8:8.

რადგან ძირითადმა დრომ ნახევარფინალისტი ვერ გამოავლინა, ორივე გუნდს 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა. აქ კი, როგორც უკვე ვთქვით, ირლანდიელებს 3:1 ვაჯობეთ. ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ნახევარფინალში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კარგად ნაცნობ იტალიის ნაკრებს 31 მარტს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მოულოდნელად უელსელ თანატოლებს 14:13 სძლიეს.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ძალიან მაგარი ბრძოლა შედგა, რასაც ირლანდიელებიც არ ელოდნენ, მაგრამ ბიჭებმა თავი დადეს. თავიდან შეცდომები დავუშვით, მაგრამ დიდი ძალისხმევით და უდრეკი ხასიათის გამოვლენით სიტუაციის შემობრუნება მოვახერხეთ. იყო რთული მომენტები, თუმცა ბიჭები არ გატყდნენ და ყველა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო ამ გამარჯვებისთვის. ირლანდიელები გვეუბნებიან, ეს რა გულიანი ბიჭები გყოლიათო და გაოცებულნი არიან.

ირლანდიელებს ეგონათ, რომ საქმეს მალევე მოგვიმთავრებდნენ. ჩვენ მათი თამაში ნანახი გვქონდა, მაგრამ შემადგენლობაში ხუთი-ექვსი კაცი ჰყავდათ შეცვლილი. მეტოქისგან უფრო გაშლილ თამაშს ველოდით, მაგრამ დარტყმები ახლო-ახლო განახორციელეს და ბიჭებიც საკადრისად დახვდნენ. ვინც იყო მოედანზე, ყველამ ბოლომდე იბრძოლა და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა.

არანაკლებ იბრძოლეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა და ამ ერთიანმა ძალისხმევამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასკვნითი წუთები იყო, როდესაც დაცვაში თამაშით, პრაქტიკულად, ჩვენი ლელოდან მეტოქე 22-მეტრიანი ზონის გარეთ გავიყვანეთ. ამის შემდეგ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა. გასატანი სიტუაციებიდან ორივე გუნდმა ერთნაირად დაკარგა ქულები - ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა ავაცილეთ.

იტალიასთანაც გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქის თამაში ჯერ არ გვინახავს. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი, ტრავმების მხრივ რა მდგომარეობა იქნება, თუმცა ამ ეტაპზე საშიში არაფერია და, წესით, მომავალი შეხვედრისთვის ყველა მწყობრში უნდა იყოს".

მეოთხედფინალი

საქართველო-ირლანდია 8:8 (3:1. საჯარიმოები)

საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გოგოლაძე (სვანიძე 60), კვესელაძე, მესხი, მოძღვრიშვილი, აფრასიძე. (1-8) ჭეიშვილი, ცქიფურიშვილი (ჭავჭავაძე 36), ტაბიძე, საღინაძე, ფრიდონიშვილი, მამამთავრიშვილი (ელისაშვილი 68), სპანდერაშვილი (მაჭარაშვილი 47), არეშიძე.

ლ: ჭავჭავაძე. ს: აფრასიძე.

მეოთხედფინალი

საფრანგეთი-შოტლანდია 22:10

ინგლისი-პორტუგალია 85:5

უელსი-იტალია 13:14

31 მარტი

ნახევარფინალი

საფრანგეთი-ინგლისი

საქართველო-იტალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
კი მაგრამ თამაშს მსვლელობისას ჩვენი ბიჭების გატანილ ბურთებს რატომ არ აჩვენებთ ვიდეოში?
ms
მადლობა ბიჭებს, მათ მშობლებს და მწვრთნელებს!
terasini
ტქვენ გენაცვალეტ ჯიგარში ბიჯებო
chiko
ღირსული ცვლა რაგბის ნაკრებისთვის
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა